ოკუმა სიგენობუ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ოკუმა სიგენობუ“ გადაიტანა გვერდზე „სიგენობუ ოკუმა“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სიგენობუ ოკუმა“ გადაიტანა გვერდზე „ოკუმა სიგენობუ“ გადამისამ...) |
14:51, 6 ივნისი 2024-ის ვერსია
სიგენობუ ოკუმა – (1838-1922), იაპონიის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. XIX ს-ის 70-იან წლებში სახელმწიფო აპარატში მნიშვნელოვანი პოსტები ეკავა: ორჯერ – 1885-86 და 1896-97 – ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხოლო 1914-16 – პრემიერ-მინისტრი. ისარგებლა პირველი მსოფლიო ომის დროს შექმნილი ხელსაყრელი ვითარებით და ჩინეთის მიმართ ექსპანსია გააძლიერა, 1914 წლის 23 აგვისტოს იაპონიამ ომი გამოუცხადა გერმანიას და მალე დაიპყრო ამ უკანასკნელის სამფლობელოები ჩინეთის პროვინცია შანდუნში. 1915 წლის მაისში ოკუმა სიგენობუს მთავრობამ ჩინეთის ხელისუფლება აიძულა, მიეღო იაპონიის მიერ წაყენებული მოთხოვნების უმრავლესობა. გადადგომის შემდეგ (1916 წლის ოქტომბერში) ჩამოშორდა აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას.