ჩინგიზ-ყაენი
(→წყარო) |
|||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 16: | ხაზი 16: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:მონღოლი ყაენები]] |
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ჩინგიზიდები]] |
| − | + | [[კატეგორია:მონღოლეთის იმპერიის მმართველები]] | |
| − | [[კატეგორია: | + | |
15:37, 1 ივნისი 2024-ის ვერსია
ჩინგიზ-ყაენი, ჩინგიზ-ხანი (საკუთარი სახელი – თემუჩინი დაახლოებით 1155–1227), მონღოლი ყაენი და მხედართმთავარი. გააერთიანა მომთაბარე ტომები და შექმნა იმპერია. 1206 წელს მონღოლთა გვაროვნული და ფეოდალური ზედაფენის ყრილობაზე აირჩიეს სრულიად მონღოლეთის ხანად და ეწოდა ჩინგიზი (დიდი ყაენი).
მის მიერ ჩამოყალიბებული ცხენოსანი ლაშქარი აერთიანებდა ყველა ბრძოლისუნარიან მამაკაცს და გამოირჩეოდა მაღალი დისციპლინითა და მოძრაობის უნარით. ორგანიზაცია ათეულებით სისტემაზე იყო დამყარებული (ათეული–ასეული–ათასეული–ათიათასეული).
1207 წელს ჩინგიზ-ყაენმა დაიმორჩილა სამხრეთ ციმბირი, 1211–15 – ჩრდილოეთ ჩინეთი, ხელთ იგდო დიდი ალაფი და ჩინური საალყო ტექნიკით გააძლიერა თავისი ლაშქარი.
1219–21 წლებში ჩინგიზ-ყაენის ჯარებმა დაანგრიეს და დაიპყრეს ხვარაზმშაჰთა სახელმწიფო შუა აზიაში, 1220–23 წლებში დალაშქრეს ჩრდილო ირანი, კავკასია (1221 წელს დაამარცხეს ქართული ლაშქარი), აღმოსავლეთ ევროპის ველები (1223 წელს დაამარცხეს რუსებისა და ყივჩაყების გაერთიანებული ძალები).
მონღოლთა ლაშქრობებს თან სდევდა დაპყრობილი ქვეყნების აოხრება და მათი მოსახლეობის აწიოკება-განადგურება. ჩინგიზ-ყაენის მიერ შუა აზიის ამორჩილებით დასრულდა მონღოლთა დაპყრობების I ეტაპი (მონღოლთა დაპყრობები).
სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ჩინგიზ-ყაენმა დაპყრობილი მიწები თავის შვილებს დაუნაწილა.