გუბაზ I

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''გუბაზ I''' – ეგრისის მეფე, მოღვაწეობდა V საუკუნის 50-60-იან წლებ...)
 
(წყარო)
ხაზი 6: ხაზი 6:
 
[[კატეგორია:საქართველოს ისტორია]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ისტორია]]
 
[[კატეგორია:დასავლეთ საქართველოს მეფეები]]
 
[[კატეგორია:დასავლეთ საქართველოს მეფეები]]
 +
[[კატეგორია:ეგრისის მეფეები]]

00:22, 11 ივნისი 2024-ის ვერსია

გუბაზ Iეგრისის მეფე, მოღვაწეობდა V საუკუნის 50-60-იან წლებში. იგი აუჯანყდა ბიზანტიის იმპერატორ მარკიანეს (450-458) და დახმარება სთხოვა ირანს, მაგრამ ირანელებმა უარი შეუთვალეს გუბაზს. ბიზანტიელებმა ჯარი გამოუგზავნეს ეგრისში და გუბაზი აიძულეს ტახტიდან გადამდგარიყო და მეფობა თავისი შვილისათვის წათესათვის დაეთმო. იმპერატორმა მარკიანემ მოსთხოვა გუბაზს კონსტანტინეპოლში ხლებოდა. ეგრისელმა მეფემ იმპერატორს ხელშეუხებლობის გარანტია მოსთხოვა და მისი მიღების შემდეგ ეწვია კონსტანტინეპოლს 465 წელს, როდესაც ბიზანტიის იმპერატორი უკვე ლეონ I იყო, გუბაზმა ბერძნები გააკვირვა თავისი ჩაცმულობით და მხლებლებით, იგი სპარსულად გამოწყობილიყო, ხოლო მცველები მიდიელთა წესზე ახლდნენ, მაგრამ გუბაზმა თავი დაიცვა მტკიცედ, მან მოხიბლა შემდგომში ბიზანტიელები თავისი მჭერმეტყველებით და ქრისტიანული ნიშნების ტარებით. ამის შემდეგ მას კეთილგანწყობით მოეპყრნენ და სამშობლოში გამოისტუმრეს.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები