საკონსულო კორპუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''საკონსულო კორპუსი''' – საკონსულო დაწესებულებების მეთაურებ...)
 
(წყარო)
 
ხაზი 5: ხაზი 5:
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
* [[ქართული დიპლომატიური ლექსიკონი]]
 
* [[ქართული დიპლომატიური ლექსიკონი]]
[[კატეგორია:საკონსულო დაწესებულებების მეთაურები]]
+
[[კატეგორია:დიპლომატიური ტერმინები]]

მიმდინარე ცვლილება 00:18, 26 ივლისი 2024 მდგომარეობით

საკონსულო კორპუსი – საკონსულო დაწესებულებების მეთაურები. რომლებიც იმყოფებიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს რომელიმე პუნქტში, უფრო ფართო გაგებით – მოცემულ პუნქტში უცხოეთის საკონსულო დაწესებულებების ყველა თანამდებობის პირი, ასევე მათი ოჯახის წევრები. საკონსულო კორპუსში შედიან შტატგარეშე (საპატიო) კონსულები და დიპლომატიური წარმომადგენლობის საკონსულო განყოფილებების თანამშრომლები. საკონსულო კორპუსს მეთაურობს რანგით ყველაზე მაღლა მდგომი და ეგზეკვატურის, ანუ წინასწარი ცნობის ყველაზე ადრე მიმღები საკონსულო დაწესებულების მეთაური, რომელიც ძირითადად ცერემონიალურ ფუნქციებს ასრულებს: წარმოადგენს მთელ საკონსულო კორპუსს, ახალჩამოსულ წევრებს აცნობს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თავისებურებებსა და ტრადიციებს, იცავს საკონსულო კორპუსის წევრთა უფლებებს მათი ხელყოფის შემთხვევაში. დიპლომატიური კორპუსისგან განსხვავებით, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში შეიძლება იყოს რამდენიმე საკონსულო კორპუსი (პუნქტების მიხედვით). ისევე როგორც დიპლომატიური კორპუსი, საკონსულო კორპუსიც იურიდიულ პირს არ წარმოადგენს.


[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები