კორნიუს სპირალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''კორნიუს სპირალი, კლოტოიდა''' − ბრტყელი ტრანსცენდენტური წირ...)
 
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „კლოტოიდა“ გადაიტანა გვერდზე „კორნიუს სპირალი“ გადამისამართებ...)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 12:53, 2 მაისი 2024 მდგომარეობით

კორნიუს სპირალი, კლოტოიდა − ბრტყელი ტრანსცენდენტური წირი. ნატურალური განტოლებაა Kornius001.png  ; ე. ი. სიმრუდის R რადიუსი რკალის s სიგრძის უკუპროპორციულია. პარამეტრული განტოლება:

Kornius spirali.PNG
Kornius003.png

კორნიუს სპირალი მიეკუთვნება ფსევდოსპირალებს. მას მას გააჩნია კოორდინატთა სათავისადმი სიმეტრიული ორი შტო. კოორდინატთა სათავე გადაღუნვის წერტილია; 0x ღერძი მხებია; აქვს ორი ასიმპტოტური წერტილი

Kornius005.png


კორნიუს სპირალს ზოგჯერ ლ. ეილერის სპირალს უწოდებენ, რადგანაც იგი პირველად ლ. ეილერთან გვხვდება (1744). კ. კორნიუმ ეს წირი გამოიკვლია (1874) სინათლის დიფრაქციის გრაფიკულ გათვლებთან დაკავშირებით.

კორნიუს სპირალის მთავარი თვისება ის არის, რომ მისი სიმრუდე მასზე გავლილი მანძილის სიგრძის პირდაპირ პროპორციულია. ეს თვისება ფართოდ გამოიყენება გზატკეცილებისა და განსაკუთრებით რკინიგზების მშენებლობისას, სადაც მოითხოვება გზის სწორი მონაკვეთიდან მომრგვალებულ მონაკვეთზე გადასვლა ხდებოდეს გზის სიმრუდის თანაბარი ცვლილებით.


[რედაქტირება] წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები