განგება დარბაზობისა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Gangeba darbazobisa.JPG|thumb|150პქ|'''განგება დარბაზობისა''']]
 
[[ფაილი:Gangeba darbazobisa.JPG|thumb|150პქ|'''განგება დარბაზობისა''']]
'''განგება დარბაზობისა''' – ქართული სამართლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი. ჩვენამდე მოღწეული უძველესი ნუსხა XVI ს-ით (Ad-560), მეორე (S-352) XVII ს-ით თარიღდება. სათაურად აქვს „წესი და განგება დარბაზობისა, რომელი აღესრულების მცხეთას კურთხევასა მეფეთასა“. დოკუმენტში [[მირონი]]ს კურთხევისა და დარბაზობის წესია აღწერილი. დაწვრილებით არის განხილული მეფესთან დარბაზობის დროს [[ეპისკოპოსი|ეპისკოპოსთა]] და მამამთავართა დაჯდომის თანმიმდევრობა და წესი. თავად დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს წესი [[არჩილ მეფე|არჩილ მეფი]]ბრძანებით შეიქმნა მიქაელ [[ქართლი]]ს [[კათოლიკოსი]]ს მიერ.  
+
'''განგება დარბაზობისა''' – ქართული სამართლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი. ჩვენამდე მოღწეული უძველესი ნუსხა XVI ს-ით (Ad-560), მეორე (S-352) XVII ს-ით თარიღდება. სათაურად აქვს „წესი და განგება დარბაზობისა, რომელი აღესრულების მცხეთას კურთხევასა მეფეთასა“. დოკუმენტში [[მირონი]]ს კურთხევისა და დარბაზობის წესია აღწერილი. დაწვრილებით არის განხილული მეფესთან დარბაზობის დროს [[ეპისკოპოსი|ეპისკოპოსთა]] და მამამთავართა დაჯდომის თანმიმდევრობა და წესი. თავად დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს წესი [[არჩილ I|არჩილ]] მეფის ბრძანებით შეიქმნა მიქაელ [[ქართლი]]ს [[კათოლიკოსი]]ს მიერ.  
 
[[ფაილი:Gangeba darbazobisa1.JPG|150პქ|მარცხნივ]]
 
[[ფაილი:Gangeba darbazobisa1.JPG|150პქ|მარცხნივ]]
  

მიმდინარე ცვლილება 00:19, 13 ივნისი 2024 მდგომარეობით

განგება დარბაზობისა

განგება დარბაზობისა – ქართული სამართლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი. ჩვენამდე მოღწეული უძველესი ნუსხა XVI ს-ით (Ad-560), მეორე (S-352) XVII ს-ით თარიღდება. სათაურად აქვს „წესი და განგება დარბაზობისა, რომელი აღესრულების მცხეთას კურთხევასა მეფეთასა“. დოკუმენტში მირონის კურთხევისა და დარბაზობის წესია აღწერილი. დაწვრილებით არის განხილული მეფესთან დარბაზობის დროს ეპისკოპოსთა და მამამთავართა დაჯდომის თანმიმდევრობა და წესი. თავად დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს წესი არჩილ მეფის ბრძანებით შეიქმნა მიქაელ ქართლის კათოლიკოსის მიერ.

Gangeba darbazobisa1.JPG

ძეგლის პირველი გამომცემელი თ. ჟორდანია მიიჩნევდა, რომ აქ V ს-ში მოღვაწე არჩილ მეფე იგულისხმება.

ექვთიმე ღვთისკაცმა (თაყაიშვილი) ყურადღება იმ ფაქტს მიაქცია, რომ ტექსტში დასავლეთ საქართველოს ეპისკოპოსთაგან მხოლოდ ჭყონდიდელია მოხსენიებული და დოკუმენტი საქართველოს ორ სამეფოდ გაყოფის შემდეგ შექმნილად მიიჩნია. მისი აზრით, ეს წესი XV ს-ზე ადრინდელი არ უნდა ყოფილიყო. მეცნიერმა ისიც შენიშნა, რომ თუ „ხელმწიფის კარის გარიგებაში“ იშხნელი ერთ-ერთი პირველია ეპისკოპოსთა შორის, „განგება დარბაზობისაში“ მხოლოდ მე-10 ადგილზეა და ესეც ძეგლის – „ხელმწიფის კარის გარიგებაზე“ გვიან შექმნის დამადასტურებლად მიიჩნია.

ივ. ჯავახიშვილმა უპირველესად ის ფაქტი გაითვალისწინა, რომ საქართველოს ეკლესიამ მირონის კურთხევის უფლება IX ს-ში მიიღო. ამავე დროს ყურადღება მიაქცია ტექსტში ათაბაგის მოხსენიებას და რადგან ეს თანამდებობა საქართველოში XIII ს. დასაწყისში შემოღებულად მიაჩნდა, ჩათვალა, რომ „განგება დარბაზობისა“ XIII საუკუნეზე ადრინდრინდელი ვერ იქნებოდა. საბოლოოდ მეცნიერმა ივარაუდა, რომ შესაძლოა საქმე ყალბ ძეგლთანაც გვქონდეს და ის XV ს-ზე უწინარეს შედგენილი არ უნდა იყოს.

ი. დოლიძე თხზულებას XIII ს. II ნახახევრით ათარიღებდა და მიუთითებდა, რომ საუკუნეთა განმავლობაში საეპისკოპოსოების აღზევებასა და დაცემასთან, აგრეთვე სხვადასხვა სამოხელეო ინსტიტუტების შემოღებასთან ერთად ძეგლში შესაბამისი ცვლილებები შეჰქონდათ.

სავარაუდოდ, ძეგლი უკანასკნელად ერეკლე II-ისა და ანტონ I-ის დროს შესწორდა და დამტკიცდა.

მ. ბახტაძე


[რედაქტირება] წყაროები და ლიტერატურა

  • ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც. ტ. 2, თბ., 1965.
  • ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, თ. ჟორდანიას გამოც., წგ. 1, ტფ., 1892;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგ. 1., თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 6).

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები