კიმოთესუბანი (სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ტიმოთესუბანი (სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში)“ გადაიტანა გვერ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
#გადამისამართება [[კიმოთესუბანი (სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში)(სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში)]]
+
'''კიმოთესუბანი, ტიმოთესუბანი''' – სოფელი [[ბორჯომის მუნიციპალიტეტი|ბორჯომის მუნიციპალიტეტში]], წაღვერის თემში, [[მდინარე]] [[გუჯარეთისწყალი|გუჯარეთისწყლის]] ხეობაში, [[გვირგვინას ქედი]]ს სამხრეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 1070-1230 მ სიმაღლეებზე,
 +
ქ. [[ბორჯომი (ქალაქი)|ბორჯომიდან]] სამხრეთ-აღმოსავლეთით 17 კმ მანძილზე.
 +
 
 +
მოსახლეობის რიცხოვნობა – 254. მათი უმრავლესობა (97 %) [[ქართველები|ქართველია]] (2002). შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – სამონასტრო კომპლექსი (XI-XVIII სს.). მთავარი ნაგებობაა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი (XIIXIII სს.) კედლის მხატვრობით (XIII ს.). იგი ნაგებია მოვარდისფრო [[აგური (სამშენებლო მასალა)|აგური]]თ. ტაძრის ჩრდილოეთით შემორჩენილია სამონასტრო ნაგებობის (X-XI) ნაშთები და თლილი ქვით ნაგები დარბაზული ეკლესია (XI ს.) და სხვ. სოფლის სიახლოვეს, მიუვალ კლდეებში გამოკვეთილი სახლებია. [[ვახუშტი ბაგრატიონი]] ასე ახასიათებს სოფლის მიდამოებს „გუჯარეთის სოფელს ქუეით კიმოთისმანამდე, [[თორი]]ს წყალზედ, აქათ და იქით, არს კლდე, რომელი აიყრების დიდ-დიდი ფიცარი ფიქალ-ფიქალი შავი, და ბურვენ მით სახლებსა”. 1899 წელს მოეწყო კიმოთესუბნის გლეხთა (მონაწილეობდნენ წაღვერლებიც) აჯანყება მიხეილ რომანოვის წინააღმდეგ, რომლის საუფლისწულო მამული იყო [[ბორჯომის ხეობა]] და რომელმაც აქაურ მკვიდრთა მდგომარეობა გააუარესა.
 +
 
 +
 
 +
==წყარო==
 +
[[სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი]]
 +
[[კატეგორია:საქართველოს სოფლები]]
 +
[[კატეგორია:სოფლები ბორჯომის მუნიციპალიტეტში]]
 +
[[კატეგორია:სოფლები სამხრეთ საქართველოში]]
 +
[[კატეგორია:სოფლები სამცხე-ჯავახეთის მხარეში]]

04:54, 8 მაისი 2024-ის ვერსია

კიმოთესუბანი, ტიმოთესუბანი – სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, წაღვერის თემში, მდინარე გუჯარეთისწყლის ხეობაში, გვირგვინას ქედის სამხრეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 1070-1230 მ სიმაღლეებზე, ქ. ბორჯომიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 17 კმ მანძილზე.

მოსახლეობის რიცხოვნობა – 254. მათი უმრავლესობა (97 %) ქართველია (2002). შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – სამონასტრო კომპლექსი (XI-XVIII სს.). მთავარი ნაგებობაა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი (XIIXIII სს.) კედლის მხატვრობით (XIII ს.). იგი ნაგებია მოვარდისფრო აგურით. ტაძრის ჩრდილოეთით შემორჩენილია სამონასტრო ნაგებობის (X-XI) ნაშთები და თლილი ქვით ნაგები დარბაზული ეკლესია (XI ს.) და სხვ. სოფლის სიახლოვეს, მიუვალ კლდეებში გამოკვეთილი სახლებია. ვახუშტი ბაგრატიონი ასე ახასიათებს სოფლის მიდამოებს „გუჯარეთის სოფელს ქუეით კიმოთისმანამდე, თორის წყალზედ, აქათ და იქით, არს კლდე, რომელი აიყრების დიდ-დიდი ფიცარი ფიქალ-ფიქალი შავი, და ბურვენ მით სახლებსა”. 1899 წელს მოეწყო კიმოთესუბნის გლეხთა (მონაწილეობდნენ წაღვერლებიც) აჯანყება მიხეილ რომანოვის წინააღმდეგ, რომლის საუფლისწულო მამული იყო ბორჯომის ხეობა და რომელმაც აქაურ მკვიდრთა მდგომარეობა გააუარესა.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები