გურამიშვილი დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გურამიშვილი დავით“ გადაიტანა გვერდზე „დავით გურამიშვილი“)
 
(2 მომხმარებლების 6 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''გურამიშვილი დავით''' – (1705 – 1792), ქართველი პოეტი.   დაიბადა [[მცხეთა|მცხეთის]] მახლობლად, [[საგურამო]]ს ზემოთ, გორისუბანში, თავად გიორგი გურამიშვილის ოჯახში. პოეტის დედა, მზევინარი, [[კახეთი|კახეთში]] ცნობილი თავადების, ვახვახიშვილთა ასული გურამიშვილთა წინაპრები ზევდგინიძეები იყვნენ (ისტორიულ წყაროებში XV საუკუნიდან მოიხსენიებიან), რომელთა ერთი შტო ქართლ-კახეთის საზღვარზე დასახლდა, წარმოშობით კი კახელი თავადები იყვნენ.
+
[[ფაილი:Davit guramishvili.PNG|მარჯვნივ|წარწერის ტექსტი]]
 +
'''გურამიშვილი დავით''' – (1705, გორისუბანი (ახლანდეკი სოფელი საგურამო) 21.07/01.08. 1792, . მირგოროდი, [[უკრაინა]]), პოეტი.  
  
დავითს სიჭაბუკე თავის მამულში, საგურამოში გაატარა. შემდეგ მისი ცხოვრება ტრაგიკულად წარიმართა. ფეოდალური შინააშლილობით დაუძლურებული [[საქართველო]], [[ირანი]]სა და [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის]] გამუდმებული ცილობის საგანი გახდა. ლეკთა თარეშს ბოლო არ უჩანდა. 1724 წელს მეფე ვახტანგ VI დახმარების სათხოვნელად დიდი ამალითურთ [[რაჭა|რაჭის]] გზით [[რუსეთი|რუსეთს]] გაემგზავრა. 1727 წელს დავითი ოცდაორი წლის ჭაბუკი იყო, როგორც ჩანს, ახლად დაქორწინებული. მისი მეუღლე, [[აზნაური|აზნაურ]] გარაყანიძეთა ოჯახიდან. საგურამოს რამდენიმე ათეული კილომეტრით
+
მისი წინაპრები საგურამოში მესხეთიდან გადასახლდნენ XV ს-ში. „მცხეთის გუჯარის“ მიხედვით, გურამ ზედგენიძეს მეფის წინაშე დამსახურებისთვის მიუღია მიწები ქართლ-კახეთის საზღვარზე, მდინარე არაგვის მარცხენა სანაპიროზე, თეძმის ხეობაში. თხუთმეტამდე სოფელს გურამის სამფლობელო – საგურამო ეწოდა. XVIII ს. დასაწყისში, დავითის დაბადების დროს, საგურამო [[კახეთი]]ს საზღვრებში შედიოდა, გურამიშვილები კახელ თავადიშვილებად იხსენიებოდნენ და კახეთის სამეფო კარზე მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავათ.
დაშორებულ სოფელ ლამისყანის მკვიდრი ყოფილა. [[ლეკიანობა|ლეკიანობის]] შიშით, გურამიშვილების ოჯახიც თავის მოყვრებს შეჰფარებია ლამისყანაში. მაგრამ ჩანს, რომ დაღესტნელი მოთარეშენი აქაც თავისუფლად აღწევდნენ. მკათათვის ერთ დღეს აქ დავითს ლეკები დასხმიან თავს. იმ დროისთვის გურამიშვილის მოყვრები გარაყანიძეებიც მკისათვის ემზადებოდნენ. მამითადისათვის თადარიგის დაჭერა დავითს დავალებია, რომელიც ორი კაცითურთ დილიდანვე შესდგომია სამზადისს. მდინარე ქსნის ჭალაზე, სადაც მდებარეობდა გარაყანიძეების ყანა-მამული, ახლაც მოჩქეფს ანკარა წყარო. მუშახელის მოლოდინში
+
დავითს იარაღი აუხსნია, იქვე მუხის ძირას მიუყუდებია და პირის საბანად გასულა წყაროზე... ეს მოხდა 1728 (თუ 1729) წლის ივლისში, დავით გურამიშვილი ლეკებმა შეიპყრეს და დაღესტანში, სოფელ ოსოქოლოში ჩაიყვანეს. იგი ტყვეობიდან გაიპარა და თავი შეაფარა თერგის პირას მცხოვრებ რუს ახალმოსახლეებს. 1729 წელს სოლაღ-ასტრახანის გზით ჩავიდა მოსკოვში, სადაც ვახტანგ VI-მ მას ჯაბადარბაშის (იარაღის საწყობის უფროსის) თანამდებობა უბოძა. ვახტანგის გარშემო შემოკრებილ [[ქართველები|ქართველობასთან]] ერთად გურამიშვილი ინტენსიურ კულტურულ საქმიანობას ეწეოდა. ეს წლები მისთვის ნაყოფიერი გამოდგა. ფაქტობრივად აქედან იწყება გურამიშვილის ბიოგრაფია. ვახტანგის გარდაცვალების შემდეგ, 1737 წლიდან, სამშობლოში
+
დაბრუნების იმედგაწყვეტილმა ემიგრანტებმა რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღეს. 1738 წელს მათ შექმნეს ქართველ [[ჰუსარები|ჰუსართა]] ასეული, რომელიც შემდეგ [[პოლკი (ლეგიონი)|პოლკად]] გადაკეთდა და მამულები მიიღეს რუსეთის სხვადასხვა პროვინციასა და [[უკრაინა]]ში.
+
  
დავით გურამიშვილი 1738-1760 წლებში მონაწილეობდა ოსმალეთის, შვედეთის და პრუსიის წინააღმდეგ რუსეთის [[ლაშქრობა|ლაშქრობებში]], თავი ისახელა ერთგულებითა და სიმამაცით. პრუსიასთან [[შვიდწლიანი ომი 1756–63|შვიდწლიან ომში]] (1756-1763) დავით გურამიშვილი ტყვედ შეუპყრიათ და 1759 დეკემბრამდე მჯდარა მაგდებურგის ციხეში. 1760 წელს მას, პოდპორუჩიკის
+
დავითის მამამ, გიორგი შიოშის ძე გურამიშვილმა, ყრმა დავითი წესისამებრ გააძიძავა გლეხის ოჯახში, რომელიც პოეტს სიბერემდე ახსოვდა.
ჩინის მქონეს, თავი დაუნებებია [[სამხედრო სამსახური]]სათვის და თავის მეუღლესთან, ტატიანა ვასილის ასულ ავალიშვილთან ერთად, საბოლოოდ დამკვიდრებულა უკრაინაში, თავის მამულში, ქალაქ მირგოროდში, მას სოფელ ზუბოვკაშიც ჰქონია ადგილ-მამული. და სიცოცხლის დარჩენილი წლებიც უკრაინის იმ რეგიონში გაატარა.
+
[[ფაილი:DaviT guramiSvilis daviTiani (avtoportreti).JPG|thumb|მარცხნივ|'''<small>დავით გურამიშვილის „დავითიანი“ (ავტოპორტრეტი)</small>''']]
  
1787 წელს, როცა უკრაინაში (კერძოდ, კრემენჩუგში) პოტიომკის კარზე იმყოფებოდა საქართველოს ელჩიონი [[ერეკლე II]]-ის ვაჟის [[მირიან ბატონიშვილი]]ს მეთაურობით, გურამიშვილმა სასოებით გადასცა მას ერთადერთი პირმშო – როგორც მან უწოდა თავის ლექსების კრებულს. სწორედ ამ ბედნიერი შემთხვევის წყალობით გურამიშვილის „დავითიანმა” გაიკვლია გზა მშობლიური ქვეყნისაკენ.
+
გურამიშვილის სიჭაბუკის წლები [[საქართველო]]ს ისტორიის უმძიმეს პერიოდს დაემთხვა: ფეოდალთა შინააშლილობით დაუძლურებული ქვეყანა ვეღარ უმკლავდებოდა სპარსთა და თურქთა [[აგრესია]]ს, რასაც ლეკთა თარეში დაერთო. 1721 წ. პეტრე I-მა [[ვახტანგ VI]]-ს შესთავაზა, რომ ჩაბმულიყო [[ირანი]]ს წინააღმდეგ [[ომი|ომში]]. ვახტანგი განჯასთან მივიდა [[ლაშქარი|ლაშქრით]], მაგრამ [[რუსეთი|რუსეთმა]] [[ოპერაცია (სამხედრო ტერმინი)|სამხედრო ოპერაცია]] ჩაშალა. შაჰმა [[ქართლი]]ს ტახტი ჩამოართვა ვახტანგს და კახეთის გამაჰმადიანებულ მეფე კონსტანტინეს გადასცა. ვახტანგი და კონსტანტინე ერთმანეთს წაჰკიდეს „ავმა ენებმა“. სპარსთა და ლეკთა მხარდაჭერით კონსტანტინემ [[თბილისი]] აიღო. ვახტანგმა თურქებს უხმო და ახლა მათ ააოხრეს თბილისი და ქართლი. 1723 წ. [[ქართველები|ქართველობამ]] ძალა მოიკრიბა, თურქთა განდევნა სცადა და [[გორის ციხე]]ს გარს შემოერტყა. ატენთან [[ბრძოლა]]ში წარმატება მოიპოვეს, მაგრამ ღალატის გამო დამარცხდნენ. ამ [[ომი|ომში]] მონაწილეობდა ახალგ ზრდა დავითიც, რომელმაც მარცხის შემდგომ [[ლამისყანა]]ს შეაფარა თავი, რადგან საგურამო ლეკთაგან გადამწვარი და განადგურებული იყო (ლამისყანაში დავითს საცოლე ჰყავდა – გარაყანიძის ასული). 1728 წ. გურამიშვილი ლეკებმა დაატყვევეს და წაიყვანეს დაღესტანში, სოფელ ოსოქოლოში, ხაროში ჩააგდეს და გაყიდვა დაუპირეს. გურამიშვილმა გაქცევა სცადა, მაგრამ შეიპყრეს. მეორე გაქცევა იღბლიანი გამოდგა. 1729 წ. დავითი ასტრახანის გზით მოსკოვში ჩავიდა და ვახტანგ მეფის წინაშე წარდგა. მეფემ დავითს [[საბრძოლო იარაღი|იარაღი]]ს საწყობი ჩააბარა.  
  
დავით გურამიშვილი გარდაიცვალა 1792 წლის 25 ივნისს (ძველი სტილით) 87 წლის ასაკში. მოგვიანებით აღმოჩნდა მისი სამარე და საფლავის წარწერაც. პოეტის ნეშტი დაუკრძალავთ ქალაქ მირგოროდის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში. დავით გურამიშვილის პოეტურმა მემკვიდრეობამ სწორედ ზემოთხსენებული ერთადერთი ავტოგრაფიული კრებულის სახით მოაღწია
+
1734 წ. გურამიშვილი ვახტანგ მეფესთან ერთად ახლდა რუსეთის [[არმია]]ს ირანის წინააღმდეგ სალაშქროდ. შაჰმა დაიკავა შემახია და რუსეთი იძულებული გახდა უკან დაეხია. იმედგაცრუებული ვახტანგ მეფე ასტრახანში დარჩა, სადაც 1737 წ. გარდაიცვალა. უმეფოდ და უნუგეშოდ დარჩენილმა ქართველობამ რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღო და [[ჰუსარები|ჰუსართა]] [[ასეული (სამხედრო)|ასეული]] შეადგინა. სხვებთან ერთად გურამიშვილს მამული მისცეს უკრაინის ქ. მირგოროდსა და სოფელ ზუბოვკაში.  
ჩვენამდე. მისი პოეტური კრებული მრავალჯერაა გამოცემული საქართველოში.
+
[[ფაილი:DaviTiani - avtoris xelnaweri.JPG|thumb|'''<small>„დავითიანი“ - ავტორის ხელნაწერი</small>''']]
  
გურამიშვილმა პირველთაგანმა უკუაგდო „აღორძინების ხანაში“ უკვე გაცვეთილი „ყვავილოვანი“ პოეტური სტილი და სადა, ბუნებრივი მეტყველება გააბატონა, რითაც პრინციპულად დაუპირისპირდა აღმოსავლური პოეზიის შემოქმედებას. საგულისხმოა, რომ სასულიერო ჰიმნების დამუშავებისას მან მარტივი, სასაუბრო ენა გამოიყენა და ამით ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადა ისინი. „დავითიანი“ ქართულ პოეზიაში ე.წ. „ევროპეიზმის“ დამკვიდრების სათავეებთან დგას
+
1739 წ. გურამიშვილი მონაწილეობდა ყირიმის ომში თურქთა წინააღმდეგ, სადაც მან თავი ისახელა და თავდაპირველად [[კაპრალი]]ს, შემდეგ კვარტერმეისტერის, ბოლოს კი ვახმისტრის წოდება მიიღო.  
  
გურამიშვილის პოეტური კრებული მრავალჯერაა გამოცემული. პირველად იგი 1870 წელს დაიბეჭდა, ხოლო 1955 წელს გამოქვეყნდა აკადემიური გამოცემა.
+
1741-1742 წწ. გურამიშვილი  შვედების წინააღმდეგ იბრძოდა. 1758 წ. იგი კიესტრინის მიდამოებში პრუსიელებმა დაატყვევეს და მაგდებურგის ციხეში ჩასვეს. ერთი წლის შემდეგ ტყვეები გაცვალეს და დავითი სანქტ-პეტერბურგში ჩავიდა. ჯანმრთელობაშერყეული პოეტი [[სამხედრო სამსახური]]დან გათავისუფლდა და პოდპორუჩიკის ჩინით მირგოროდში დაბრუნდა. მამული აოხრებული დახვდა. მეორე მეუღლესთან, ტატიანა ავალიშვილთნ ერთად, მან სახლ-კარის აღდგენა შეძლო და მეურნეობას მიჰყო ხელი.  
  
::ზუბოვკიდამ მომავალმან ვნახე ერთი ქალი,
+
გურამიშვილი თავის მეორე სამშობლოში მამულზე ბევრს ზრუნავდა – სურდა გაეუმჯობესებინა საირიგაციო სისტემა და მოეწყო განახლებული [[წისქვილი|წისქვილები]], რისთვისაც საგულდაგულოდ შეისწავლა ეს დარგები და საგანგებო ნახაზებიც შექმნა. პოეტი ღამეებს სამშობლოზე ფიქრში ატარებდა და ბევრჯერ დასთენებია შემოქმედებით წვაში. „დავითიანი“ მან სამშობლოსა და ქართველ ერს მიუძღვნა და [[მირიან ბატონიშვილი|მირიან ბატონიშვილ]]ის ხელით გამოგზავნა [[საქართველო]]ში.
::მეტად ტურფა, შვენიერი, მაზე დამრჩა თვალი.
+
::შავ თვალ-წარბას, პირად თეთრსა ასხდა შავი ხალი,
+
::მისმან ეშხმან დაცამლეწა, შემიმუსრა ძვალი.
+
  
::ვკითხე: მზეო, სიდამ მოხვალ, ხარ სად წამავალი?
+
„დავითიანი“, მეცნიერთა აზრით, „ვეფხისტყაოსნის“ შემდეგ [[ქართული ენა|ქართულ ენაზე]] შექმნილი ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნია. გურამიშვილი  შთაგონებულია რუსთველის ლექსით, „ბრძენსა და რიტორს“ უწოდებს მის ავტორს, საუბრობს პოემაში იგავურად გამოთქმულ სულიერ საზრისზე და თავადაც გამომსახველობის ამ გზას ირჩევს.
::გეაჯები, მაცოდინე შენი გზა და კვალი;
+
[[ფაილი:DaviTiani - avtoris xelnaweri1.JPG|thumb|მარცხნივ|'''<small>„დავითიანი“ - ავტორის ხელნაწერი</small>''']]
::შენთვის გული ქვათ გარდმექცა, გახდა, ვით კლდე სალი.
+
::მასხი წყალი, დამიშრიტე, მე შენი მწვავს ალი.
+
  
::ხმა გამომცა, გაგულისდა, სიტყვა მითხრა ავი:
+
„დავითიანი“ შთაგონებულია [[დავით წინასწარმეტყველი]]ს პოეტური ქმნილებით. გურამიშვილმა, როგორც ფსალმუნთმგალობლის მოსახელემ, თავის თხზულებას „დავითიანი“ უწოდა. ამასთან, იგი მიიჩნევს, რომ ბიბლიური მეფე ქართველ [[ბაგრატიონები|ბაგრატიონ]] მეფეთა წინაპარი და მფარველი იყო, რაც უღრმესი სულიერი განცდით აქვს გადმოცემული.  
::„ავო კაცო, ვით გაბედე, შენ მე მთხოვე თავი?
+
::ბულბულთ ნაცვლად ვარდ-კოკობმან რად დაგისვა ყვავი!”
+
::მით ავსტირდი, ცრემლი ვღვარე ზღვათა შესართავი.
+
  
::ასე მითხრა: „ჩამომეხსენ, გამეცალე, მარი,
+
„დავითიანი“ თავისი კომპოზიციით [[ფსალმუნი|ფსალმუნთა]] ქარგაზეა აგებული. მეფსალმუნე დავითის მსგავსად, აქაც ბედისწერა გაიგივებულია ქვეყნისა და ერის ყოფასთან. „დავითიანი“ მოგვითხრობს ღმერთის მიწიერი ცხოვრების შობის, ქადაგებებისა და ჯვარცმის შესახებ. გარდამოხსნა-დატირების სურათებითა და საგოდებელი სტრიქონებით წარმოჩენილია [[ქრისტიანობა|ქრისტიანული]] [[რელიგია|რელიგიის]] მსოფლმხედველობა.
::არ მინდიხარ, არ მიყვარხარ, სხვა მყავს კარგი მყვარი, –
+
::შენგან თვალად უკეთესი, ვაჟი-კაცი, ქმარი”.
+
::რა ეს მესმა, ჯავრით ცხვირსა წამედინა ძმარი.
+
  
::მითხრა: „შენგნით ნუმცა მსმია სიტყვა მაგის მეტი”.
+
გურამიშვილი  არ არის მხოლოდ პოეტი. იგი თავისი დროის დიდი მემატიანეა. „ქართლის ჭირი“ კონკრეტული რეალობის, მეფეთა დიპლომატიური ურთიერთობებისა და საომარი ვითარების სრულ სურათს ხატავს. მეისტორიისა და ბრალმდებლის თვალით არის შეფასებული „ქვეყნის წახდენის მიზეზი“, რაც, გურამიშვილის აზრით, ქართველთა ხასიათსა და ბუნებას უკავშირდება. მისი, როგორც მემატიანის ღირსება „მართლის თქმის“ პრინციპია. ქართველთა მორალური გადაგვარება უმთავრეს ჭირად ესახებოდა პოეტს:
::აიღო და დამიშინა თავში დიდი კეტი.
+
::დავრეცრეცდი, გარდავიქეც, დამეხვია რეტი;
+
::შავებრალდი, თავს დამადგა, ვით ბნელს, ნათლის სვეტი.
+
  
::რა მოვბრუნდი, დაიხარა, ხელს მომკიდა ხელი;
+
„ავაზაკობა, ქურდობა, გზებზე დასხდომა გზირისა.<br />
::ამაყენა, ასე მითხრა: „რად შექნილხარ ხელი?”
+
ტყვეობა, მოკვლა, ტაცება ქვრივთა, ობოლთა, მწირისა“.
::მე მიუთხარ: შენთვის გავხდი ასე ჭკვაზე თხელი,
+
::შენ რომ მწუნობ, მით მედების გულსა ცეცხლი ცხელი!
+
  
::მერმე ტკბილად დამიყოვა, კიდეც გამიცინა;
+
ქართველთა უნდობლობა, შური და ამპარტავნება, სამთავროებს შორის შუღლი და ბრძოლა მტერს უადვილებდა ქვეყნის დაპყრობასა და აოხრებას. გურამიშვილი  „ქართლის ჭირს“ [[ცოდვა|ცოდვათა]] მომრავლების საზღაურად, ღვთის სასჯელად მიიჩნევს.
::ასე მითხრა: „აქ ნუ ვსხედვართ, გვნახოს არავინა.
+
[[ფაილი:DaviTiani - avtoris xelnaweri2.JPG|thumb|'''<small>„დავითიანი“ - ავტორის ხელნაწერი</small>''']]
::ახლა ავდგეთ, ჩვენ წავიდეთ თავთავისთვის შინა;
+
::კულავ სადმე ამოივლი, მე დაგხვდები წინა”.
+
  
::სად წავიდა, ვერა ვნახე ჩემი საყვარელი,
+
„დავითიანში“ გურამიშვილი  საგანგებოდ საუბრობს სწავლა-აღზრდის საკითხებზე, რადგან განათლება „ქართლის ჭირის“ განსაკურნებელ უპირველეს საშუალებად ესახება. ყრმათათვის სხვადასხვა პროფესიის შესახებ ახსნა-განმარტება და ცოდნის მნიშვნელობა პოეტს მრავალსახოვნად აქვს გადმოცემული.
::მან დამიგდო საიმედო სიტყვა სახარელი.
+
::მე მის მონას ნუმც ამხდია მისგან საფარველი!
+
::სად მიჭირდეს, მამეშველოს, სხვას აღარას ველი.
+
  
::დამპირდა, თქვა: «კიდევ მოვალ», აწ მე იმას ველი:
+
გურამიშვილმა სასულიერო პოეზიის გამომსახველობა გააღრმავა და ჰიმნოგრაფიის უმთავრესი თემა – ადამიანის უფალთან მიმართება – აღორძინების ეპოქისთვის ნიშანდობლივი მისტიკურ-ალეგორიული შინაარსით გაამდიდრა. ახალ სიმაღლეზე აიყვანა მეტაფორული და სიმბოლური აზროვნება.
::მისთვის ვსტირი, ცრემლითა მაქვს უბე, კალთა სველი.
+
::სიკვდილის დროს მე მის მეტი არავინ მყავს მშველი,
+
::მან გამიღოს სამყოფისა კარი შესასვლელი.
+
  
::იმ ჩემისა საყვარლისა სამსახური მსურსა,
+
გურამიშვილის მისტიკური ხილვა და ზეცისკენ მიმართული ღაღადი უმთავრესად სახარებისეული სახეებით არის ნაჩვენები.  
::აჰა, მისთვის გამიჯნურდა, გული მისთვის ხურსა.
+
::იმედი მაქვს, რასაცა ვსთხოვ, მომცემს, არა შურსა,
+
::უკვდავების წყალს მიბოძებს, ცხოვრებისა პურსა.
+
  
::ღვთისგან ვითხოვ, არ გამყაროს მე მის სიყვარულსა,
+
მის ჰიმნთა უმრავლესობა სრულიქმნება კონკრეტული სახეების განზოგადებით. ხშირად რეალურს სიმბოლური გააზრება ენაცვლება, რასაც მოულოდნელობის ეფექტი აქვს.
::სხვას უკეთესს ვის ვიშოვნი სილამაზით სრულსა?
+
::ჩემის სიყვარულისათვის სცემეს ხელშეკრულსა,
+
::სახით ვხედავ ჩემთვის მკვდარსა სისხლით გაბასრულსა.
+
  
::აწ შენ, ჩემო საყვარელო, იმყოფები სადა?
+
გურამიშვილის პოეზიის უმთავრესი წყარო მოგონებებია. კონკრეტული ბიოგრაფიული ეპიზოდები, რომელსაც სიცოცხლის მიმწუხრს სამშობლოდან შორს მყოფი გურამიშვილი შემოქმედებითად აცოცხლებს, ღვთისკენ სწრაფვისა და შემეცნების იმპულსად იქცევა. „დავითიანის“ მხატვრული სტილი ამ თვალსაზრისით „ფსალმუნს“ ედარება.
::ქვეყნად შენგან უკეთესი მე არავინ მყვანდა.
+
::ქვესკნელსა ვარ, ვერა გხედავ, მეგულვები ცადა;
+
::გეაჯები, ნუ გამწირავ, წამიყვანე მანდა!
+
  
 +
„დავითიანი“ საწუთროს რუსთველურად ემდურის. სიკვდილს „მჭლე კაცად“ ხატავს და ახალი პოეტური სამყაროს შექმნით მაღლდება დროსა და მიწიერებაზე.
 +
 +
„დავითიანის“ ერთ-ერთ ნაწილში – „სწავლა მოსწავლეთა“, საუბარია ცოდნის დაუფლების რთულ გზასა და სიძნელეებზე. ყრმათა „შოლტით ცემა“ და სისასტიკე არ არის მისი სათქმელი, პოეტი „დავითის მცნებას“, ბიბლიური მეფსალმუნის საღვთო გზას უსახავს ყმაწვილებს და შეაგონებს. გურამიშვილი ეფუძნება ქრისტიანული მწერლობის ფუნდამენტურ სწავლებას – „შეიცან თავი შენი“:
 +
 +
„ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო....“
 +
 +
„უხილავი საუნჯე“ საიდუმლოდ დაფარული ღვთიური სიბრძნეა. აფორიზმებადაა ქცეული გურამიშვილის გამონათქვამები: „ჯერ მწარე ჭამე, კვლავ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასა“ და „სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების“. ცოდნის მიღება გურამიშვილისთვის არის ტკივილიანი გზა, შეჭირვება და სიმწარე.
 +
 +
დიდაქტიკურ საკითხებზე მსჯელობისას გურამიშვილმა გამოიყენა არჩილ მეფის „საქართველოს ზნეობანი“.
 +
 +
„დავითიანის“ მეოთხე წიგნი, პოემა „მხიარული ზაფხული“, ანუ „ქაცვია მწყემსი“, ეძღვნება სიყვარულს. პოეტი მიწიერ ვნებათა სტიქიურ ძალასა და მძაფრ სასიყვარულო სცენებს ისევე აღწერს, როგორც ბიბლიური სოლომონის „ქებათა ქება“.
 +
 +
გურამიშვილის შემოქმედების წყარო [[ბიბლია]] და სასულიერო მწერლობაა. „დავითიანში“ ჩანს დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნთა, რუსთველის „ვეფხისტყაოსნის“, ფსევდო დიონისე არეოპაგელის შრომებისა და ანტიკური ფილოსოფიის კვალი.
 +
 +
დავით გურამიშვილი გარდაიცვალა 1792 წლის 25 ივნისს (ძველი სტილით) 87 წლის ასაკში. მოგვიანებით აღმოჩნდა მისი სამარე და საფლავის წარწერაც. პოეტის ნეშტი დაუკრძალავთ ქალაქ მირგოროდის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში.
 +
 +
''ლ. წერეთელი''
 +
 +
 +
==ლიტერატურა==
 +
* კეკელიძე კ., ბარამიძე ა., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია (V-XVIII სს.), თბ., 1969;
 +
* კუსრაშვილი რ., დ. გურამიშვილის ენა და დიალექტიკა, თბ., 2000;
 +
* მურღულია გ. ალიბეგაშვილი გ., მაღლაფერიძე ვ., საუბრები ქართულ ლიტერატურაზე, თბ., 1992;
 +
* ყუბანეიშვილი ს, დ. გურამიშვილი ქართველ ჰუსართა პოლკში, თბ., 1955;
 +
* ჩოხარიძე მ, დავით გურამიშვილის ცხოვრება და შემოქმედება, ბათუმი., 2007;
 +
* ცაიშვილი ს., დავით გურამიშვილი, თბ., 1985
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]]
+
[[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]]
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 
[[კატეგორია:გურამიშვილები]]
 
[[კატეგორია:გურამიშვილები]]
 +
[[კატეგორია:დავით გურამიშვილი]]

მიმდინარე ცვლილება 02:19, 16 ივნისი 2024 მდგომარეობით

წარწერის ტექსტი

გურამიშვილი დავით – (1705, გორისუბანი (ახლანდეკი სოფელი საგურამო) – 21.07/01.08. 1792, ქ. მირგოროდი, უკრაინა), პოეტი.

მისი წინაპრები საგურამოში მესხეთიდან გადასახლდნენ XV ს-ში. „მცხეთის გუჯარის“ მიხედვით, გურამ ზედგენიძეს მეფის წინაშე დამსახურებისთვის მიუღია მიწები ქართლ-კახეთის საზღვარზე, მდინარე არაგვის მარცხენა სანაპიროზე, თეძმის ხეობაში. თხუთმეტამდე სოფელს გურამის სამფლობელო – საგურამო ეწოდა. XVIII ს. დასაწყისში, დავითის დაბადების დროს, საგურამო კახეთის საზღვრებში შედიოდა, გურამიშვილები კახელ თავადიშვილებად იხსენიებოდნენ და კახეთის სამეფო კარზე მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავათ.

დავითის მამამ, გიორგი შიოშის ძე გურამიშვილმა, ყრმა დავითი წესისამებრ გააძიძავა გლეხის ოჯახში, რომელიც პოეტს სიბერემდე ახსოვდა.

დავით გურამიშვილის „დავითიანი“ (ავტოპორტრეტი)

გურამიშვილის სიჭაბუკის წლები საქართველოს ისტორიის უმძიმეს პერიოდს დაემთხვა: ფეოდალთა შინააშლილობით დაუძლურებული ქვეყანა ვეღარ უმკლავდებოდა სპარსთა და თურქთა აგრესიას, რასაც ლეკთა თარეში დაერთო. 1721 წ. პეტრე I-მა ვახტანგ VI-ს შესთავაზა, რომ ჩაბმულიყო ირანის წინააღმდეგ ომში. ვახტანგი განჯასთან მივიდა ლაშქრით, მაგრამ რუსეთმა სამხედრო ოპერაცია ჩაშალა. შაჰმა ქართლის ტახტი ჩამოართვა ვახტანგს და კახეთის გამაჰმადიანებულ მეფე კონსტანტინეს გადასცა. ვახტანგი და კონსტანტინე ერთმანეთს წაჰკიდეს „ავმა ენებმა“. სპარსთა და ლეკთა მხარდაჭერით კონსტანტინემ თბილისი აიღო. ვახტანგმა თურქებს უხმო და ახლა მათ ააოხრეს თბილისი და ქართლი. 1723 წ. ქართველობამ ძალა მოიკრიბა, თურქთა განდევნა სცადა და გორის ციხეს გარს შემოერტყა. ატენთან ბრძოლაში წარმატება მოიპოვეს, მაგრამ ღალატის გამო დამარცხდნენ. ამ ომში მონაწილეობდა ახალგ ზრდა დავითიც, რომელმაც მარცხის შემდგომ ლამისყანას შეაფარა თავი, რადგან საგურამო ლეკთაგან გადამწვარი და განადგურებული იყო (ლამისყანაში დავითს საცოლე ჰყავდა – გარაყანიძის ასული). 1728 წ. გურამიშვილი ლეკებმა დაატყვევეს და წაიყვანეს დაღესტანში, სოფელ ოსოქოლოში, ხაროში ჩააგდეს და გაყიდვა დაუპირეს. გურამიშვილმა გაქცევა სცადა, მაგრამ შეიპყრეს. მეორე გაქცევა იღბლიანი გამოდგა. 1729 წ. დავითი ასტრახანის გზით მოსკოვში ჩავიდა და ვახტანგ მეფის წინაშე წარდგა. მეფემ დავითს იარაღის საწყობი ჩააბარა.

1734 წ. გურამიშვილი ვახტანგ მეფესთან ერთად ახლდა რუსეთის არმიას ირანის წინააღმდეგ სალაშქროდ. შაჰმა დაიკავა შემახია და რუსეთი იძულებული გახდა უკან დაეხია. იმედგაცრუებული ვახტანგ მეფე ასტრახანში დარჩა, სადაც 1737 წ. გარდაიცვალა. უმეფოდ და უნუგეშოდ დარჩენილმა ქართველობამ რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღო და ჰუსართა ასეული შეადგინა. სხვებთან ერთად გურამიშვილს მამული მისცეს უკრაინის ქ. მირგოროდსა და სოფელ ზუბოვკაში.

„დავითიანი“ - ავტორის ხელნაწერი

1739 წ. გურამიშვილი მონაწილეობდა ყირიმის ომში თურქთა წინააღმდეგ, სადაც მან თავი ისახელა და თავდაპირველად კაპრალის, შემდეგ კვარტერმეისტერის, ბოლოს კი ვახმისტრის წოდება მიიღო.

1741-1742 წწ. გურამიშვილი შვედების წინააღმდეგ იბრძოდა. 1758 წ. იგი კიესტრინის მიდამოებში პრუსიელებმა დაატყვევეს და მაგდებურგის ციხეში ჩასვეს. ერთი წლის შემდეგ ტყვეები გაცვალეს და დავითი სანქტ-პეტერბურგში ჩავიდა. ჯანმრთელობაშერყეული პოეტი სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლდა და პოდპორუჩიკის ჩინით მირგოროდში დაბრუნდა. მამული აოხრებული დახვდა. მეორე მეუღლესთან, ტატიანა ავალიშვილთნ ერთად, მან სახლ-კარის აღდგენა შეძლო და მეურნეობას მიჰყო ხელი.

გურამიშვილი თავის მეორე სამშობლოში მამულზე ბევრს ზრუნავდა – სურდა გაეუმჯობესებინა საირიგაციო სისტემა და მოეწყო განახლებული წისქვილები, რისთვისაც საგულდაგულოდ შეისწავლა ეს დარგები და საგანგებო ნახაზებიც შექმნა. პოეტი ღამეებს სამშობლოზე ფიქრში ატარებდა და ბევრჯერ დასთენებია შემოქმედებით წვაში. „დავითიანი“ მან სამშობლოსა და ქართველ ერს მიუძღვნა და მირიან ბატონიშვილის ხელით გამოგზავნა საქართველოში.

„დავითიანი“, მეცნიერთა აზრით, „ვეფხისტყაოსნის“ შემდეგ ქართულ ენაზე შექმნილი ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნია. გურამიშვილი შთაგონებულია რუსთველის ლექსით, „ბრძენსა და რიტორს“ უწოდებს მის ავტორს, საუბრობს პოემაში იგავურად გამოთქმულ სულიერ საზრისზე და თავადაც გამომსახველობის ამ გზას ირჩევს.

„დავითიანი“ - ავტორის ხელნაწერი

„დავითიანი“ შთაგონებულია დავით წინასწარმეტყველის პოეტური ქმნილებით. გურამიშვილმა, როგორც ფსალმუნთმგალობლის მოსახელემ, თავის თხზულებას „დავითიანი“ უწოდა. ამასთან, იგი მიიჩნევს, რომ ბიბლიური მეფე ქართველ ბაგრატიონ მეფეთა წინაპარი და მფარველი იყო, რაც უღრმესი სულიერი განცდით აქვს გადმოცემული.

„დავითიანი“ თავისი კომპოზიციით ფსალმუნთა ქარგაზეა აგებული. მეფსალმუნე დავითის მსგავსად, აქაც ბედისწერა გაიგივებულია ქვეყნისა და ერის ყოფასთან. „დავითიანი“ მოგვითხრობს ღმერთის მიწიერი ცხოვრების – შობის, ქადაგებებისა და ჯვარცმის შესახებ. გარდამოხსნა-დატირების სურათებითა და საგოდებელი სტრიქონებით წარმოჩენილია ქრისტიანული რელიგიის მსოფლმხედველობა.

გურამიშვილი არ არის მხოლოდ პოეტი. იგი თავისი დროის დიდი მემატიანეა. „ქართლის ჭირი“ კონკრეტული რეალობის, მეფეთა დიპლომატიური ურთიერთობებისა და საომარი ვითარების სრულ სურათს ხატავს. მეისტორიისა და ბრალმდებლის თვალით არის შეფასებული „ქვეყნის წახდენის მიზეზი“, რაც, გურამიშვილის აზრით, ქართველთა ხასიათსა და ბუნებას უკავშირდება. მისი, როგორც მემატიანის ღირსება „მართლის თქმის“ პრინციპია. ქართველთა მორალური გადაგვარება უმთავრეს ჭირად ესახებოდა პოეტს:

„ავაზაკობა, ქურდობა, გზებზე დასხდომა გზირისა.
ტყვეობა, მოკვლა, ტაცება ქვრივთა, ობოლთა, მწირისა“.

ქართველთა უნდობლობა, შური და ამპარტავნება, სამთავროებს შორის შუღლი და ბრძოლა მტერს უადვილებდა ქვეყნის დაპყრობასა და აოხრებას. გურამიშვილი „ქართლის ჭირს“ ცოდვათა მომრავლების საზღაურად, ღვთის სასჯელად მიიჩნევს.

„დავითიანი“ - ავტორის ხელნაწერი

„დავითიანში“ გურამიშვილი საგანგებოდ საუბრობს სწავლა-აღზრდის საკითხებზე, რადგან განათლება „ქართლის ჭირის“ განსაკურნებელ უპირველეს საშუალებად ესახება. ყრმათათვის სხვადასხვა პროფესიის შესახებ ახსნა-განმარტება და ცოდნის მნიშვნელობა პოეტს მრავალსახოვნად აქვს გადმოცემული.

გურამიშვილმა სასულიერო პოეზიის გამომსახველობა გააღრმავა და ჰიმნოგრაფიის უმთავრესი თემა – ადამიანის უფალთან მიმართება – აღორძინების ეპოქისთვის ნიშანდობლივი მისტიკურ-ალეგორიული შინაარსით გაამდიდრა. ახალ სიმაღლეზე აიყვანა მეტაფორული და სიმბოლური აზროვნება.

გურამიშვილის მისტიკური ხილვა და ზეცისკენ მიმართული ღაღადი უმთავრესად სახარებისეული სახეებით არის ნაჩვენები.

მის ჰიმნთა უმრავლესობა სრულიქმნება კონკრეტული სახეების განზოგადებით. ხშირად რეალურს სიმბოლური გააზრება ენაცვლება, რასაც მოულოდნელობის ეფექტი აქვს.

გურამიშვილის პოეზიის უმთავრესი წყარო მოგონებებია. კონკრეტული ბიოგრაფიული ეპიზოდები, რომელსაც სიცოცხლის მიმწუხრს სამშობლოდან შორს მყოფი გურამიშვილი შემოქმედებითად აცოცხლებს, ღვთისკენ სწრაფვისა და შემეცნების იმპულსად იქცევა. „დავითიანის“ მხატვრული სტილი ამ თვალსაზრისით „ფსალმუნს“ ედარება.

„დავითიანი“ საწუთროს რუსთველურად ემდურის. სიკვდილს „მჭლე კაცად“ ხატავს და ახალი პოეტური სამყაროს შექმნით მაღლდება დროსა და მიწიერებაზე.

„დავითიანის“ ერთ-ერთ ნაწილში – „სწავლა მოსწავლეთა“, საუბარია ცოდნის დაუფლების რთულ გზასა და სიძნელეებზე. ყრმათა „შოლტით ცემა“ და სისასტიკე არ არის მისი სათქმელი, პოეტი „დავითის მცნებას“, ბიბლიური მეფსალმუნის საღვთო გზას უსახავს ყმაწვილებს და შეაგონებს. გურამიშვილი ეფუძნება ქრისტიანული მწერლობის ფუნდამენტურ სწავლებას – „შეიცან თავი შენი“:

„ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო....“

„უხილავი საუნჯე“ საიდუმლოდ დაფარული ღვთიური სიბრძნეა. აფორიზმებადაა ქცეული გურამიშვილის გამონათქვამები: „ჯერ მწარე ჭამე, კვლავ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასა“ და „სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების“. ცოდნის მიღება გურამიშვილისთვის არის ტკივილიანი გზა, შეჭირვება და სიმწარე.

დიდაქტიკურ საკითხებზე მსჯელობისას გურამიშვილმა გამოიყენა არჩილ მეფის „საქართველოს ზნეობანი“.

„დავითიანის“ მეოთხე წიგნი, პოემა „მხიარული ზაფხული“, ანუ „ქაცვია მწყემსი“, ეძღვნება სიყვარულს. პოეტი მიწიერ ვნებათა სტიქიურ ძალასა და მძაფრ სასიყვარულო სცენებს ისევე აღწერს, როგორც ბიბლიური სოლომონის „ქებათა ქება“.

გურამიშვილის შემოქმედების წყარო ბიბლია და სასულიერო მწერლობაა. „დავითიანში“ ჩანს დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნთა, რუსთველის „ვეფხისტყაოსნის“, ფსევდო დიონისე არეოპაგელის შრომებისა და ანტიკური ფილოსოფიის კვალი.

დავით გურამიშვილი გარდაიცვალა 1792 წლის 25 ივნისს (ძველი სტილით) 87 წლის ასაკში. მოგვიანებით აღმოჩნდა მისი სამარე და საფლავის წარწერაც. პოეტის ნეშტი დაუკრძალავთ ქალაქ მირგოროდის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში.

ლ. წერეთელი


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • კეკელიძე კ., ბარამიძე ა., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია (V-XVIII სს.), თბ., 1969;
  • კუსრაშვილი რ., დ. გურამიშვილის ენა და დიალექტიკა, თბ., 2000;
  • მურღულია გ. ალიბეგაშვილი გ., მაღლაფერიძე ვ., საუბრები ქართულ ლიტერატურაზე, თბ., 1992;
  • ყუბანეიშვილი ს, დ. გურამიშვილი ქართველ ჰუსართა პოლკში, თბ., 1955;
  • ჩოხარიძე მ, დავით გურამიშვილის ცხოვრება და შემოქმედება, ბათუმი., 2007;
  • ცაიშვილი ს., დავით გურამიშვილი, თბ., 1985

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები