ჰერცოგი რომან
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჰერცოგი რომან“ გადაიტანა გვერდზე „რომან ჰერცოგი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „რომან ჰერცოგი“ გადაიტანა გვერდზე „ჰერცოგი რომან“ გადამისამარ...) |
00:55, 30 ივლისი 2024-ის ვერსია
რომან ჰერცოგი – (გერმ. Roman Herzog, 5 აპრილი 1934 – 10 იანვარი 2017), გერმანიის პრეზიდენტი (1994-1999).
სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო მიუნხენის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. კითხულობდა ლექციებს მიუნხენის უნივერსიტეტში. პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო 1970-დან. ამავე წლიდან იგი ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის (CDU) წევრი გახდა. 1975-80 ბადენ-ვიურტემბერგის მინისტრ-პრეზიდენტის ჰანს ფილბინგერის მოწვევით ამ მიწის კულტურის მინისტრია, ხოლო 1980-83 – შინაგან საქმეთა მინისტრი. 1981 ირჩევენ ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ, შემდეგ ამავე სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეა, ხოლო 1987-დან – ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. 1994 წლის 1 ივლისს არჩეულია გერმანიის ფედერაციულს რესპუბლიკის მეშვიდე პრეზიდენტად.