ხუჭუჭა მაჩიტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ხუჭუჭა მაჩიტა '''ხუჭუჭა მაჩიტა''' – (Campanula crispa), ო...)
 

მიმდინარე ცვლილება 23:01, 21 მაისი 2024 მდგომარეობით

ხუჭუჭა მაჩიტა

ხუჭუჭა მაჩიტა – (Campanula crispa), ოჯახი მაჩიტისებრნი. მრავალწლოვანი ბალახი, პეტროფიტი, მესამეული ფლორის იშვიათი რელიქტი. გავრცელებულია ქართლში (გუჯარეთისწყლის ხეობწაღვერსა და სოფ. გვერდისუბანს შორის); მესხეთში (მდ. რახისწყლის ხეობა); ჯავახეთში (ახალქალაქის მიდამოები – ბოგდანოვკის გზაზე). საქართველოს გარეთ – ჩრდილო-აღმოსავლეთი და ჩრდილო ანატოლიაში. იზრდება კლდეებსა და კლდეთა ნაპრალებში მთის შუა სარტყელში. საქართველოს წითელ წიგნში შესულია როგორც იშვიათი და გადაშენების პირას მისული სახეობა.



[რედაქტირება] წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები