ბათუმის გადმოცემა ბრიტანელთა მიერ
(2 მომხმარებლების 7 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | [[ფაილი:BaTumis gadmocema britanelebis mier.jpg|thumb| | + | [[ფაილი:BaTumis gadmocema britanelebis mier.jpg|thumb|350პქ|'''ბათუმის გადმოცემა ბრიტანელების მიერ''']] |
− | '''ბათუმის გადმოცემა ბრიტანელთა მიერ''' - 1918 წლის 4 ივნისის საქართველო-ოსმალეთის [[ბათუმის საზავო ხელშეკრულება|ბათუმის საზავო ხელშეკრულების]] თანახმად, საქართველომ დაადასტურა ოსმალეთის დაქვემდებარებაში ბათუმის, არტაანის და ყარსის ოლქების, | + | '''ბათუმის გადმოცემა ბრიტანელთა მიერ''' - 1918 წლის 4 ივნისის საქართველო-ოსმალეთის [[ბათუმის საზავო ხელშეკრულება|ბათუმის საზავო ხელშეკრულების]] თანახმად, [[საქართველო|საქართველომ]] დაადასტურა [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის]] დაქვემდებარებაში ბათუმის, არტაანის და ყარსის ოლქების, ახალციხის და ახალქალაქის მაზრების გადასვლა. [[მსოფლიო ომი|მსოფლიო ომში]] დამარცხების და მუდროსის ზავის ხელმოწერის შემდგომ [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთმა]] დატოვა ოკუპირებული ტერიტორიები. 19 დეკემბერს ოსმალებმა დატოვეს ბათუმი, სადაც 1919 წლის 6 იანვრამდე შევიდნენ [[დიდი ბრიტანეთი|დიდი ბრიტანეთის]] წარმომადგენლები. ბათუმში დაინიშნა გენერალ-გუბერნატორი, რომელმაც ადგილობრივი ლიდერების მონაწილეობით შექმნა საბჭო. ქალაქის თვითმმართველობა შეუდგა არჩევნებისათვის მზადებას. ადგილობრივი მოსახლეობა მოითხოვდა ადგილობრივ ლიდერთა მეტ ჩართულობას რეგიონის მართვაში და აპროტესტებდა ბრიტანელი ჯარისკაცების თვითნებობას. 1919 წლის 31 აგვისტოს სამუსლიმანო საქართველოს წარმომადგენელთა პირველმა ყრილობამ მიიღო ფართო [[ავტონომია|ავტონომიის]] საფუძველზე ბათუმის ოლქის საქართველოსთან შეერთების გადაწყვეტილება. |
− | ახალციხის და ახალქალაქის მაზრების გადასვლა. [[მსოფლიო ომი|მსოფლიო ომში]] დამარცხების და მუდროსის ზავის ხელმოწერის შემდგომ [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთმა]] დატოვა ოკუპირებული ტერიტორიები. 19 დეკემბერს ოსმალებმა დატოვეს ბათუმი, სადაც 1919 წლის 6 იანვრამდე შევიდნენ [[დიდი ბრიტანეთი|დიდი ბრიტანეთის]] წარმომადგენლები. ბათუმში დაინიშნა გენერალ-გუბერნატორი, რომელმაც ადგილობრივი ლიდერების მონაწილეობით შექმნა საბჭო. ქალაქის თვითმმართველობა შეუდგა არჩევნებისათვის მზადებას. ადგილობრივი მოსახლეობა მოითხოვდა ადგილობრივ ლიდერთა მეტ ჩართულობას რეგიონის მართვაში და აპროტესტებდა ბრიტანელი ჯარისკაცების თვითნებობას. 1919 | + | |
− | 1919 წლის 9 სექტემბერს დაიწყო | + | [[ფაილი:BaTumis gadmocema britanelebis mier1.jpg|thumb|მარცხნივ|350პქ|'''ბათუმის გადმოცემა ბრიტანელების მიერ''']] |
− | ბათუმიდან ოდესის და სტამბულის მიმართულებით. ბათუმის ოლქში შემოსვლა დაიწყეს თურქეთის სამხედროებმა. 1920 წლის მარტში ბათუმში ჩატარდა საქალაქო არჩევნები, აირჩა 36-კაციანი ქალაქის საბჭო. სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისის თავმჯდომარემ [[ | + | 1919 წლის 9 სექტემბერს დაიწყო საქართველოდან და [[აზერბაიჯანი|აზერბაიჯანიდან]] [[დიდი ბრიტანეთი|ბრიტანეთის]] [[ჯარი|ჯარის]] გასვლა. 1920 წლის თებერვალში ბათუმიდან საბოლოოდ გავიდნენ ინგლისელი სამხედროები. დაწესდა საზღვაო მიმოსვლა ბათუმიდან ოდესის და სტამბულის მიმართულებით. ბათუმის ოლქში შემოსვლა დაიწყეს [[თურქეთი|თურქეთის]] სამხედროებმა. |
− | და საქართველოს დამფუძნებელ კრებას შორის | + | |
− | + | 1920 წლის მარტში ბათუმში ჩატარდა საქალაქო არჩევნები, აირჩა 36-კაციანი ქალაქის საბჭო. სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისის თავმჯდომარემ [[მემედ აბაშიძე]]მ]მემორანდუმით მიმართა ბრიტანეთის უმაღლეს კომისარს [[კავკასია|კავკასიაში]] [[ოლივერ უორდროპი|ოლივერ უორდროპ]]ს, გადაწყვეტილიყო ბათუმის ოლქის საკითხი. 1920 წლის აპრილში [[სან-რემოს კონფერენცია 1920|სან-რემოს საზავო კონფერენცია]]ზე, [[იტალია|იტალიის]] პრემიერ ნიტტის თავმჯდომარეობით, განიხილებოდა ბათუმის საკითხი. პარალელურად, ბათუმის ოლქის წარმომადგენელთა ყრილობამ მიიღო რეზოლუცია: „ქალაქ ბათუმის და ბათუმის ოლქის დედასამშობლო საქართველოსთან ავტონომიურად გაერთიანების შესახებ“. მათ გააპროტესტეს პარიზის კონფერენციის გადაწყვეტილება ბათუმის ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოყოფის და მასზე [[ერთა ლიგა|ერთა ლიგის]] განსაკუთრებული მანდატის დაწესებაზე. საბოლოოდ, [[ანტანტა|ანტანტის]] უმაღლესი საბჭოს თანხმობით, 1920 წლის ივლისში ბათუმში ქართული ჯარი შევიდა [[გენერალი|გენერალ]] [[კვინიტაძე გიორგი|გ. კვინიტაძის]] [[სარდლობა|სარდლობით]]. დაწესდა შეთანხმებული მოქმედება აჭარის მეჯლისსა (ლიდერი - მემედ აბაშიძე) და [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|საქართველოს დამფუძნებელ კრებას]] შორის [[სამუსლიმანო საქართველოს ავტონომია|სამუსლიმანო საქართველოს ავტონომიის]] პირობების მოსამზადებლად, რაც აისახა [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუცია|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია]]ში. პარალელურად, ბათუმში მუშაობდა მთავრობის საგანგებო რწმუნებული (ბენია ჩხიკვიშვილი, შემდეგ [[გრიგოლ გიორგაძე]]). | |
+ | |||
+ | '''ბონდო კუპატაძე''' | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]] | [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]] | ||
− | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:სამუსლიმანო საქართველო]] |
[[კატეგორია:საქართველოს ისტორია]] | [[კატეგორია:საქართველოს ისტორია]] | ||
− | [[კატეგორია:საქართველოს | + | [[კატეგორია:დიდი ბრიტანეთის მისია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში]] |
მიმდინარე ცვლილება 18:27, 28 ივლისი 2024 მდგომარეობით
ბათუმის გადმოცემა ბრიტანელთა მიერ - 1918 წლის 4 ივნისის საქართველო-ოსმალეთის ბათუმის საზავო ხელშეკრულების თანახმად, საქართველომ დაადასტურა ოსმალეთის დაქვემდებარებაში ბათუმის, არტაანის და ყარსის ოლქების, ახალციხის და ახალქალაქის მაზრების გადასვლა. მსოფლიო ომში დამარცხების და მუდროსის ზავის ხელმოწერის შემდგომ ოსმალეთმა დატოვა ოკუპირებული ტერიტორიები. 19 დეკემბერს ოსმალებმა დატოვეს ბათუმი, სადაც 1919 წლის 6 იანვრამდე შევიდნენ დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები. ბათუმში დაინიშნა გენერალ-გუბერნატორი, რომელმაც ადგილობრივი ლიდერების მონაწილეობით შექმნა საბჭო. ქალაქის თვითმმართველობა შეუდგა არჩევნებისათვის მზადებას. ადგილობრივი მოსახლეობა მოითხოვდა ადგილობრივ ლიდერთა მეტ ჩართულობას რეგიონის მართვაში და აპროტესტებდა ბრიტანელი ჯარისკაცების თვითნებობას. 1919 წლის 31 აგვისტოს სამუსლიმანო საქართველოს წარმომადგენელთა პირველმა ყრილობამ მიიღო ფართო ავტონომიის საფუძველზე ბათუმის ოლქის საქართველოსთან შეერთების გადაწყვეტილება.
1919 წლის 9 სექტემბერს დაიწყო საქართველოდან და აზერბაიჯანიდან ბრიტანეთის ჯარის გასვლა. 1920 წლის თებერვალში ბათუმიდან საბოლოოდ გავიდნენ ინგლისელი სამხედროები. დაწესდა საზღვაო მიმოსვლა ბათუმიდან ოდესის და სტამბულის მიმართულებით. ბათუმის ოლქში შემოსვლა დაიწყეს თურქეთის სამხედროებმა.
1920 წლის მარტში ბათუმში ჩატარდა საქალაქო არჩევნები, აირჩა 36-კაციანი ქალაქის საბჭო. სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისის თავმჯდომარემ მემედ აბაშიძემ]მემორანდუმით მიმართა ბრიტანეთის უმაღლეს კომისარს კავკასიაში ოლივერ უორდროპს, გადაწყვეტილიყო ბათუმის ოლქის საკითხი. 1920 წლის აპრილში სან-რემოს საზავო კონფერენციაზე, იტალიის პრემიერ ნიტტის თავმჯდომარეობით, განიხილებოდა ბათუმის საკითხი. პარალელურად, ბათუმის ოლქის წარმომადგენელთა ყრილობამ მიიღო რეზოლუცია: „ქალაქ ბათუმის და ბათუმის ოლქის დედასამშობლო საქართველოსთან ავტონომიურად გაერთიანების შესახებ“. მათ გააპროტესტეს პარიზის კონფერენციის გადაწყვეტილება ბათუმის ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოყოფის და მასზე ერთა ლიგის განსაკუთრებული მანდატის დაწესებაზე. საბოლოოდ, ანტანტის უმაღლესი საბჭოს თანხმობით, 1920 წლის ივლისში ბათუმში ქართული ჯარი შევიდა გენერალ გ. კვინიტაძის სარდლობით. დაწესდა შეთანხმებული მოქმედება აჭარის მეჯლისსა (ლიდერი - მემედ აბაშიძე) და საქართველოს დამფუძნებელ კრებას შორის სამუსლიმანო საქართველოს ავტონომიის პირობების მოსამზადებლად, რაც აისახა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციაში. პარალელურად, ბათუმში მუშაობდა მთავრობის საგანგებო რწმუნებული (ბენია ჩხიკვიშვილი, შემდეგ გრიგოლ გიორგაძე).
ბონდო კუპატაძე
[რედაქტირება] წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი