მრავალნაყოფა ღვია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 01:56, 27 მაისი 2024 მდგომარეობით

მრავალნაყოფა ღვია

მრავალნაყოფა ღვია - (Juniperus polycarpos K. Koch); ოჯახი: კვიპაროსისებრნი (Cupressaceae). ძირითადად, პატარა ზომის ხეა, 6-12 მ სიმაღლის. ვარჯი ხშირია, პირამიდული ან ცილინდრული. ქერქი მოწითალო რუხია. წიწვები ღია მწვანე ფერისაა, პატარა ზომის, მჭიდროდაა ყლორტებზე კრამიტისებურად განლაგებული, მოყვანილობით კვერცხისებურია ან რომბული. ზურგის მხარეზე ფისოვანი ჯირკვლებით ხასიათდება. მამრობითი გირჩები კვერცხისებურია, მდედრობითი – სფეროსებური ყვ. ნაყ. IV-V. იზრდება მშრალ, ქვიან ფერდობებზე, ვაშლოვანისა და სხვა სემიარიდული ეკოსისტემების ნათელი ტყეების შემადგენელი ნაწილია. შესულია საქართველოს წითელ წიგნში, როგორც მოწყვლადი სახეობა.



[რედაქტირება] წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები