ალექსანდრე II (იმერეთის მეფე)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ალექსანდრე II''' - იმერეთის მეფე (1484-1510) ბაგრატ VI-ის ძე. | + | '''ალექსანდრე II''' - იმერეთის მეფე (1484-1510) [[ბაგრატ II (ქართლში ბაგრატ IV)|ბაგრატ VI]]-ის ძე. |
| − | ალექსანდრე II მამის, ქართლ-იმერეთის მეფის, ბაგრატ VI-ის (იმერეთში ბაგრატ II), გარდაცვალების შემდეგ (1478) ავიდა [[იმერეთი]]ს სამეფო ტახტზე, მაგრამ მცირე ხნით შეძლო მისი შენარჩუნება, რადგან [[ქართლი]]ს მეფე კონსტანტინე II-მ ადგილობრივი მთავრების – დადიან-გურიელის, შერვაშიძის მხარდაჭერით სცადა ორივე ტახტის, იმერეთისა და ქართლის გაერთიანება. 1479 წ. კონსტანტინე იმერეთში [[ჯარი]]თ შევიდა. მას ეახლნენ დადიანი და გურიელი და იმერელ თავადთა უმრავლესობა. ალექსანდრე II-მ წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო და რაჭა-ლეჩხუმში გამაგრდა. კონსტანტინე II-მ ქუთაისი აიღო და იმერეთში გაბატონდა. [[ათაბაგი|ათაბაგ]] ყვარყვარე II-სა და კონსტანტინე II-ს შორის არადეთთან გამართული ბრძოლის შემდეგ ალექსანდრე II-მ ისარგებლა კონსტანტინეს მარცხით, აიღო ქუთაისი და მეფედ ეკურთხა. მაგრამ მის გაძლიერებას ვერ შეურიგდა სამეგრელოს მთავარი ლიპარიტ II დადიანი (1482—1512). კონსტანტინე II-მ ლიპარიტ დადიანის დახმარებით ხელახლა დაიპყრო იმერეთის სამეფო, თუმცა მისი მეფობა დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან 1487 წ. ქართლს შემოესია იაკუბ-ყაენის ჯარი. კონსტანტინე II-მ სწრაფად დატოვა იმერეთი და ქართლს მიაშურა. შექმნილი მდგომარეობით კვლავ ისარგებლა ალექსანდრე II-მ, ამჯერად უკვე საბოლოოდ დაიბრუნა ქუთაისი და შეუდგა აქტიური საშინაო პოლიტიკის გატარებას. დაუზავდა დადიანსა და გურიელს, დაიმორჩილა აფხაზეთი და [[სვანეთი]]. დაიწყო ბრძოლა საქართველოს გასაერთიანებლად. | + | ალექსანდრე II მამის, ქართლ-იმერეთის მეფის, ბაგრატ VI-ის (იმერეთში ბაგრატ II), გარდაცვალების შემდეგ (1478) ავიდა [[იმერეთი]]ს სამეფო ტახტზე, მაგრამ მცირე ხნით შეძლო მისი შენარჩუნება, რადგან [[ქართლი]]ს მეფე [[კონსტანტინე II (ქართლის მეფე)|კონსტანტინე II]]-მ ადგილობრივი მთავრების – დადიან-გურიელის, შერვაშიძის მხარდაჭერით სცადა ორივე ტახტის, იმერეთისა და ქართლის გაერთიანება. 1479 წ. კონსტანტინე იმერეთში [[ჯარი]]თ შევიდა. მას ეახლნენ დადიანი და გურიელი და იმერელ თავადთა უმრავლესობა. ალექსანდრე II-მ წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო და რაჭა-ლეჩხუმში გამაგრდა. კონსტანტინე II-მ ქუთაისი აიღო და იმერეთში გაბატონდა. [[ათაბაგი|ათაბაგ]] ყვარყვარე II-სა და კონსტანტინე II-ს შორის არადეთთან გამართული [[ბრძოლა|ბრძოლის]] შემდეგ ალექსანდრე II-მ ისარგებლა კონსტანტინეს მარცხით, აიღო ქუთაისი და მეფედ ეკურთხა. მაგრამ მის გაძლიერებას ვერ შეურიგდა სამეგრელოს მთავარი ლიპარიტ II დადიანი (1482—1512). კონსტანტინე II-მ ლიპარიტ დადიანის დახმარებით ხელახლა დაიპყრო იმერეთის სამეფო, თუმცა მისი მეფობა დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან 1487 წ. ქართლს შემოესია იაკუბ-ყაენის ჯარი. კონსტანტინე II-მ სწრაფად დატოვა იმერეთი და ქართლს მიაშურა. შექმნილი მდგომარეობით კვლავ ისარგებლა ალექსანდრე II-მ, ამჯერად უკვე საბოლოოდ დაიბრუნა ქუთაისი და შეუდგა აქტიური საშინაო პოლიტიკის გატარებას. დაუზავდა დადიანსა და გურიელს, დაიმორჩილა აფხაზეთი და [[სვანეთი]]. დაიწყო ბრძოლა საქართველოს გასაერთიანებლად. |
| − | 1490 წ. კონსტანტინე II-მ დარბაზი მოიწვია, რომელსაც ესწრებოდნენ [[კათოლიკოსი]], [[ეპისკოპოსი|ეპისკოპოსები]] და [[ქართველები|ქართველი]] დიდებულები. დარბაზმა უარი თქვა საქართველოს გაერთიანებაზე | + | 1490 წ. კონსტანტინე II-მ დარბაზი მოიწვია, რომელსაც ესწრებოდნენ [[კათოლიკოსი]], [[ეპისკოპოსი|ეპისკოპოსები]] და [[ქართველები|ქართველი]] დიდებულები. დარბაზმა უარი თქვა საქართველოს გაერთიანებაზე ბრძოლისა და [[ომი]]ს მეშვეობით, რის შემდეგაც, პრაქტიკულად; ოფიციალურად გაფორმდა საქართველოს დაშლის ფაქტი, დაკანონდა საზღვრები. 1491-1492 წწ. ალექსანდრე II ქართლის მეფე კონსტანტინე II და სამცხის ათაბაგი ყვარყვარე დაზავდნენ და საზღვრებიც დაადგინეს. |
1505 წ. გარდაიცვალა ქართლის მეფე კონსტანტინე II და ტახტზე ავიდა დავით X. 1509 წ. 6 აგვისტოს ალექსანდრე II-მ აიღო [[გორი]] და კვლავ სცადა ქართლის შემოერთება. იმერეთში ალექსანდრე II-ის არყოფნით ისარგებლეს ოსმალებმა: შემოიჭრნენ, აიღეს ქუთაისი და გადაწვეს გელათის მონასტერი. მეფე სასწრაფოდ დაბრუნდა იმერეთში და განდევნა ქვეყნიდან ოსმალები. მას შემდეგ ალექსანდრე II-ს დიდხანს აღარ უცოცხლია; შეეყარა სნეულება („[[სალმობა]]“) და გარდაიცვალა 1510 წ., დაკრძალულია გელათში. | 1505 წ. გარდაიცვალა ქართლის მეფე კონსტანტინე II და ტახტზე ავიდა დავით X. 1509 წ. 6 აგვისტოს ალექსანდრე II-მ აიღო [[გორი]] და კვლავ სცადა ქართლის შემოერთება. იმერეთში ალექსანდრე II-ის არყოფნით ისარგებლეს ოსმალებმა: შემოიჭრნენ, აიღეს ქუთაისი და გადაწვეს გელათის მონასტერი. მეფე სასწრაფოდ დაბრუნდა იმერეთში და განდევნა ქვეყნიდან ოსმალები. მას შემდეგ ალექსანდრე II-ს დიდხანს აღარ უცოცხლია; შეეყარა სნეულება („[[სალმობა]]“) და გარდაიცვალა 1510 წ., დაკრძალულია გელათში. | ||
01:33, 7 ივლისი 2024-ის ვერსია
ალექსანდრე II - იმერეთის მეფე (1484-1510) ბაგრატ VI-ის ძე.
ალექსანდრე II მამის, ქართლ-იმერეთის მეფის, ბაგრატ VI-ის (იმერეთში ბაგრატ II), გარდაცვალების შემდეგ (1478) ავიდა იმერეთის სამეფო ტახტზე, მაგრამ მცირე ხნით შეძლო მისი შენარჩუნება, რადგან ქართლის მეფე კონსტანტინე II-მ ადგილობრივი მთავრების – დადიან-გურიელის, შერვაშიძის მხარდაჭერით სცადა ორივე ტახტის, იმერეთისა და ქართლის გაერთიანება. 1479 წ. კონსტანტინე იმერეთში ჯარით შევიდა. მას ეახლნენ დადიანი და გურიელი და იმერელ თავადთა უმრავლესობა. ალექსანდრე II-მ წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო და რაჭა-ლეჩხუმში გამაგრდა. კონსტანტინე II-მ ქუთაისი აიღო და იმერეთში გაბატონდა. ათაბაგ ყვარყვარე II-სა და კონსტანტინე II-ს შორის არადეთთან გამართული ბრძოლის შემდეგ ალექსანდრე II-მ ისარგებლა კონსტანტინეს მარცხით, აიღო ქუთაისი და მეფედ ეკურთხა. მაგრამ მის გაძლიერებას ვერ შეურიგდა სამეგრელოს მთავარი ლიპარიტ II დადიანი (1482—1512). კონსტანტინე II-მ ლიპარიტ დადიანის დახმარებით ხელახლა დაიპყრო იმერეთის სამეფო, თუმცა მისი მეფობა დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან 1487 წ. ქართლს შემოესია იაკუბ-ყაენის ჯარი. კონსტანტინე II-მ სწრაფად დატოვა იმერეთი და ქართლს მიაშურა. შექმნილი მდგომარეობით კვლავ ისარგებლა ალექსანდრე II-მ, ამჯერად უკვე საბოლოოდ დაიბრუნა ქუთაისი და შეუდგა აქტიური საშინაო პოლიტიკის გატარებას. დაუზავდა დადიანსა და გურიელს, დაიმორჩილა აფხაზეთი და სვანეთი. დაიწყო ბრძოლა საქართველოს გასაერთიანებლად.
1490 წ. კონსტანტინე II-მ დარბაზი მოიწვია, რომელსაც ესწრებოდნენ კათოლიკოსი, ეპისკოპოსები და ქართველი დიდებულები. დარბაზმა უარი თქვა საქართველოს გაერთიანებაზე ბრძოლისა და ომის მეშვეობით, რის შემდეგაც, პრაქტიკულად; ოფიციალურად გაფორმდა საქართველოს დაშლის ფაქტი, დაკანონდა საზღვრები. 1491-1492 წწ. ალექსანდრე II ქართლის მეფე კონსტანტინე II და სამცხის ათაბაგი ყვარყვარე დაზავდნენ და საზღვრებიც დაადგინეს.
1505 წ. გარდაიცვალა ქართლის მეფე კონსტანტინე II და ტახტზე ავიდა დავით X. 1509 წ. 6 აგვისტოს ალექსანდრე II-მ აიღო გორი და კვლავ სცადა ქართლის შემოერთება. იმერეთში ალექსანდრე II-ის არყოფნით ისარგებლეს ოსმალებმა: შემოიჭრნენ, აიღეს ქუთაისი და გადაწვეს გელათის მონასტერი. მეფე სასწრაფოდ დაბრუნდა იმერეთში და განდევნა ქვეყნიდან ოსმალები. მას შემდეგ ალექსანდრე II-ს დიდხანს აღარ უცოცხლია; შეეყარა სნეულება („სალმობა“) და გარდაიცვალა 1510 წ., დაკრძალულია გელათში.
ალექსანდრე II აქტიურად ზრუნავდა ეკლესია-მონასტრების აღდგენაზე. მან გელათის მონასტერს შესწირა ახლად მოჭედილი ღვთისმშობლის ხატი. შიმშილობის დროს შემოიტანა პური სამცხიდან, კახეთიდან და ოდიშიდან. ამავე დროს ააშენა სოფლები: წყალწითელა, ნებისოფელი (ახლანდ. ბალახვანი) და გელათის მონასტერს შესწირა.
გ. მჭედლიძე
ლიტერატურა
- ლომინაძე ბ., საქართველო XV საუკუნის მეორე ნახევარში. ერთიანი საქართველოს საბოლოო დაშლა სამეფოებად და სამთავროებად, წგ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979;
- ჯავახიშვილი ივ.,ქართველი ერის ისტორია, წგ. 4, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3).
| |