ტოპონიმიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ტოპონიმიკა''' – ლექსიკოლოგიის დარგი, რომელიც საგეოგრაფიო ს...)
 
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ტოპონიმიკა''' – ლექსიკოლოგიის დარგი, რომელიც საგეოგრაფიო სახელებს – [[ტოპონიმი|ტოპონიმებს]] სწავლობს. ტოპონიმიკა საგეოგრაფიო სახელებს გეოგრაფიული, ისტორიული და ლინგვისტური ასპექტი იკვლევს. ამდენად იგი ერთსა და იმავე დროს გეოგრაფიული, ისტორიული და ლინგვისტური მეცნიერება. გეოგრაფიული თვალსაზრისით ტოპონიმი განიხილება არეალისა და სიდიდე-სიმცირის მიხედვით, ისტორიული თვალსაზრისით ტოპონიმი უკავშირდება [[სახელმწიფო|სახელმწიფოთა]] და დასახლებულ პუნქტთა კონტაქტებს, ხალხების დასახლების ზოლებს და მათთან დაკავშირებულ მოვლენებს, ხოლო, რაც შეეხება ლინგვისტიკას, ის ტოპონიმს უცქერის და სწავლობს როგორც ენის ფაქტს, ლექსიკურ ერთეულს. ტოპონიმიკის საგანია გეოგრაფიული ნომენკლატურა მცირე და ფართო მასშტაბით. ქვეყნის საგეოგრაფიო სახელწოდებათა სრულ გამოვლენას, სალიტერატურო, საისტორიო, საეპიგრაფიკო წყაროებში დამოწმებული და ხალხის ხსოვნაში შემონახული ტოპონიმების აღნუსხვა-გამოცემას ფართო მეცნიერული ინტერესი და დიდი პრაქტიკული დანიშნულება აქვს. ქართული ტოპონიმიკის განვითარებაში დიდი წვლილი აქვთ შეტანილი როგორც გეოგრაფოსებს, ისე
+
'''ტოპონიმიკა''' – [[ონომასტიკა|ონომასტიკის]] დარგი. რომელიც შეისწავლის გეოგრაფიულ სახელწოდებათა სტრუქტურას, განსაზღვრავს მათ წარმომავლობასა და ენობრივ კუთვნილებას, აგრეთვე, მათ [[სემანტიკა]]სა და [[ეტიმოლოგია]]ს. [[ტოპონიმი|ტოპონიმების]] მეცნიერული შესწავლა გულისხმობს გეოგრაფიული ნომენკლატურის მყარი ენობრივი სისტემის შიგნით ისტორიული და გვიანდელი ხანის წარმონაქმნ ერთეულთა გამოვლენას, მათი გავრცელების არეალის დადგენას. ტოპონიმებში, როგორც ენის განვითარების ამსახველ ერთეულებში, შემონახულია არქაული, აგრეთვე, დიალექტური [[ლექსიკა]], კილოთა სუბსტრატის კვალი. ტოპონიმთა ენათმეცნიერული ანალიზის გზით სპეციალისტებს შეუძლიათ ზუსტად გაარკვიონ ამა თუ იმ ეთნოსის
ისტორიკოსებსა და ლინგვისტებს.
+
თავდაპირველი საცხოვრისი ან მისი შიდა თუ გარე მიგრაციების მიმართულება და ახალი სამოსახლოზე დაფუძნება. ამ მხრივ ტოპონიმიკური კვლევა-ძიება ფასდაუდებელ სამსახურს უწევს მომიჯნავე სამეცნიერო დისციპლინებს: ისტორიულ გეოგრაფიას, ეთნოგრაფიას, მხარეთმცოდნეობას, არქეოლოგიას.
  
''. ღლონტი''  
+
[[საქართველო]]ში ტოპონიმიკა მეცნიერების დარგად საკმაოდ გვიან, XX ს. II ნახ. ჩამოყალიბდა. მართალია, ჯერ
 +
კიდევ XVIII ს-ში არსებობდა [[ვახუშტი ბაგრატიონი]]ს აღწერილობითი ხასიათის ნაშრომი „საქართველოს გეოგრაფიული აღწერა“, მაგრამ მას მაინც ვერ მივიჩნევთ ტოპონიმიკის საფუძვლად, თუმცა უდავოა, რომ ვახუშტის „აღწერამ“ ბიძგი მისცა ჩვენში გეოგრაფიულ სახელწოდებათა კვლევა-ძიების აღმავლობას და შემდგომ მის სამეცნიერო დისციპლინად ჩამოყალიბებას.
 +
 
 +
ნებისმიერი ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალ-ეკონომიკურ ყოფა-ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფოსტა-ტელეგრაფი, სამისამართო ბიუროები, საექსკურსიო-ტურისტული მარშრუტები და სათანადო
 +
გზამკვლევები, ავიამომსახურება, სარკინიგზო და სხვა სატრანსპორტო-საკომუნიკაციო სამსახურები…წარმოუდგენელია მათი გამართული ფუნქციონირება ტოპონიმიკურ ერთეულთა ზედმიწევნით ზუსტი გამოყენების გარეშე. ძალზე მნიშვნელოვანია ტოპონიმიკის სპეციალისტთა მიერ ტოპონიმთა ბუნებრივი და ხელოვნური ცვლილებების ([[ქალაქი]]ს [[ქუჩა|ქუჩებისა]] თუ დაბა-სოფლებისათვის სახელების გადარქმევა, ტოპონიმთა ნორმატიულ-ორთოგრაფიული სახის დადგენა; უცხოური სახელების გადმოღება, ტრანსლიტერაციის წესების დადგენა და მისთ.) ზუსტი რეგულირება. ამის გათვალისწინებით ტოპონიმიკა გეოგრაფიულ სახელებს აღნუსხავს და შეისწავლის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკულ-გამოყენებითი თვალსაზრისითაც.
 +
 
 +
სადღეისოდ ტოპონიმიკური კვლევა-ძიება ჩვენში ფართოდ არის გაშლილი როგორც [[თბილისი|თბილისში]]
 +
([[თსუ]] ტოპონიმიკური ცენტრი, არნ. ჩიქობავას სახელობის [[ენათმეცნიერების ინსტიტუტი]], [[ჯავახიშვილი ივანე|ი. ჯავახიშვილი]]ს სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი…), ისე [[საქართველო]]ს სხვადასხვა სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებაში (ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, [[გორი]], თელავი…) რეგიონული ტოპონიმიკის საკითხებზე ქვეყნდება სპეციალური მონოგრაფიები, [[ლექსიკონი|ლექსიკონები]]; მომზადდა და წარმატებით იქნა დაცული სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაციები.
 +
 
 +
''. ბედოშვილი''
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II]]  
+
[[ქართული ენა: ენციკლოპედია]]  
[[კატეგორია:ტოპონიმიკა]]
+
[[კატეგორია:ონომასტიკა]]
 
[[კატეგორია:დისციპლინები]]
 
[[კატეგორია:დისციპლინები]]
[[კატეგორია:ლექსიკოლოგია]]
 

მიმდინარე ცვლილება 01:37, 27 მაისი 2024 მდგომარეობით

ტოპონიმიკაონომასტიკის დარგი. რომელიც შეისწავლის გეოგრაფიულ სახელწოდებათა სტრუქტურას, განსაზღვრავს მათ წარმომავლობასა და ენობრივ კუთვნილებას, აგრეთვე, მათ სემანტიკასა და ეტიმოლოგიას. ტოპონიმების მეცნიერული შესწავლა გულისხმობს გეოგრაფიული ნომენკლატურის მყარი ენობრივი სისტემის შიგნით ისტორიული და გვიანდელი ხანის წარმონაქმნ ერთეულთა გამოვლენას, მათი გავრცელების არეალის დადგენას. ტოპონიმებში, როგორც ენის განვითარების ამსახველ ერთეულებში, შემონახულია არქაული, აგრეთვე, დიალექტური ლექსიკა, კილოთა სუბსტრატის კვალი. ტოპონიმთა ენათმეცნიერული ანალიზის გზით სპეციალისტებს შეუძლიათ ზუსტად გაარკვიონ ამა თუ იმ ეთნოსის თავდაპირველი საცხოვრისი ან მისი შიდა თუ გარე მიგრაციების მიმართულება და ახალი სამოსახლოზე დაფუძნება. ამ მხრივ ტოპონიმიკური კვლევა-ძიება ფასდაუდებელ სამსახურს უწევს მომიჯნავე სამეცნიერო დისციპლინებს: ისტორიულ გეოგრაფიას, ეთნოგრაფიას, მხარეთმცოდნეობას, არქეოლოგიას.…

საქართველოში ტოპონიმიკა მეცნიერების დარგად საკმაოდ გვიან, XX ს. II ნახ. ჩამოყალიბდა. მართალია, ჯერ კიდევ XVIII ს-ში არსებობდა ვახუშტი ბაგრატიონის აღწერილობითი ხასიათის ნაშრომი „საქართველოს გეოგრაფიული აღწერა“, მაგრამ მას მაინც ვერ მივიჩნევთ ტოპონიმიკის საფუძვლად, თუმცა უდავოა, რომ ვახუშტის „აღწერამ“ ბიძგი მისცა ჩვენში გეოგრაფიულ სახელწოდებათა კვლევა-ძიების აღმავლობას და შემდგომ მის სამეცნიერო დისციპლინად ჩამოყალიბებას.

ნებისმიერი ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალ-ეკონომიკურ ყოფა-ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფოსტა-ტელეგრაფი, სამისამართო ბიუროები, საექსკურსიო-ტურისტული მარშრუტები და სათანადო გზამკვლევები, ავიამომსახურება, სარკინიგზო და სხვა სატრანსპორტო-საკომუნიკაციო სამსახურები…წარმოუდგენელია მათი გამართული ფუნქციონირება ტოპონიმიკურ ერთეულთა ზედმიწევნით ზუსტი გამოყენების გარეშე. ძალზე მნიშვნელოვანია ტოპონიმიკის სპეციალისტთა მიერ ტოპონიმთა ბუნებრივი და ხელოვნური ცვლილებების (ქალაქის ქუჩებისა თუ დაბა-სოფლებისათვის სახელების გადარქმევა, ტოპონიმთა ნორმატიულ-ორთოგრაფიული სახის დადგენა; უცხოური სახელების გადმოღება, ტრანსლიტერაციის წესების დადგენა და მისთ.) ზუსტი რეგულირება. ამის გათვალისწინებით ტოპონიმიკა გეოგრაფიულ სახელებს აღნუსხავს და შეისწავლის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკულ-გამოყენებითი თვალსაზრისითაც.

სადღეისოდ ტოპონიმიკური კვლევა-ძიება ჩვენში ფართოდ არის გაშლილი როგორც თბილისში (თსუ ტოპონიმიკური ცენტრი, არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი…), ისე საქართველოს სხვადასხვა სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებაში (ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, გორი, თელავი…) რეგიონული ტოპონიმიკის საკითხებზე ქვეყნდება სპეციალური მონოგრაფიები, ლექსიკონები; მომზადდა და წარმატებით იქნა დაცული სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაციები.

გ. ბედოშვილი

[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები