ნეთანიაჰუ ბენიამინ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ბენიამინ ნეთანიაჰუ '''ბენიამინ ნეთანი...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნეთანიაჰუ ბენიამინ“ გადაიტანა გვერდზე „ბენიამინ ნეთანიაჰუ“)

20:58, 2 ივნისი 2024-ის ვერსია

ბენიამინ ნეთანიაჰუ

ბენიამინ ნეთანიაჰუ – (დ.1949). ისრაელის ცენტრისტელ-ნაციონალისტური პარტიის (ლიკუდის) ლიდერი, ისრაელის სასელმწიფოს პრემიერ-მინისტრი.

დაამთავრა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი. მისი თაოსნობით დაარსდა ჯონათანის ინსტიტუტი, რომლის ძირითადი საქმიანობაა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გზების ძიება. ნეთანიაჰუ იყო ამ ინსტიტუტს დირექტორი 1984-86, ამჟამად კი მისი აღმასრულებელი კომიტეტის წევრია. ნეთანიაჰუ იყო ისრაელის პირველი დელეგაციის წეერი აშშ-ისრაელის სტრატეგიელ მოლაპარაკებებზე 1984, ისრაელის დელეგაციის წევრი მადრიდის სამშვიდობო კონფერენციაზე 1991; ისრაელის დელეგაციის წევრი ორმხრივ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ვაშინგტონში 1991-92. ისრაელის სახელმწიფოს ლიდერის პოსტამდე ნეთანიაჰუ იყო ვაშინგტონში ისრაელის საელჩოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე 1982-84; ისრაელის ელჩი გაეროში 1984-88; ისრაელის ჰარლამენტის (ქნესეთის) წევრი 1988; საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე 1988-91; პრემიერ-მინისტრის მოადგილე 1991-92; საგარეო საქმეთა ღა უმიშროების საპარლამენტო კომიტეტის წვერი, ასევე კონსტიტუციის, კანონისა და სამართლის საპარლამენტო კომიტეტის წევრი 1992-96. 1996-99 და 2009-დან ნეთანიაჰუ ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრია. 1999 წლის 22-23 მარტს ნეთანიაჰუ სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში.

წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები