ნიაზოვი საფარმურატ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''საფარმურატ ნიაზოვი''' – (1940-2006), თურქმენეთის პრეზიდენტი. დაამ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „საფარმურატ ნიაზოვი“ გადაიტანა გვერდზე „ნიაზოვი საფარმურატ“ გ...)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 16:18, 3 ივნისი 2024 მდგომარეობით

საფარმურატ ნიაზოვი – (1940-2006), თურქმენეთის პრეზიდენტი. დაამთავრა ლენინგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სპეციალობით ინჟინერ-ენერგეტიკოსი. მუშაობდა თურქმენეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის აპარატში. 1985 დანიშნეს თურქმენეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ, შემდეგ აირჩიეს თურქმენეთის კომპარტიის ცკ-ის პირველ მდივნად, 1990 – თურქმენეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. 1990 წლის 27.X არჩეულია დამოუკიდებელი თურქმენეთის პირველ პრეზიდენტად, პოსტი მას ეკავა 2006 წლის 21 დეკემბრამდე.

ნიაზოვი იყო მსოფლიოს თურქმენთა ასოციაციის დამაარსებელი და პრეზიდენტი (ასოციაცია აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ თურქმენებს). ასევე თურქმენეთის დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე. თურქმენეთის მეჯლისის (პარლამენტის) გადაწყვეტილებით ნიაზოვს ორჯერ მიენიჭა თურქმენეთის გმირის წოდება. იყო მრავალი სამეცნიერო, ფილოსოფიური ნაშრომის ავტორი. აირჩიეს თურქმენეთის, რუსეთისა და თურქეთის მეცნიერებათა აკადემიების საპატიო წევრად.


[რედაქტირება] წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები