ოსტერმანი ანდრია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ოსტერმანი ანდრია“ გადაიტანა გვერდზე „ანდრია ოსტერმანი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ანდრია ოსტერმანი“ გადაიტანა გვერდზე „ოსტერმანი ანდრია“ გადამ...)

15:11, 10 ივნისი 2024-ის ვერსია

ანდრია ოსტერმანი – (ჰაინრიხ იოჰან ფრიდრიხ) (1686-1747), გრაფი, რუსეთის სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატი, გადმოსახლებული ვესტფალიიდან. 1703-დან რუსეთის სამსახურში მოღვაწეობდა. 1708 დაინიშნა საელჩო პრიკაზის თარჯიმნად, 1710 – მდივნად; 1718-19 – რუსეთის მეორე რწმუნებული ალანდის კონგრესზე. რუსეთში დაბრუნების შემდეგ დაინიშნა საგარეო საქმეთა კოლეგიის საიდუმლო მრჩევლად. 1721 აწარმოებდა მოლაპარაკებებს შვედეთთან და ხელი მოაწერა ნიშტადტის საზავო ხელშეკრულებას, რომელმაც დაასრულა ჩრდილოეთის ომი 1700-21, რუსეთისათვის ხელსაყრელი რუსეთ-ირანის ხელშეკრულების (1723) ხელმოწერის შემდეგ დაინიშნა საგარეო საქმეთა კოლეგიის ვიცე-პრეზიდენტად; 1725-41– ვიცე-კანცლერი. სასახლეში მომხდარი გადატრიალების (1741) შემდეგ, როცა ტახტზე ავიდა ელისაბედ პეტრეს ასული, ანდრია ოსტერმანი გადაასახლეს, სადაც გარდაიცვალა.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები