როჯერსი უილიამ პირს

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''უილიამ პირს როჯერსი''' – (ინგლ. William Pierce Rogers, 23 ივნისი 1913, — 2 იანვარი...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „როჯერსი უილიამ პირს“ გადაიტანა გვერდზე „უილიამ პირს როჯერსი“)

20:06, 14 ივლისი 2024-ის ვერსია

უილიამ პირს როჯერსი – (ინგლ. William Pierce Rogers, 23 ივნისი 1913, — 2 იანვარი 2001), ამერიკის პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი.

1969-დან 1973-მდე – აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რ. ნიქსონის მთავრობაში;
1938-42 – საოლქო პროკურორის თანაშემწე;
1942-46 მსახურობდა საზღვაო ავიაციაში;
დემობილიზაციიდან ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა ნიუ-იორკის საოლქო პროკურატურაში;
1947-50 – აშშ-ის სენატში იურისკონსულტი;
1950-52 დაკავებული იყო კერძო იურიდიული პრაქტიკით;
1952 იღებდა აქტიურ მონაწილეობას ეიზენჰაუერ-ნიქსონის საარჩევნო კამპანიაში.
არჩევნებში რესპუბლიკელთა გამარჯვების შემდეგ დაინიშნა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ (1953-57);
1957 – აშშ-ის იუსტიციის მინისტრი, ემხრობოდა სსრკ-სა და აშშ-ს შორის სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის კურსის დაფუძნებას. ამერიკის დელეგაციის შემადგენლობაში მონაწილეობა მიიღო საბჭოთა-ამერიკულ მოლაპარაკებებში მოსკოვში (1972 წლის მაისი).
1973 წლის იანვარში აშშ-ის სახელით პარიზში ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ომის შეწყვეტასა და ვიეტნამში მშვიდობის აღდგენაზე. ლ.ი. ბრეჟნევის ამერიკაში ისტორიული ვიზიტის დროს ხელი მოაწერა საბჭოთა-ამერიკულ შეთანხმებას მსოფლიო ოკეანის გამოკვლევასთან დაკავშირებით.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები