ხამენეი სეიედ ალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „აიათოლა ალი ხამენეი“ გადაიტანა გვერდზე „ხამენეი სეიედ ალი“ გა...)
 
(ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 17:28, 22 სექტემბერი 2024 მდგომარეობით

აიათოლა ალი ხამენეი

სეიედ ალი ხამენეი – (სპარს. علی حسینی خامنه‌ای; არაბ. سید علي الحسيني الخامنئي, ალი ჰუსაინი 'ალ–ხამინა'ი დ. 17 ივლისი, 1939), ირანის ისლამური რესპუბლიკის (იირი) ხელმძღვანელი, აიათოლა.

მიიღო რელიგიური განათლება ნაჯაფსა და ყუმში. იყო აიათოლა ხომეინის მოწაფე. 1902 შეუერთდა ისლამურ მოძრაობას. 1963-დან არაერთხელ დააპატიმრეს და გაასახლეს. როდესაც დაიწყო ირანის რევოლუცია, იმყოფებოდა მაშპადში, სადაც სათავეში ჩაუდგა ისლამურ მოძრაობას. მონარქიის დამხობის შემდეგ ეკავა მაღალი სახელმწიფო თანამდებობები. 1979-1980 იყო ისლამური რევოლუციური საბჭოს (სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს) წევრი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა“ კორპუსის სარდალი, თავდაცვის უმაღლეს საბჭოში აიათოლა ხომეინის წარმომადგენელი; 1980-81 – ისლამური საბჭოს (პარლამენტის) დეპუტატი. 1981 წლის ოქტომბრიდან 1989 აგვისტომდე – იირ-ის პრეზიდენტი, თავდაცვის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. ხომეინის სიკვდილის შემდეგ, 1989 წლის 4 ივნისს აირჩიეს იირ-ის ხელმძღვანელად ამავე დროს მიენიჭა აიათოლას წოდება.


[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები