ნეტუნის შეთანხმება 1925
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნეტუნის შეთანხმება 1925“ გადაიტანა გვერდზე „ნეტუნის კონვენცია“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნეტუნის კონვენცია“ გადაიტანა გვერდზე „ნეტუნის შეთანხმება 1925“ ...) |
15:32, 3 ივნისი 2024-ის ვერსია
ნეტუნის შეთანხმება 1925, (ნეტუნის კონვენცია) − ხელი მოაწერეს, ერთი მხრივ, ფაშისტურმა იტალიამ და, მეორე მხრივ, სერბთა, ხორვატთა და სლოვენთა სამეფომ (1929-დან იუგოსლავია), 20.VII ნეტუნში (რომის სამხრეთ-დასავლეთით).
ნეტუნის შეთანხმება რომელიც წარმოადგენს იტალია-იუგოსლავიას შორის 1924 დადებული მეგობრობის შესახებ ხელშეკრულების დამატებას, მოიცავს 32 დოკუმენტს, არეგულირებს პოლიტიკურ-ეკონომიკურ ურთიერთობებს ორ სახელმწიფოს შორის და იტალიასა და მის ქვეშევრდომთ ანიჭებს მნიშვნელოვან უპირატესობას სვადასხვა სფეროებში. იუგოსლავიაში დაწყებულმა მასობრივმა საპროტესტო გამოსვლებმა შეთანხმების რატიფიცირება 3 წლით შეაჩერა. ნეტუნის შეთანხმება ანულირებულ იქნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იტალიასთან დადებული საზავო ხელშეკრულების საფუძველზე.