ჯავახები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჯავახები“ გადაიტანა გვერდზე „ჯავახნი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჯავახნი“ გადაიტანა გვერდზე „ჯავახები“ გადამისამართებაზე)
 

მიმდინარე ცვლილება 23:05, 21 მაისი 2024 მდგომარეობით

ჯავახები, ჯავახნი – ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი, რომლებიც უმთავრესად ცხოვრობენ სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ნაწილობრივ ასპინძის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. ჟამთააღმწერელს მოხსენიებული ჰყავს თორელებთან ერთად, სხვა ქართველებს შორის: „და წარიტანეს თანა მეფე გიორგი საბერძნეთს, და ვერ წინააღუდგეს ფარმანიანნი ლაშქართა მათ ერთ წელ, და ყოველნი მას შინა მყოფნი ქართველნი მოსცა მეფესა გიორგის. იახლნეს ჯავახნი და თორელნი, რაოდენნი ყვეს, და სადაცა ილაშქრიან და შეიბნიან ციხეთა ზედა, მუნ მჴნედ მბრძოლად გამოჩნდის მეფე გიორგი, და მის თანა ყოველნი ქართველნი”.

XIX საუკუნეში ჯავახთა ნაწილი გაიფანტა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. პავლე ინგოროყვას აზრით, ჯავახი ტომის სახელია ტაოხი.


[რედაქტირება] წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები