რომის ოქმები 1934
(ახალი გვერდი: '''რომის ოქმები 1934''' – ხელმოწერილ იქნა რომში 17 მარტს [[იტალია|იტა...) |
|||
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
ავსტრიულ ნაწარმზე შეღავათიანი [[ბაჟი]]ს დაწესების შესახებ. | ავსტრიულ ნაწარმზე შეღავათიანი [[ბაჟი]]ს დაწესების შესახებ. | ||
| − | 1936 წლის ივლისში | + | 1936 წლის ივლისში [[ავსტრია]]სა და [[გერმანია]]ს შორის დადებული ხელშეკრულებისა (რომელიც ფაქტობრივად აიძულებდა ავსტრიას თავისი პოლიტიკა გერმანიის ინტერესების შესაბამისად წარემართა) და 1936 წლის ოქტომბერში შექმნილი იტალია-გერმანიის კავშირის შემდეგ რომის ოქმებმა ფაქტობრივად დაკარგა თავისი მნიშვნელობა. |
მიმდინარე ცვლილება 13:55, 1 ოქტომბერი 2024 მდგომარეობით
რომის ოქმები 1934 – ხელმოწერილ იქნა რომში 17 მარტს იტალიის მთავრობის მეთაურის მუსოლინის, ავსტრიის კანცლერ დოლფუსისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ გომბოშის მიერ.
მიზნად ისახავდა მხარეებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ განმტკიცებას. რომის ოქმებით უკუგდებულ იქნა ფაშისტური იტალიის მცდელობა, ავსტრია და უნგრეთი თავის საგარეო პოლიტიკის ორბიტაში მოექცია. რომის ოქმები შედგებოდა ერთი პოლიტიკური და ორი ეკონომიკური ხასიათის დოკუმენტისაგან.
პირველი ოქმი ითვალისწინებდა თანამშრომლობას პოლიტიკურ სფეროში და რომელიმე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში მთავრობათა შორის კონსულტაციების გამართვას.
მეორე დოკუმენტში საუბარია არსებულ სავაჭრო შეთანხმებათა შემდგომ გაფართოებაზე, ურთიერთშორის ექსპორტის გაადვილებასა და სატრანზიტო მოძრაობის განვითარებაზე.
მუსოლინიმ და დოლფუსმა დამატებით ხელი მოაწერეს მესამე ოქმს, რომლის მიხედვითაც უნდა გამართულიყო მოლაპარაკება ავსტრიასა და იტალიას შორის ახალი სავაჭრო შეთანხმების დადებისა ღა იტალიაში შემოზიდულ ავსტრიულ ნაწარმზე შეღავათიანი ბაჟის დაწესების შესახებ.
1936 წლის ივლისში ავსტრიასა და გერმანიას შორის დადებული ხელშეკრულებისა (რომელიც ფაქტობრივად აიძულებდა ავსტრიას თავისი პოლიტიკა გერმანიის ინტერესების შესაბამისად წარემართა) და 1936 წლის ოქტომბერში შექმნილი იტალია-გერმანიის კავშირის შემდეგ რომის ოქმებმა ფაქტობრივად დაკარგა თავისი მნიშვნელობა.