თამარის ციხე (ბორჯომის მუნიციპალიტეტი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ახალდაბის ციხე, „თამარის ციხე”, „ციხის გვერდი”''' – ციხე (VIII-XI ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ახალდაბის ციხე“ გადაიტანა გვერდზე „[[თამარის ციხე (ბორჯომის მუნი...) |
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) |
მიმდინარე ცვლილება 22:19, 2 მაისი 2024 მდგომარეობით
ახალდაბის ციხე, „თამარის ციხე”, „ციხის გვერდი” – ციხე (VIII-XI სს.) ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირას, მაღალი მთის წვერზე. ადგილობრივები მას „თამარის ციხეს” ეძახიან. ს. მაკალათია კი მას „ციხის გვერდის” სახელით იხსენიებს. შემორჩენილია ნანგრევები.
ციხე ძნელად მისადგომია. მასზე ასვლა მხოლოდ ჩრდილოეთიდანაა შესაძლებელი. იგი იცავდა მტკვრისა და ნეძვისწყლის ხეობებს. ვახუშტი ბაგრატიონი ასე აღწერს მას: „ახალდაბის სამჴრით არს ციხე მაღალსა კლდესა ზედა, დიდნაშენი და მაგარი”. XVIII საუკუნის გერმანელი მეცნიერისა და მოგზაურის იოჰან ანტონ გიულდენშტედტის ნაშრომში „მოგზაურობა საქართველოში” ახალდაბის ციხე უკვე დაცარიელებული ჩანს. ციხე ძლიერ დააზიანა 1920 წლის მიწისძვრამ.