ტრიუდო პიერ ელიოტ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ტრიუდო პიერ ელიოტ“ გადაიტანა გვერდზე „პიერ ელიოტ ტრიუდო“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „პიერ ელიოტ ტრიუდო“ გადაიტანა გვერდზე „ტრიუდო პიერ ელიოტ“ გადა...) |
15:50, 19 აგვისტო 2024-ის ვერსია
პიერ ელიოტ ტრიუდო – (ფრანგ. Joseph Philippe Pierre Yves Elliott Trudeau, 18 ოქტომბერი 1919 — 28 სექტემბერი 2000), კანადელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე.
1949-51 – სამართლის პროფესორი მონრეალის უნივერსიტეტში. 1952 მონაწილეობდა მოსკოვში გამართულ საერთაშორისო ეკონომიკური თათბირის მუშაობაში. 1965 არჩეულ იქნა კანადის პარლამენტში და პრემიერ-მინისტრის საპარლამენტო თანაშემწედ იქნა დანიშნული. 1967-68 – იუსტიციის მინისტრია. 1968 წლის აპრილში არჩეულ იქნა მმართველი ლიბერალური პარტიის ლიდერად და კანადის მთავრობაში პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა. ტრიუდოს სახელს უკავშირდება კანადის საგარეო პოლიტიკის ახალი კურსი, რომელიც ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და მეტი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისაკენ იყო მიმართული. 1971 ოფიციალური ვიზიტით სსრკ-ში იმყოფებოდა, რომლის მსვლელობის დროსაც სელი მოაწერა ოქმს საბჭოთა კავშირსა და კანადას შორის პოლიტიკური კონსულტაციების შესახებ.