მუნქე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''მუნქე, მანგუ''' – (1208-59), მონღოლთა იმპერიის მეოთხე ყაენი 1251-დან, თულუს ვაჟი, ჩინგიზ- | + | '''მუნქე, მანგუ''' – (1208-59), მონღოლთა იმპერიის მეოთხე ყაენი 1251-დან, თულუს ვაჟი, [[ჩინგიზ-ყაენი]]ს შვილიშვილი. ტახტზე ავიდა ოქროს ურდოს გამგებლის, [[ბათო-ყაენი]]ს მხარდაჭერით. ცდილობდა მმართველობის აპარატის გამტკიცებას, მიწათმოქმედებისა და ხელოსნობის აღორძინებას, მფარველობდა მსხვილ [[საბითუმო ვაჭრობა]]ს. მის დროს, 1254, [[სახელმწიფო]]ში ჩატარდა აღწერა არღუნ-აღას ხელმძღვანელობით, აღიწერა და დაიბეგრა ყველაფერი, რაც შემოსავალს იძლეოდა. მისი სახელით (გარდაცვალების შემდეგ) 1252-60 [[თბილისი|თბილისში]] იჭრებოდა [[მონეტა|მონეტები]]. |
მიმდინარე ცვლილება 01:21, 25 სექტემბერი 2024 მდგომარეობით
მუნქე, მანგუ – (1208-59), მონღოლთა იმპერიის მეოთხე ყაენი 1251-დან, თულუს ვაჟი, ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილი. ტახტზე ავიდა ოქროს ურდოს გამგებლის, ბათო-ყაენის მხარდაჭერით. ცდილობდა მმართველობის აპარატის გამტკიცებას, მიწათმოქმედებისა და ხელოსნობის აღორძინებას, მფარველობდა მსხვილ საბითუმო ვაჭრობას. მის დროს, 1254, სახელმწიფოში ჩატარდა აღწერა არღუნ-აღას ხელმძღვანელობით, აღიწერა და დაიბეგრა ყველაფერი, რაც შემოსავალს იძლეოდა. მისი სახელით (გარდაცვალების შემდეგ) 1252-60 თბილისში იჭრებოდა მონეტები.