ნეში უოლტერ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნეში უოლტერ“ გადაიტანა გვერდზე „უოლტერ ნეში“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „უოლტერ ნეში“ გადაიტანა გვერდზე „ნეში უოლტერ“ გადამისამართება...) |
15:47, 3 ივნისი 2024-ის ვერსია
უოლტერ ნეში – (Walter Nash, 1882-1968), ახალი ზელანდიის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. დიპლომატი. 1919-დან – ლეიბორისტული მოძრაობის ერთ-ერთი ორგანიზატორი; 1929-დან – პარლამენტის დეპუტატი ლეიბორისტული პარტიიდან. 1935-30 იკავებდა სხვადასხვა თანამდებობებს ახალი ზელანდიის მთავრობაში; 1942-44 – ახალი ზელანდიის წარმომადგენელი აშშ-ში. არჩევნებში ლეიბორისტული პარტიის გამარჯვების შემდეგ, 1957 დააარსა ახალი ზელანდიის მთავრობა. ამავე დროს მას ეკავა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა. მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციებსა და თათბირებზე 1963-დან ოფიციალური მოწვევით იყო სსრკ-ში 1961-დან თავს ანებებს აქტიურ პოლიტიკურსა და დიპლომატიურ მოღვაწეობას.