საბჭოთა კავშირ-ამერიკის შეთანხმებები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''<big>საბჭოთა კავშირ-ამერიკის შეთანხმებები</big>''' ===== 1933 შეთანხმე...)
 
(/* 1972 შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ კოსმოსური სივრცის მშვიდობიანი მაგისთანებისათვის კვ...)
ხაზი 17: ხაზი 17:
 
სელი მოეწერა 24.V მოსკოვში. 1982 ამ შეთანხმებამ ფაქტობრივად ძალა დაკარგა.
 
სელი მოეწერა 24.V მოსკოვში. 1982 ამ შეთანხმებამ ფაქტობრივად ძალა დაკარგა.
  
===== 1972 შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ კოსმოსური სივრცის მშვიდობიანი მაგისთანებისათვის კვლევისა და გამოყენების დარგში =====  
+
===== 1972 შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ კოსმოსური სივრცის მშვიდობიანი მიზნებისათვის კვლევისა და გამოყენების დარგში =====  
 
ხელი მოეწერა 24.V მოსკოვში. 1982 ვადის გასვლის შემდეგ აშშ-ის მხარემ შეთანხმების გაგრძელებაზე უარი განაცხადა.
 
ხელი მოეწერა 24.V მოსკოვში. 1982 ვადის გასვლის შემდეგ აშშ-ის მხარემ შეთანხმების გაგრძელებაზე უარი განაცხადა.
1972 ხელი მოეწერა საბჭოთა კავშირსა და [[აშშ]]-ს შორის ურთიერთობათა საფუძვლებს, ეს შეთანხმება ხშირად ირღვეოდა. 1972 ხელი მოეწერა სავაჭრო შეთანხმებას, მაგრამ ამ შეთანხმებამაც რეალიზება ვერ პოვა. 1973 საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს შორის დაიდო შემდეგი შეთანხმებები: კონტაქტების, გაცვლებისა და თანამშრომლობის შესახებ, მსოფლიო ოკეანის კვლევის დარგში თანამშრომლობის შესახებ. [[ტრანსპორტი]]ს, [[სოფლის მეურნეობა|სოფლის მეურნეობის]] სფეროებში, [[ბირთვული ომი]]ს თავიდან აცილების შესახებ. 1974 ხელი მოეწერა შემდეგ შეთანხმებებს: შეთანხმებას ენერგეტიკის დარგში, თანამშრომლობის  მშენებლობის დარგში, მრავალწლიან შეთანხმებას ეკონომიკის, მრეწველობისა და ტექნიკური თანამშრომლობის დარგში.

==წყარო==
 
==წყარო==

12:51, 17 ივლისი 2024-ის ვერსია

საბჭოთა კავშირ-ამერიკის შეთანხმებები

სარჩევი

1933 შეთანხმება დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შესახებ

დაიდო 16.XI ვაშინგტონში ნოტების გაცვლის წესით. სსრკ-მა და აშშ-მა აიღეს ვალდებულება, პატივი ეცათ ერთმანეთის „უდავო უფლებებისათვის, აეგოთ თავიანთი ცხოვრება საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში და თავი შეეკავებინათ, ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩარევისაგან. პატივი ეცათ, ერთმანეთის ტერიტორიული ერთიანობისათვის. მხარეებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება ურთიერთთანამშრომლობის სხვა საკითხებშიც. ამის შემდეგ საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს შორის დაიდო სხვადასხვა ხასიათისა და შინაარსის ხელშეკრულებები და შეთანხმებანი: 1937 ხელშეკრულება სავაჭრო ურთიერთობის შესახებ, რომლის საშუალებით აშშ საბჭოთა კავშირს აძლევდა უპირობო და განუსაზღვრელი რეჟიმის უფლებას საბაჟო გადასახადის სფეროში, ეს ხელშეკრულება მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნიდა მომავლისათვის, მაგრამ ომის შემდგომ წლებში, პოლიტიკურმა ვითარებამ ეს პროცესი შეაფერხა.

1942 მხარეები შეთანხმდნენ ომის წარმოებისა და დახმარების პრინციპებზე, რომლებიც მისაღები იყო ორივე მხარისათვის, ამერიკის მთავრობა ვალდებულებას იღებდა მოემარაგებინა საბჭოთა კავშირი თავდაცვითი მასალით, თავდაცვითი მომსახურებითა და ინფორმაციით.

1972 შეთანხმება გარემოს დაცვის დარგში თანამშრომლობის შესახებ

შეთანხმებას ხელი მოაწერეს მოსკოვში 23.V. დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ორივე მხარე ამ დარგში თანამშრომლობის გაღრმავებას. საქმეში, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა თანამშრომლობისა და ურთიერთსარგებლობის პრინციპზე, თანამშრომლობა ეხებოდა ჰაერის გაჭუჭყიანების თავიდან აცილებას, წყლის რესურსების დაცვას დაბინძურებისაგან, ზღვის დაცვას გაჭუჭყიანებისაგან, ამ სფეროში მეცნიერებისა და სპეციალისტების სტაჟირებას. ამ მიზნით შეიქმნა ორმხრივი შერეული კომისია, რომელმაც 8 სესია ჩაატარა. 1980-84 კომისიის სხდომა არ ჩატარებულა. 1985 კომისიამ ჩაატარა მე-9 სესია.

1972 შეთანხმება სამედიცინო მეცნიერებისა და ჯანმრთელობის დარგში

ხელი მოეწერა 23.V მოსკოვში, მხარეები ვალდებულებას იღებდნენ, განევითარებინათ და გაეფართოებინათ თანამშრომლობა ამ დარგში. გაეძლიერებინათ ერთობლივი ძალისხმევა ყველაზე უფრო გავრცელებულ და მძიმე ავადმყოფობების მიმართ, კერძოდ გულსისხლძარღვთა და ონკოლოგიურ დარგში. 1979-დან ამ დარგში თანამშრომლობა შემცირდა.

1972 შეთანხმება მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში

სელი მოეწერა 24.V მოსკოვში. 1982 ამ შეთანხმებამ ფაქტობრივად ძალა დაკარგა.

1972 შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ კოსმოსური სივრცის მშვიდობიანი მიზნებისათვის კვლევისა და გამოყენების დარგში

ხელი მოეწერა 24.V მოსკოვში. 1982 ვადის გასვლის შემდეგ აშშ-ის მხარემ შეთანხმების გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

1972 ხელი მოეწერა საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს შორის ურთიერთობათა საფუძვლებს, ეს შეთანხმება ხშირად ირღვეოდა. 1972 ხელი მოეწერა სავაჭრო შეთანხმებას, მაგრამ ამ შეთანხმებამაც რეალიზება ვერ პოვა. 1973 საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს შორის დაიდო შემდეგი შეთანხმებები: კონტაქტების, გაცვლებისა და თანამშრომლობის შესახებ, მსოფლიო ოკეანის კვლევის დარგში თანამშრომლობის შესახებ. ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის სფეროებში, ბირთვული ომის თავიდან აცილების შესახებ. 1974 ხელი მოეწერა შემდეგ შეთანხმებებს: შეთანხმებას ენერგეტიკის დარგში, თანამშრომლობის მშენებლობის დარგში, მრავალწლიან შეთანხმებას ეკონომიკის, მრეწველობისა და ტექნიკური თანამშრომლობის დარგში.

წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები