ფადლონ I

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ფადლონ I“ გადაიტანა გვერდზე „ფადლ იბნ მუჰამადი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ფადლ იბნ მუჰამადი“ გადაიტანა გვერდზე „ფადლონ I“ გადამისამართე...)

23:04, 20 აგვისტო 2024-ის ვერსია

ფადლონ I (ფადლ იბნ მუჰამადი), განძის ამირა 985-1031. შედადიანთა საგვარეულოს წარმომადგენელი.

დიდი წვლილი მიუძღვის შედადიანთა საგვარეულოს არანში (ოლქი აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში, მდებარეობს მტკვარსა და არაქსს შორის) დამკვიდრების საქმეში. 971 მისი უშუალო მონაწილეობით შედადიანებმა განძა ჩაიგდეს ხელში. ფადლ იბნ მუჰამადის მმართველობის დროს შედადიანთა სახელმწიფო გაფართოვდა და განმტკიცდა. ის ხშირად ებრძოდა მუსლიმან თუ ქრისტიან მეზობელ პოლიტიკურ ერთეულებს, რამდენჯერმე ილაშქრა აღმოსავლეთ საქართველოში. მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია. 1010-1014 საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის ინიციატივით შედგა კოალიციური ლაშქარი განძის ამირას წინააღმდეგ. ლაშქრობა განძაზე მოკავშირეთა გამარჯვებით დამთავრდა, ფადლონ I-მა წერილობით გააფორმა თავისი ვალდებულებები ბაგრატ III-ის წინაშე. ფადლონ I-ის წინააღმდეგ ლაშქრობა მოაწყო ასევე ბაგრატ IV-მაც თავისი მეფობის დასაწყისში.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები