მატვეევი ანდრია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
* [[ქართული დიპლომატიური ლექსიკონი]] | * [[ქართული დიპლომატიური ლექსიკონი]] | ||
| − | [[კატეგორია:რუსი | + | [[კატეგორია:რუსი დიპლომატები]] |
16:04, 22 მაისი 2024-ის ვერსია
ანდრია მატვეევი − (1666-1728), რუსი სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატი.
1699-1712 – ელჩი ჰოლანდიაში, მატვეევმა ისარგებლა ევროპულ სახელმწიფოებს შორის არსებული წინააღმდეგობებით ესპანური მემკვიდრეობისათვის ომში და შეძლო შეეჩერებინა ჰოლანდიის დახმარება შვედეთისათვის ჩრდილოეთის ომში 1700-21.
1705-06 გაემგზავრა პარიზში, სადაც აწარმოებდა მოლაპარაკებებს საფრანგეთის მთავრობის მიერ ჩამორთმეული რუსული სავაჭრო გემების დაბრუნების, სავაჭრო ხელშეკრულების დადების და რუსეთსა და შვედეთს შორის საფრანგეთის საშუამავლო მისიის შესახებ.
1712-15 იყო რუსეთის ელჩი ავსტრიაში.
1715-24 – საზღვაო აკადემიისა და სანავიგაციო სკოლის პრეზიდენტი, მოსკოვის სენატის კანტორის და იუსტიც-კოლეგიის პრეზიდენტი.
1727 თანამდებობიდან გადადგა.