გმირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 3: ხაზი 3:
 
გმირი თავდაპირველად მიცვალებულის სულს აღნიშნავდა.  
 
გმირი თავდაპირველად მიცვალებულის სულს აღნიშნავდა.  
  
ჰეროსებად ანუ გმირებად მიიჩნევდნენ სახელოვან წინაპართა, ბელადთა თუ ძლევამოსილ ბუმბერაზთა სულებს. მოგვიანებით ამ ცნების მნიშვნელობა გაფართოვდა და უკვე გმირებად იწოდებოდნენ ბუნების განმასახიერებელი ძალებიც, ზღაპრული პერსონაჟებიც, კრეტა-მიკენის დროინდელი ის ღმერთებიც და [[დემონები|დემონებიც]], რომლებიც ვერ დამკვიდრდნენ ოლიმპიურ რელიგიაში ([[აგამემნონი]], [[ელენე]], [[ჰიაკინთოსი]] და სხვანი), ტომთა, ქალაქთა თუ მხარეთა [[ეპონიმები|ეპონიმებიც]], უკვდავთა და მოკვდავთა ტრფობით შობილნიც. პირველად პოეტი ჰესიოდე უწოდებს გმირებს ნახევარღმერთებს. კლასიკის ეპოქაში თავისუფლებისათვის მებრძოლ სახელოვან მხედართმთავრებსაც გმირებად უხმობდნენ (ლეონიდასს, ბრასიდასს).
+
ჰეროსებად ანუ გმირებად მიიჩნევდნენ სახელოვან წინაპართა, ბელადთა თუ ძლევამოსილ ბუმბერაზთა სულებს. მოგვიანებით ამ ცნების მნიშვნელობა გაფართოვდა და უკვე გმირებად იწოდებოდნენ ბუნების განმასახიერებელი ძალებიც, ზღაპრული პერსონაჟებიც, კრეტა-მიკენის დროინდელი ის ღმერთებიც და [[დემონები|დემონებიც]], რომლებიც ვერ დამკვიდრდნენ ოლიმპიურ რელიგიაში ([[აგამემნონი]], [[მშვენიერი ელენე|ელენე]], [[ჰიაკინთოსი]] და სხვანი), ტომთა, ქალაქთა თუ მხარეთა [[ეპონიმები|ეპონიმებიც]], უკვდავთა და მოკვდავთა ტრფობით შობილნიც. პირველად პოეტი [[ჰესიოდე]] უწოდებს გმირებს ნახევარღმერთებს. კლასიკის ეპოქაში თავისუფლებისათვის მებრძოლ სახელოვან მხედართმთავრებსაც გმირებად უხმობდნენ (ლეონიდასს, ბრასიდასს).
  
 
გმირთა [[კულტი]] მათ სამაროვანთან იყო ხშირად დაკავშირებული
 
გმირთა [[კულტი]] მათ სამაროვანთან იყო ხშირად დაკავშირებული
ხაზი 18: ხაზი 18:
 
== წყარო ==
 
== წყარო ==
 
* [[მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის]]  
 
* [[მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის]]  
* ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი  2017
+
* [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
  
 
[[კატეგორია:მორალურ-ფსიქოლოგიური თვისებები]]
 
[[კატეგორია:მორალურ-ფსიქოლოგიური თვისებები]]
 
[[კატეგორია:ბერძნული მითები]]
 
[[კატეგორია:ბერძნული მითები]]
 
[[კატეგორია:ძველი საბერძნეთი]]
 
[[კატეგორია:ძველი საბერძნეთი]]

მიმდინარე ცვლილება 16:08, 5 ივლისი 2024 მდგომარეობით

გმირობა – (გმირი) (ძვ. ბერძნული ჰეროეს – გმირი, ლეგენდარული ბელადი) – საზოგადოებრივი მნიშვნელობით გამორჩეული საქციელის ჩადენა, რომელიც შეესაბამება ხალხის მასების ინტერესებს და ადამიანისგან მოითხოვს განსაკუთრებულ ვაჟკაცობას, სიმტკიცეს, თავგანწირვისთვის მზადყოფნას. ატარებს ინდივიდუალურ ან მასობრივ ხასიათს, დამახასიათებელია ყველა ხალხისა და ყველა დროის წარმომადგენლებისთვის.

გმირი თავდაპირველად მიცვალებულის სულს აღნიშნავდა.

ჰეროსებად ანუ გმირებად მიიჩნევდნენ სახელოვან წინაპართა, ბელადთა თუ ძლევამოსილ ბუმბერაზთა სულებს. მოგვიანებით ამ ცნების მნიშვნელობა გაფართოვდა და უკვე გმირებად იწოდებოდნენ ბუნების განმასახიერებელი ძალებიც, ზღაპრული პერსონაჟებიც, კრეტა-მიკენის დროინდელი ის ღმერთებიც და დემონებიც, რომლებიც ვერ დამკვიდრდნენ ოლიმპიურ რელიგიაში (აგამემნონი, ელენე, ჰიაკინთოსი და სხვანი), ტომთა, ქალაქთა თუ მხარეთა ეპონიმებიც, უკვდავთა და მოკვდავთა ტრფობით შობილნიც. პირველად პოეტი ჰესიოდე უწოდებს გმირებს ნახევარღმერთებს. კლასიკის ეპოქაში თავისუფლებისათვის მებრძოლ სახელოვან მხედართმთავრებსაც გმირებად უხმობდნენ (ლეონიდასს, ბრასიდასს).

გმირთა კულტი მათ სამაროვანთან იყო ხშირად დაკავშირებული და ამიტომ ხთონურ (მიწის) ღვთაებათა შორის მოიხსენიება. ბერძენთა რწმენით, გმირები განაგრძობდნენ არსებობას სამარეებშიც და ზემოქმედებდნენ ადამიანთა თუ ქალაქთა ბედზე. გმირები იყვნენ შუამავლები ღმერთთა და ადამიანთა შორის, ისინი მფარველობდნენ მოკვდავებს, იცავდნენ მათ უიმედობათაგან, ურჩხულთაგან, ავაზაკთაგან, ბოროტ ბუმბერაზთაგან (ჰერაკლე, თესევსი, პერსევსი). მაგრამ გმირები საშიშნი ხდებოდნენ, თუკი მათ სათანადო პატივი არ მიეგებოდათ.

ძველი საბერძნეთისა და რომის წარჩინებული ოჯახები ლამობდნენ თავიანთი მოდგმის გმირებთან დაკავშირებას (ეპიროსელი მეფეები თავიანთ წინაპრად მიიჩნევდნენ გმირ აქილევსს, იულიუს კეისარი და მისი გვარის იმპერატორები – ენეასს და ა.შ.).

ძველებს მიაჩნდათ, რომ გმირთა საფლავებსა და ნეშტს გააჩნდა სასწაულმოქმედი ძალა. სწორედ ამიტომ იქცნენ ისინი კულტებად. გმირთა კულტის არსებობა განაპირობებდა ელინისტური ხანის მეფეებისა და რომაელი იმპერატორების სწრაფვას გაღმერთებისაკენ. გმირთა კულტის ზოგიერთი თვისება და ფუნქცია მიიღო ქრისტიანულმა რელიგიამაც.


[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები