კოპალეიშვილი ილია
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:KopaleiSvili ilia.jpg|thumb|'''ილია კოპალეიშვილი''']] | [[ფაილი:KopaleiSvili ilia.jpg|thumb|'''ილია კოპალეიშვილი''']] | ||
| − | '''კოპალეიშვილი ილია ივანეს ძე''' ''(დ. - 1865, სოფ. ეწერა, ქუთაისის მაზ. — გ. - 1924, სამტრედია)'' - სოციალ-დემოკრატი („[[ახალი სხივი (გაზეთი)|ახალი სხივი]]ს“ ჯგუფი). [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრები]]ს წევრი. | + | '''კოპალეიშვილი ილია ივანეს ძე''' ''(დ. - 1865, სოფ. ეწერა, ქუთაისის მაზ. — გ. - 1924, [[სამტრედია]])'' - სოციალ-დემოკრატი („[[ახალი სხივი (გაზეთი)|ახალი სხივი]]ს“ ჯგუფი). [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრები]]ს წევრი. |
====ბიოგრაფია==== | ====ბიოგრაფია==== | ||
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია საბჭოთა რუსეთის მიერ|საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის]] შემდეგ დარჩა [[საქართველო|საქართველოში]]. ცხოვრობდა მშობლიურ სოფელში, აქტიურად იყო ჩართული ანტისაბჭოთა საქმიანობაში. [[1924 წლის აგვისტოს აჯანყება|1924 წლის აგვისტოს აჯანყების]] შემდეგ, (მიუხედავად იმისა რომ თავად არ მონაწილეობდა აჯანყებაში) დახვრიტეს სამტრედიაში. | [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია საბჭოთა რუსეთის მიერ|საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის]] შემდეგ დარჩა [[საქართველო|საქართველოში]]. ცხოვრობდა მშობლიურ სოფელში, აქტიურად იყო ჩართული ანტისაბჭოთა საქმიანობაში. [[1924 წლის აგვისტოს აჯანყება|1924 წლის აგვისტოს აჯანყების]] შემდეგ, (მიუხედავად იმისა რომ თავად არ მონაწილეობდა აჯანყებაში) დახვრიტეს სამტრედიაში. | ||
| − | + | '''''ირაკლი ირემაძე''''' | |
==ლიტერატურა== | ==ლიტერატურა== | ||
| ხაზი 28: | ხაზი 28: | ||
[[კატეგორია:ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები]] | [[კატეგორია:ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი პოლიტიკოსები]] | [[კატეგორია:ქართველი პოლიტიკოსები]] | ||
| + | [[კატეგორია:1919-1921 წლების საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 23:48, 27 მაისი 2024 მდგომარეობით
კოპალეიშვილი ილია ივანეს ძე (დ. - 1865, სოფ. ეწერა, ქუთაისის მაზ. — გ. - 1924, სამტრედია) - სოციალ-დემოკრატი („ახალი სხივის“ ჯგუფი). საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.
სარჩევი |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
დაიბადა გლეხის ოჯახში, დაამთავრა პირველადი სასწავლებელი. ახალგაზრდობიდანვე ჩართული იყო მუშათა მოძრაობებში, თავდაპირველად თბილისში კავკასიის რკინიგზის მთავარი სახელოსნოს მუშათა წრეში საქმიანობდა. 1898 წლიდან იყო სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის წევრი, შემდგომში - რსდმპ-ის მენშევიკური ფრაქციის აქტიური წევრი. 1903 წლიდან იყო პარტიის ბათუმის კომიტეტის წევრი. პოლიტიკური საქმიანობის გამო არაერთხელ დააპატიმრეს. წლების განმავლობაში იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი.
დამოუკიდებლობის პერიოდში ეწეოდა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას სამტრედიის რაიონში და რკინიგზის მუშებს შორის. 1919 წლის თებერვალში სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის სიით არჩეულ იქნა დამფუძნებელი კრების წევრად. კრებაში საქმიანობდა შრომის, აგრარული და თვითმმართველობის მიმართულებით. 1920 წლიდან სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში გაჩენილი შიდაოპოზიციის გაზეთ „ახალი სხივის“ ჯგუფის წევრი იყო. „სხიველებთან“ ერთად მოითხოვდა პარტიისა და სამთავრობო თანამდებობების შეუთავსებლობის საკითხის მოგვარებას. შიდა ოპოზიციურ ჯგუფსა და პარტიის ძირითად ხაზს შორის დაპირისპირებამ პიკს 1920 წლიის ბოლოს მიაღწია, 1921 წლის თებერვალში კი დამფუძნებელ კრებაში დამოუკიდებელ სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციად ჩამოყალიბდა.
საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. ცხოვრობდა მშობლიურ სოფელში, აქტიურად იყო ჩართული ანტისაბჭოთა საქმიანობაში. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების შემდეგ, (მიუხედავად იმისა რომ თავად არ მონაწილეობდა აჯანყებაში) დახვრიტეს სამტრედიაში.
ირაკლი ირემაძე
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, 2016;
- სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 108;
- გაზ. „ახალი სხივი“, 1921, №7;
[რედაქტირება] იხილე აგრეთვე
[რედაქტირება] წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი