პოტიომკინი პავლე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „პოტიომკინი პავლე“ გადაიტანა გვერდზე „პავლე პოტიომკინი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „პავლე პოტიომკინი“ გადაიტანა გვერდზე „პოტიომკინი პავლე“ გადამ...) |
00:53, 4 ივლისი 2024-ის ვერსია
პავლე პოტიომკინი – (რუს. Па́вел Серге́евич Потёмкин, 1747-1809), გენერალ-პორუჩიკი, დიპლომატი. ეკატერინე II-თან დაახლოებული პირი. თავად გრიგოლ პოტიომკინის ახლო ნათესავი. ეკატერინე II-მ პოტიომკინს დაავალა გრიგოლ პოტიომკინის თანაშემწეობა კავკასიის საქმეებში. 1782 იგი დაინიშნა კავკასიაში განლაგებული ჯარის სარდლად და ნოემბერში უკვე თავის შტაბ-ბინაში – გეორგიევსკში ჩავიდა, 1783 წლის 24 ივლისს გეორგიევსკში გაფორმებულ ტრაქტატს საქართველოსა და რუსეთს შორის რუსეთის მხრიდან ხელი მოაწერა გენერალმა პოტიომკინმა.