ჩემბერლენი ოსტინ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჩემბერლენი ოსტინ“ გადაიტანა გვერდზე „ოსტინ ჩემბერლენი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ოსტინ ჩემბერლენი“ გადაიტანა გვერდზე „ჩემბერლენი ოსტინ“ გადამ...) |
23:15, 17 სექტემბერი 2024-ის ვერსია
ოსტინ ჩემბერლენი – (ინგლ. Joseph Austen Chamberlain; 16 ოკტომბერი — 16 მარტი 1937), დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მოღვაწე. ჯოზეფ ჩემბერლენის შვილი.
1892-დან იყო პარლამესტის წევრი;
1900-02 – ფინანსთა მინისტრის მოაღგილე;
1902 – ფოსტის მინისტრი;
1903-05 და 1919-21 – ფინანსთა მინისტრი;
1915-17 – ინდოეთის საქმეთა მინისტრი;
1918-დან – სამხედრი კაბინეტის წევრი;
1921-22 – უპორტფელო მინისტრი, ხოლო
1924-29 – საგარეო საქმეთა მინისტრი. იღწვოდა ევროპაში დიდი ბრიტანეთის პირველობისათვის, აგრეთვე, გერმანიის გაძლიერებისა და რემილიტარიზაციისათვის, რითაც უპირისპირდებოდა სსრკ-სა და საფრანგეთს. ამ პოლიტიკის განხორციელებაში მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ლოკარნოს 1925
ხელშეკრულებები.
1927 წლის მაისში იყო სსრკ-თან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტისა (აღდგა 1929) და სსრკ-ის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ინტერვენციის მოწყობის მცდელობის ერთ-ერთი ინიციატორი.
1931 იყო საზღვაო მინისტრი.
სიცოცსლის ბოლო წლებში გამოთქვამდა შიშს გერმანიის აგრესიული მისწრაფებების გამო.