Allium moschatum L.

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 9: ხაზი 9:
 
[[კავკასია]]: [[ამიერკავკასია]].
 
[[კავკასია]]: [[ამიერკავკასია]].
  
[[საქართველო|საქართველოში]] გავრცელებულია: [[ქართლი]], გარდაბანი, მესხეთი. იზრდება ქვიან ფერდობებზე, ბუჩქნარებში, მთის შუა სარტყელში (საქ. მც.სარკვ., 1969).
+
[[საქართველო|საქართველოში]] გავრცელებულია: [[ქართლი]], გარდაბანი, [[მესხეთი]]. იზრდება ქვიან ფერდობებზე, ბუჩქნარებში, მთის შუა სარტყელში (საქ. მც.სარკვ., 1969).
  
 
[[თბილისი|თბილისის]] მიდამოებში გვხვდება: ბოტანიკურ ბაღში, მდ.დაბახანას ფერდობებზე,  კუს ტბისა და ლისის ტბის მახლობლად, [[მცხეთა|მცხეთაში]], წყნეთში, კოჯორში, თელეთის ქედსა და იალღუჯზე.
 
[[თბილისი|თბილისის]] მიდამოებში გვხვდება: ბოტანიკურ ბაღში, მდ.დაბახანას ფერდობებზე,  კუს ტბისა და ლისის ტბის მახლობლად, [[მცხეთა|მცხეთაში]], წყნეთში, კოჯორში, თელეთის ქედსა და იალღუჯზე.

მიმდინარე ცვლილება 13:46, 9 მაისი 2024 მდგომარეობით

Allium moschatum L.

Allium moschatum L.

მრავალწლოვანი მცენარეა, კვერცხისებრი, 1-2 სმ დიამეტრის ბოლქვითა და 10-25 სმ სიმაღლის ღეროთი. ფოთოლი 4-6, ძაფისებრი; ქოლგა ნახევრადსფერულია, მცირე ყვავილიანი, მეჩხერი, ყვავილსაფარი ვარდისფერია ან თითქმის თეთრი, ზარისებრი.ყვ. VII-VIII; ნყ. VIII-IX.

ხმელთაშუაზღვეთური სახეობაა.

საერთო გავრცელება: შუა ევროპა, ხმელთაშუაზღვის მხარე; მცირე აზია. (Гроссгейм, 1940; საქ.ფლორა, 1941). კავკასია: ამიერკავკასია.

საქართველოში გავრცელებულია: ქართლი, გარდაბანი, მესხეთი. იზრდება ქვიან ფერდობებზე, ბუჩქნარებში, მთის შუა სარტყელში (საქ. მც.სარკვ., 1969).

თბილისის მიდამოებში გვხვდება: ბოტანიკურ ბაღში, მდ.დაბახანას ფერდობებზე, კუს ტბისა და ლისის ტბის მახლობლად, მცხეთაში, წყნეთში, კოჯორში, თელეთის ქედსა და იალღუჯზე.

გვხვდება მეტად იშვიათად, ერთეული ან მცირე ჯგუფების სახით. თბილისის მიდამოებისათვის იშვიათ სახეობათა რიცხვს შეიძლება მივაკუთვნოთ. რაც შეიძლება აიხსნას იმ მდგომარეობით, რომ მისი არეალი მდებარეობს სოფლის მეურნეობის ინტენსიურ ზონაში, სადაც მიმდინარეობს საქონლის მიერ ინტენსიური უწესრიგო ძოვება, რამაც შეიძლება მათი პოპულაციის სრული განადგურება გამოიწვიოს.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები