ნიკურაძე ალექსანდრე
(→იხილე აგრეთვე) |
|||
| (2 მომხმარებლების 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ნიკურაძე ალექსანდრე ილიას ძე''' - (10.X.1900, სამტრედია - 13.VI.1981, მიუნხენი, გფრ) - [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს ერთ-ერთი | + | [[ფაილი:Aleqsandre nikuradze.jpg|thumb|'''ალექსანდრე ნიკურაძე''']] |
| − | პირველი სტუდენტი, ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი, გეოპოლიტიკოსი, ქართული ემიგრაციის ცნობილი წარმომადგენელი. | + | '''ნიკურაძე ალექსანდრე ილიას ძე''' - (10.X.1900, [[სამტრედია]] - 13.VI.1981, მიუნხენი, გფრ) - [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს ერთ-ერთი პირველი სტუდენტი, ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი, გეოპოლიტიკოსი, ქართული ემიგრაციის ცნობილი წარმომადგენელი. |
====ბიოგრაფია==== | ====ბიოგრაფია==== | ||
| − | დაიბადა რკინიგზის დეპოს უფროსის ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია (1917). 1918 სწავლა დაიწყო თბილისში ახლად გახსნილი ქართული | + | დაიბადა რკინიგზის დეპოს უფროსის ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია (1917). 1918 წელს სწავლა დაიწყო თბილისში ახლად გახსნილი [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|ქართული უნივერსიტეტის]] საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. [[პეტრე მელიქიშვილი]]ს რეკომენდაციითა და [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის]] ფინანსური თანადგომით, თავის უფროს ძმასთან, [[ივანე ნიკურაძე]]სთან, ერთად გაიგზავნა [[გერმანია|გერმანიაში]] სწავლის გასაგრძელებლად (1919). |
| − | უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. [[პეტრე მელიქიშვილი]]ს რეკომენდაციითა და [[ | + | |
| − | საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ მიიღო გერმანიის მოქალაქეობა. დაამთავრა მიუნხენის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი და იქვე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფიზიკის სპეციალობით (1928). მუშაობდა მყარი სხეულების ფიზიკისა და ენერგეტიკის დარგში. სწავლობდა ნაწილაკებს (იონებს, ელექტრონებს). მისი ნაშრომები იბეჭდებოდა გერმანიაში გამომავალ ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალებში. მათი | + | [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია საბჭოთა რუსეთის მიერ|საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის]] შემდეგ მიიღო [[გერმანია|გერმანიის]] მოქალაქეობა. დაამთავრა მიუნხენის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი და იქვე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფიზიკის სპეციალობით (1928). მუშაობდა მყარი სხეულების ფიზიკისა და ენერგეტიკის დარგში. სწავლობდა ნაწილაკებს (იონებს, ელექტრონებს). მისი ნაშრომები იბეჭდებოდა გერმანიაში გამომავალ ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალებში. მათი თანაავტორი ზოგჯერ იყო მისი უახლოესი მეგობარი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი [[რაჟდენ რუსიშვილი]]. გამოსცა ფუნდამენტური გამოკვლევა „თხევადი დიელექტრიკები“ (1934). მოღვაწეობდა მიუნხენის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელსა და ბერლინის უნივერსიტეტში ჯერ პრივატ-დოცენტის, ხოლო შემდეგ პროფესორის რანგში. ამის პარალელურად, ნაყოფიერად მუშაობდა გეოპოლიტიკის სფეროშიც. იზიარებდა გეოპოლიტიკის ფუძემდებლის, კარლ ჰაუსჰოფერის, შეხედულებებს. ზოგჯერ წერდა ფსევდონიმით: A. Sanders. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ქართული და სხვა კავკასიელი ერების [[ემიგრაცია|ემიგრაციის]] ცნობილ წარმომადგენლებთან. ხელმძღვანელობდა თავის მიერვე დაარსებულ კონტინენტური ევროპის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, რომელიც 1941-1944 წლებში ფუნქციონირებდა მიუნხენში, ხოლო 1944-1945 წლებში - შვარცენფელდში. |
| − | თანაავტორი ზოგჯერ იყო მისი უახლოესი მეგობარი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი რაჟდენ რუსიშვილი. გამოსცა ფუნდამენტური გამოკვლევა „თხევადი დიელექტრიკები“ (1934). მოღვაწეობდა მიუნხენის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელსა და ბერლინის უნივერსიტეტში ჯერ პრივატ-დოცენტის, ხოლო შემდეგ პროფესორის რანგში. ამის პარალელურად, ნაყოფიერად მუშაობდა გეოპოლიტიკის სფეროშიც. იზიარებდა გეოპოლიტიკის ფუძემდებლის, კარლ ჰაუსჰოფერის, შეხედულებებს. ზოგჯერ წერდა ფსევდონიმით: A. Sanders. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ქართული და სხვა კავკასიელი ერების [[ემიგრაცია|ემიგრაციის]] ცნობილ წარმომადგენლებთან. ხელმძღვანელობდა თავის მიერვე დაარსებულ კონტინენტური ევროპის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, რომელიც 1941-1944 წლებში ფუნქციონირებდა მიუნხენში, ხოლო 1944-1945 წლებში - შვარცენფელდში. | + | |
იყო გერმანიის მეშვეობით კავკასიის განთავისუფლების მთავარი იდეოლოგი, რომლის ძირითადი მიზანი იყო კავკასიური კონფედერაციის ჩამოყალიბება საქართველოს ჰეგემონიითა და გერმანიის პროტექტორატით. მისი ძალისხმევით დაღუპვას გადაურჩა გერმანელთა ტყვეობაში ჩავარდნილი ათასობით ქართველი, | იყო გერმანიის მეშვეობით კავკასიის განთავისუფლების მთავარი იდეოლოგი, რომლის ძირითადი მიზანი იყო კავკასიური კონფედერაციის ჩამოყალიბება საქართველოს ჰეგემონიითა და გერმანიის პროტექტორატით. მისი ძალისხმევით დაღუპვას გადაურჩა გერმანელთა ტყვეობაში ჩავარდნილი ათასობით ქართველი, | ||
ყოფილი საბჭოთა [[სამხედრო მოსამსახურე]]. თანამშრომლობდა გერმანიაში მოქმედ ქართულ ეროვნულ კომიტეტთან და ცალკეულ ემიგრანტულ ორგანიზაციებთან, ასევე პრესასთან, ძირითადად ჟურნალთან „ბედი ქართლისა“. [[შალვა მაღლაკელიძე]] იგონებდა, რომ ალ. ნიკურაძე წერდა „ისტორი ულ-პოლიტიკური ხასიათის ნაშრომებს, სადაც ის აზრი გაატარა, რომ გერმანელ ტევტონთა გავლენის სფერო ყირიმს აღწევდა და არავითარ შემთხვევაში საქართველოს... პატარა ტანის კაცი იყო, ლურჯი სათვალეებით... გიტარა ჰქონდა საქართველოდან წამოღებული და ჩვენებურ სიმღერებს მღეროდა“. მისი არქივი დაცულია კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. | ყოფილი საბჭოთა [[სამხედრო მოსამსახურე]]. თანამშრომლობდა გერმანიაში მოქმედ ქართულ ეროვნულ კომიტეტთან და ცალკეულ ემიგრანტულ ორგანიზაციებთან, ასევე პრესასთან, ძირითადად ჟურნალთან „ბედი ქართლისა“. [[შალვა მაღლაკელიძე]] იგონებდა, რომ ალ. ნიკურაძე წერდა „ისტორი ულ-პოლიტიკური ხასიათის ნაშრომებს, სადაც ის აზრი გაატარა, რომ გერმანელ ტევტონთა გავლენის სფერო ყირიმს აღწევდა და არავითარ შემთხვევაში საქართველოს... პატარა ტანის კაცი იყო, ლურჯი სათვალეებით... გიტარა ჰქონდა საქართველოდან წამოღებული და ჩვენებურ სიმღერებს მღეროდა“. მისი არქივი დაცულია კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. | ||
| − | + | ||
| + | '''''ნიკო ჯავახიშვილი''''' | ||
==თხზულებები== | ==თხზულებები== | ||
მიმდინარე ცვლილება 23:48, 27 მაისი 2024 მდგომარეობით
ნიკურაძე ალექსანდრე ილიას ძე - (10.X.1900, სამტრედია - 13.VI.1981, მიუნხენი, გფრ) - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი სტუდენტი, ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი, გეოპოლიტიკოსი, ქართული ემიგრაციის ცნობილი წარმომადგენელი.
სარჩევი |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
დაიბადა რკინიგზის დეპოს უფროსის ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია (1917). 1918 წელს სწავლა დაიწყო თბილისში ახლად გახსნილი ქართული უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. პეტრე მელიქიშვილის რეკომენდაციითა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ფინანსური თანადგომით, თავის უფროს ძმასთან, ივანე ნიკურაძესთან, ერთად გაიგზავნა გერმანიაში სწავლის გასაგრძელებლად (1919).
საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ მიიღო გერმანიის მოქალაქეობა. დაამთავრა მიუნხენის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი და იქვე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფიზიკის სპეციალობით (1928). მუშაობდა მყარი სხეულების ფიზიკისა და ენერგეტიკის დარგში. სწავლობდა ნაწილაკებს (იონებს, ელექტრონებს). მისი ნაშრომები იბეჭდებოდა გერმანიაში გამომავალ ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალებში. მათი თანაავტორი ზოგჯერ იყო მისი უახლოესი მეგობარი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი რაჟდენ რუსიშვილი. გამოსცა ფუნდამენტური გამოკვლევა „თხევადი დიელექტრიკები“ (1934). მოღვაწეობდა მიუნხენის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელსა და ბერლინის უნივერსიტეტში ჯერ პრივატ-დოცენტის, ხოლო შემდეგ პროფესორის რანგში. ამის პარალელურად, ნაყოფიერად მუშაობდა გეოპოლიტიკის სფეროშიც. იზიარებდა გეოპოლიტიკის ფუძემდებლის, კარლ ჰაუსჰოფერის, შეხედულებებს. ზოგჯერ წერდა ფსევდონიმით: A. Sanders. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ქართული და სხვა კავკასიელი ერების ემიგრაციის ცნობილ წარმომადგენლებთან. ხელმძღვანელობდა თავის მიერვე დაარსებულ კონტინენტური ევროპის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, რომელიც 1941-1944 წლებში ფუნქციონირებდა მიუნხენში, ხოლო 1944-1945 წლებში - შვარცენფელდში.
იყო გერმანიის მეშვეობით კავკასიის განთავისუფლების მთავარი იდეოლოგი, რომლის ძირითადი მიზანი იყო კავკასიური კონფედერაციის ჩამოყალიბება საქართველოს ჰეგემონიითა და გერმანიის პროტექტორატით. მისი ძალისხმევით დაღუპვას გადაურჩა გერმანელთა ტყვეობაში ჩავარდნილი ათასობით ქართველი, ყოფილი საბჭოთა სამხედრო მოსამსახურე. თანამშრომლობდა გერმანიაში მოქმედ ქართულ ეროვნულ კომიტეტთან და ცალკეულ ემიგრანტულ ორგანიზაციებთან, ასევე პრესასთან, ძირითადად ჟურნალთან „ბედი ქართლისა“. შალვა მაღლაკელიძე იგონებდა, რომ ალ. ნიკურაძე წერდა „ისტორი ულ-პოლიტიკური ხასიათის ნაშრომებს, სადაც ის აზრი გაატარა, რომ გერმანელ ტევტონთა გავლენის სფერო ყირიმს აღწევდა და არავითარ შემთხვევაში საქართველოს... პატარა ტანის კაცი იყო, ლურჯი სათვალეებით... გიტარა ჰქონდა საქართველოდან წამოღებული და ჩვენებურ სიმღერებს მღეროდა“. მისი არქივი დაცულია კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
ნიკო ჯავახიშვილი
[რედაქტირება] თხზულებები
- Untersuchungen über SpiItzenentladungen in Transformatorenölen. Berlin: J. Springer, 1928;
- Das flüssige Dielektrikum (isolierende FlüssigkeIten). Berlin: J. SprIinger, 1934;
- Um dIe Gestaltung Europas. München, Hoheneichen-Verlag, 1938;
- Um das Erbe Großbritanniens. München, 1941;
- Kaukasien. München, 1942;
- Osteuropa in kontinentaleuropaeischer Schau, München, 1942 (ჰოლანდიური ვერსია - Oost-Europa van uit kontinentaal Europeesch gezichtspunt. Amsterdam: Westland, 1943);
- Um das Erbe Großbritanniens. Zur Wandlung der politischen Struktur der Übersee. München, 1942;
- DIe Stunden der Entscheidung, München, 1943 (მიძღვნილი ა. როზენბერგის 50 წლისთავისადმი);
- Das Zweistoffsystem Gas-Metall. München: Oldenbourg, 1950;
- Vom Traum zur Tat. Wiesbaden: Dieterich, 1951;
- Naturwissenschaft und Technik im Leben der Völker. München: Oldenbourg, 1952;
- Zur Frage der Europa-Forschung. München: Oldenbourg, 1955 (ფრანგული ვერსია - ObjectIfs et méthodes des études européennes. Paris: Union
- fédéraliste InteruniversitaIre, 1956);
- Energieabsorption von Atomkernstrahlen in organischen Stoffen und durchsie hervorgerufene Reaktionsprozesse. Köln: Westdt. Verl., 1958.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- გ. შარაძე, უცხოეთის ცის ქვეშ, ტ. I, თბ., 1991;
- რ. დაუშვილი, ძმები ნიკურაძეები, გაზ. „PrIme TIme”, თბ., 17. IV. 2011;
- შ. მაღლაკელიძე, მოგონებები, მასალები გამოსაცემად მოამზადა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო ვ. რცხილაძემ, თბ., 2012;
- Н. Джавахишвили, Очерки истории грузино-балтийских взаимоотношений, Рига, 2015.
[რედაქტირება] წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი