საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო (სსმს)''' – შეიქმნა [[პოტსდ...)
 
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო (სსმს)''' – შეიქმნა [[პოტსდამის კონფერენცია|პოტსდამის კონფერენციის]] 1945 გადაწყვეტილების საფუძველზე. მასში შედიოდნენ სსრკ-ის, [[აშშ]]-ის, [[დიდი ბრიტანეთი]]სა და [[ჩინეთი]]ს საგარეო საქმეთა მინისტრები. მას უნდა „ჩაეტარებინა აუცილებელი მოსამზადებელი სამუშაოები სამშვიდობო მოწესრიგებისათვის“. სსმს-ს „გადაუდებელი და მნიშვნელოვანი ამოცანის“ სახით ევალებოდა სამშვიდობო ხელშეკრულებების შედგენა [[გერმანია|გერმანიის]] ყოფილი მოკავშირეებისათვის ([[იტალია]], [[რუმინეთი]], [[ბულგარეთი]], [[უნგრეთი]], [[ფინეთი]]) და წინადადებების შემუშავება [[ომი]]ს დამთავრების შემდეგ [[ევროპა]]ში წარმოქმნილი დავების მოსაგვარებლად. გარდა ამისა, იგულისხმებოდა, რომ საბჭო გამოყენებული იქნებოდა გერმანიაში სამშვიდობო მოწესრიგების მოსამზადებლად და აგრეთვე განიხილავდა მისი წევრების შეთანხმების საფუძველზე წარმოდგენილ საკითხებს.
 
'''საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო (სსმს)''' – შეიქმნა [[პოტსდამის კონფერენცია|პოტსდამის კონფერენციის]] 1945 გადაწყვეტილების საფუძველზე. მასში შედიოდნენ სსრკ-ის, [[აშშ]]-ის, [[დიდი ბრიტანეთი]]სა და [[ჩინეთი]]ს საგარეო საქმეთა მინისტრები. მას უნდა „ჩაეტარებინა აუცილებელი მოსამზადებელი სამუშაოები სამშვიდობო მოწესრიგებისათვის“. სსმს-ს „გადაუდებელი და მნიშვნელოვანი ამოცანის“ სახით ევალებოდა სამშვიდობო ხელშეკრულებების შედგენა [[გერმანია|გერმანიის]] ყოფილი მოკავშირეებისათვის ([[იტალია]], [[რუმინეთი]], [[ბულგარეთი]], [[უნგრეთი]], [[ფინეთი]]) და წინადადებების შემუშავება [[ომი]]ს დამთავრების შემდეგ [[ევროპა]]ში წარმოქმნილი დავების მოსაგვარებლად. გარდა ამისა, იგულისხმებოდა, რომ საბჭო გამოყენებული იქნებოდა გერმანიაში სამშვიდობო მოწესრიგების მოსამზადებლად და აგრეთვე განიხილავდა მისი წევრების შეთანხმების საფუძველზე წარმოდგენილ საკითხებს.
  
სელ ჩატარდა სსმს-ს 6 სესია, რომელთა უმრავლესობაც მიმდინარეობდა სსრკ-სა და დასავლეთის სახელმწიფოებს შორის არსებული მწვავე დაპირისპირების ფონზე. ორივე მხარე ცდილობდა, დაემყარებინა თავისი კონტროლი ევროპის რაც შეიძლება დიდ ნაწილზე და ამისათვის აქტიურად იყენებდა საბჭოს სხდომებს. სსმს-ს I სესია ჩატარდა ლონდონში 11.IX-2-X 1945. მასზე მიღებულ იქნა მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც ეხებოდა სამოკავშირეო სარეპარაციო კომისიის მოსკოვიდან ბერლინში გადატანას. ყველა დანარჩენ საკითხზე წარიმართა ცხარე და უშედეგო დისკუსია. საბჭოს წევრებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას იტალიასთან სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტის განხილვისას რეპარაციების, იტალია-იუგოსლავიის საზღვრისა და ყოფილი იტალიური კოლონიების საკითხზე, საერთოდ არ იქნა განხილული იაპონიისათვის სამოკავშირეო საკონტროლო ორგანოს შექმნის საკითხი, რადგანაც ამის წინააღმდეგ წავიდა აშშ. თავის მხრივ, სსრკ-მა უარყო აშშ-ის წინადადება, რომელიც ითვალისწინებდა რაინზე, ელბაზე, ოდერზე, დუნაისა და კილის არხზე ნაოსნობისას დასავლეთის სახელმწიფოებისათვის ფართო უფლებების მინიჭებას. განსაკუთრებული კამათი გამოიწვია რუმინეთთან, ბულგარეთთან, უნგრეთსა და ფინეთთან სამშვიდობო ხელშეკრულებათა პროექტების განხილვას. საბჭოს წევრები იმაზეც კი ვერ შეთანხმდნენ, თუ ვის უნდა მოემზადებინა ეს დოკუმენტები. გარდა ამისა, დასავლეთის სახელმწიფოები საერთოდ არ ცნობდნენ ბულგარეთისა და რუმინეთის მარიონეტულ მთავრობებს და მოითხოვდნენ ამ ქვეყნებში დემოკრატიული მთავრობების შექმნას, რის გამოც სესიის მუშაობა უშედეგოდ დასრულდა და აღნიშნული საკითხები მოგვარებულ იქნა მხოლოდ 1945 წლის დეკემბერში საგარეო საქმესა მინისტრების მოსკოვის თათბირზე. გადაწყდა. რომ სამშვიდობო ხელშეკრულებების მომზადებაში მონაწილეობას მიიღებდნენ მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებიც ითვლებოდნენ [[კაპიტულაცია|კაპიტულაციის]] პირობებზე ხელისმომწერ მხარედ. იტალიასთან მიმართებაში ესენი იყვნენ აშშ, დიდი ბრიტანეთი, სსრკ და საფრანგეთი. რუმინეთთან, ბულგარეთთან და უნგრეთთან – სსრკ, აშშ და დიდი ბრიტანეთი, ხოლო ფინეთთან – სსრკ და დიდი ბრიტანეთი.  
+
სელ ჩატარდა სსმს-ს 6 სესია, რომელთა უმრავლესობაც მიმდინარეობდა სსრკ-სა და დასავლეთის სახელმწიფოებს შორის არსებული მწვავე დაპირისპირების ფონზე. ორივე მხარე ცდილობდა, დაემყარებინა თავისი კონტროლი ევროპის რაც შეიძლება დიდ ნაწილზე და ამისათვის აქტიურად იყენებდა საბჭოს სხდომებს.  
  
სსმს-ს II სესია ჩატარდა პარიზში 1946 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში (25.IV-I6.V და 15.VI-12.VII.), მასზე ძირითადად, გარდა რამდენიმე ეკონომიკური საკითხისა. შეთანხმებულ იქნა სამშვიდობო ხელშეკრულებების პროექტები რუმინეთთან, ბულგარეთთან, უნგრეთსა და ფინეთთან. იტალიასთან ხელშეკრულების განხილვისას მიღებულ იქნა საფრანგეთის მიერ წარმოდგენილი კომპრომისული წინადადება, რომელიც ითვალისწინებდა იულიუსის კრაინის უმეტესი ნაწილის იუგოსლავიისათვის გადაცემას, ხოლო ქ. ტრიესტის რაიონში – ტრიესტის თავისუფალი ტერიტორიის შექმნას, რომლის მართვაც მოხდებოდა [[გაერო]]ს ეგიდით. იტალიის კოლონიებთან დაკავშირებით გადაწყდა, რომ მათი სტატუსი ოთხ სახელმწიფოს უნდა გაერკვია სამშვიდობო ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 1 წლის განმავლობაში. გარდა ამისა, დადგინდა [[პარიზის სამშვიდობო კონფერენცია 1946|პარიზის სამშვიდობო კონფერენციის (1946)]] მოწვევის თარიღი (29.VII.1946) და მისი მუშაობის განრიგი. მხარეები ვერ მორიგდნენ მხოლოდ გერმანიის საკითხის მოწესრიგების თაობაზე წარმოდგენილი პროექტების განხილვისას.  
+
===== სსმს-ს I სესია =====
 +
სსმს-ს I სესია ჩატარდა ლონდონში 11.IX-2-X 1945. მასზე მიღებულ იქნა მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც ეხებოდა სამოკავშირეო სარეპარაციო კომისიის მოსკოვიდან ბერლინში გადატანას. ყველა დანარჩენ საკითხზე წარიმართა ცხარე და უშედეგო დისკუსია. საბჭოს წევრებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას [[იტალია]]სთან სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტის განხილვისას რეპარაციების, იტალია-იუგოსლავიის საზღვრისა და ყოფილი იტალიური კოლონიების საკითხზე. საერთოდ არ იქნა განხილული იაპონიისათვის სამოკავშირეო საკონტროლო ორგანოს შექმნის საკითხი, რადგანაც ამის წინააღმდეგ წავიდა [[აშშ]]. თავის მხრივ, სსრკ-მა უარყო აშშ-ის წინადადება, რომელიც ითვალისწინებდა რაინზე, ელბაზე, ოდერზე, დუნაისა და კილის არხზე ნაოსნობისას დასავლეთის სახელმწიფოებისათვის ფართო უფლებების მინიჭებას. განსაკუთრებული კამათი გამოიწვია რუმინეთთან, ბულგარეთთან, უნგრეთსა და ფინეთთან სამშვიდობო ხელშეკრულებათა პროექტების განხილვამ. საბჭოს წევრები იმაზეც კი ვერ შეთანხმდნენ, თუ ვის უნდა მოემზადებინა ეს დოკუმენტები. გარდა ამისა, დასავლეთის სახელმწიფოები საერთოდ არ ცნობდნენ ბულგარეთისა და რუმინეთის მარიონეტულ მთავრობებს და მოითხოვდნენ ამ ქვეყნებში დემოკრატიული მთავრობების შექმნას, რის გამოც სესიის მუშაობა უშედეგოდ დასრულდა და აღნიშნული საკითხები მოგვარებულ იქნა მხოლოდ 1945 წლის დეკემბერში საგარეო საქმეთა მინისტრების მოსკოვის თათბირზე. გადაწყდა. რომ სამშვიდობო ხელშეკრულებების მომზადებაში მონაწილეობას მიიღებდნენ მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებიც ითვლებოდნენ [[კაპიტულაცია|კაპიტულაციის]] პირობებზე ხელისმომწერ მხარედ. იტალიასთან მიმართებაში ესენი იყვნენ აშშ, დიდი ბრიტანეთი, სსრკ და საფრანგეთი. რუმინეთთან, ბულგარეთთან და უნგრეთთან – სსრკ, აშშ და დიდი ბრიტანეთი, ხოლო ფინეთთან – სსრკ და დიდი ბრიტანეთი.  
  
საბჭოს III სესია შედგა ნიუ-იორკში 4.XI.-12.XII.1946, აქ სწრაფად მოგვარდა ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც ეხებოდა რუმინეთს, ბულგარეთს, უნგრეთსა და ფინეთს და რომელთა გადაწყვეტაც ვერ მოხერხდა პარიზში. მონაწილეები შეთანხმდნენ. მიეწვიათ კონფერენცია დუნაისპირა სახელმწიფოებისა და სსმს-ს წევრი ოთხი ქვეყნის მონაწილეობით დუნაიზე ნაოსნობის საკითხის მოსაგვარებლად. მხარეებმა უარყვეს [[საბერძნეთი]]ს ტერიტორიული პრეტენზიები ბულგარეთისადმი და საზღვარი ამ ქვეყნებს შორის უცვლელი დარჩა. სსმს-ს წევრებმა აგრეთვე განსაზღვრეს ტრიესტის თავისუფალი ტერიტორიის სტატუსი და საზღვარი. გარდა ამისა, გადაწყდა, რომ გერმანიის ევროპელ მოკავშირეებთან სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერა მოხდებოდა 1947 წლის 10 თებერვალს პარიზში.  
+
===== სსმს-ს II სესია =====
 +
სსმს-ს II სესია ჩატარდა პარიზში 1946 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში (25.IV-I6.V და 15.VI-12.VII.), მასზე ძირითადად, გარდა რამდენიმე ეკონომიკური საკითხისა. შეთანხმებულ იქნა სამშვიდობო ხელშეკრულებების პროექტები რუმინეთთან, ბულგარეთთან, უნგრეთსა და ფინეთთან. იტალიასთან ხელშეკრულების განხილვისას მიღებულ იქნა საფრანგეთის მიერ წარმოდგენილი კომპრომისული წინადადება, რომელიც ითვალისწინებდა იულეუსის კრაინის უმეტესი ნაწილის იუგოსლავიისათვის გადაცემას, ხოლო ქ. ტრიესტის რაიონში – ტრიესტის თავისუფალი ტერიტორიის შექმნას, რომლის მართვაც მოხდებოდა [[გაერო]]ს ეგიდით. იტალიის კოლონიებთან დაკავშირებით გადაწყდა, რომ მათი სტატუსი ოთხ სახელმწიფოს უნდა გაერკვია სამშვიდობო ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 1 წლის განმავლობაში. გარდა ამისა, დადგინდა [[პარიზის სამშვიდობო კონფერენცია 1946|პარიზის სამშვიდობო კონფერენციის (1946)]] მოწვევის თარიღი (29.VII.1946) და მისი მუშაობის განრიგი. მხარეები ვერ მორიგდნენ მხოლოდ გერმანიის საკითხის მოწესრიგების თაობაზე წარმოდგენილი პროექტების განხილვისას.  
  
სსმს-ს IV სესია ჩატარდა მოსკოვში 1947 წლის გაზაფხულზე (10.III-24.IV.), ამ დროიდან მოყოლებული, საბჭოს მუშაობა პარალიზებული იყო. მიმდინარე სესიაზე მისმა წევრმა ქვეყნებმა ვერ მიაღწიეს ვერანაირ შეთანხმებას გერმანიის საკითხზე. მხარეები ზედიზედ უარყოფდნენ ერთმანეთის წინადადებებს. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ამერიკელებმა და ბრიტანელებმა სცადეს გერმანიის
+
===== სსმს-ს III  სესია =====
აღმოსავლეთ საზღვრის გადასინჯვა. ეს საკითხი ჯერ კიდევ პოტსდამში იქნა შეთანხმებული და, რასაკვირველია, მისმა წამოწევამ უკიდურესად აღაშფოთა საბჭოთა მხარე. საბჭოს წევრებმა არ მოიწონეს არც პროექტი სახელმწიფოებრივი ხელშეკრულებისა დამოუკიდებელი და დემოკრატიული [[ავსტრია|ავსტრიის]] აღდგენის შესახებ და ამ საკითხების გადაწყვეტა გადადეს V სესიისათვის, რომელიც გაიმართა ლონდონში (25.XI-15-XII.1947), მაგრამ რაიმე შეთანხმების მიღწევა აქაც ვერ მოხერხდა. უფრო მეტიც, სესიამ ისე შეწყვიტა თავისი მუშაობა, რომ მომდევნო სესიის მოწვევის თარიღიც კი არ დაუნიშნავს.
+
საბჭოს III სესია შედგა ნიუ-იორკში 4.XI.-12.XII.1946, აქ სწრაფად მოგვარდა ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც ეხებოდა რუმინეთს, ბულგარეთს, უნგრეთსა და ფინეთს და რომელთა გადაწყვეტაც ვერ მოხერხდა პარიზში. მონაწილეები შეთანხმდნენ, მიეწვიათ კონფერენცია დუნაისპირა სახელმწიფოებისა და სსმს-ს წევრი ოთხი ქვეყნის მონაწილეობით დუნაიზე ნაოსნობის საკითხის მოსაგვარებლად. მხარეებმა უარყვეს [[საბერძნეთი]]ს ტერიტორიული პრეტენზიები ბულგარეთისადმი და საზღვარი ამ ქვეყნებს შორის უცვლელი დარჩა. სსმს-ს წევრებმა აგრეთვე განსაზღვრეს ტრიესტის თავისუფალი ტერიტორიის სტატუსი და საზღვარი. გარდა ამისა, გადაწყდა, რომ გერმანიის ევროპელ მოკავშირეებთან სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერა მოხდებოდა 1947 წლის 10 თებერვალს პარიზში.  
  
 +
===== სსმს-ს IV და V სესია ===== 
 +
სსმს-ს IV სესია ჩატარდა მოსკოვში 1947 წლის გაზაფხულზე (10.III-24.IV.), ამ დროიდან მოყოლებული, საბჭოს მუშაობა პარალიზებული იყო. მიმდინარე სესიაზე მისმა წევრმა ქვეყნებმა ვერ მიაღწიეს ვერანაირ შეთანხმებას გერმანიის საკითხზე. მხარეები ზედიზედ უარყოფდნენ ერთმანეთის წინადადებებს. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ამერიკელებმა და ბრიტანელებმა სცადეს გერმანიის აღმოსავლეთ საზღვრის გადასინჯვა. ეს საკითხი ჯერ კიდევ პოტსდამში იქნა შეთანხმებული და, რასაკვირველია, მისმა წამოწევამ უკიდურესად აღაშფოთა საბჭოთა მხარე. საბჭოს წევრებმა არ მოიწონეს არც პროექტი სახელმწიფოებრივი ხელშეკრულებისა დამოუკიდებელი და დემოკრატიული [[ავსტრია|ავსტრიის]] აღდგენის შესახებ და ამ საკითხების გადაწყვეტა გადადეს V სესიისათვის, რომელიც გაიმართა ლონდონში (25.XI-15-XII.1947), მაგრამ რაიმე შეთანხმების მიღწევა აქაც ვერ მოხერხდა. უფრო მეტიც, სესიამ ისე შეწყვიტა თავისი მუშაობა, რომ მომდევნო სესიის მოწვევის თარიღიც კი არ დაუნიშნავს.
  
 +
===== სსმს-ს VI  სესია =====
 
სსმს-ს VI სესია გაიმართა პარიზში (23.V-20.VI.1949). ამ დროისათვის დაპირისპირებამ დასავლეთის სახელმწიფოებსა და სსრკ-ს შორის გერმანიის საკითხში კულმინაციას მიაღწია და არც იყო გასაკვირი, რომ არანაირი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, მხარეებმა მხოლოდ ავსტრიის საკითხში მიაღწიეს შედარებით პროგრესს. მათ შეათანხმეს სახელმწიფოებრივი ხელშეკრულების ძირითადი საფუძვლები, ხოლო საბოლოო ვარიანტი უნდა მოემზადებინათ საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებს 1949 წლის პირველ სექტემბრამდე, მაგრამ ეს გადაწყვეტილება არ შესრულდა და საბოლოოდ აღნიშნული ხელშეკრულება ხელმოწერილ იქნა მხოლოდ 1955 წლის 15 მაისს. სესიაზე საბჭოთა მხარემ კიდევ ერთხელ წამოაყენა იაპონიის საკითხზე სსმს-ს სესიის მოწვევის იდეა, რომელშიც [[ჩინეთი|ჩინეთსაც]] უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ აშშ და დიდი ბრიტანეთი ამის წინააღმდეგ წავიდნენ. ამრიგად, VI სესია უკანასკნელი აღმოჩნდა და ამის შემდეგ სსმს-მ არსებობა შეწყვიტა.
 
სსმს-ს VI სესია გაიმართა პარიზში (23.V-20.VI.1949). ამ დროისათვის დაპირისპირებამ დასავლეთის სახელმწიფოებსა და სსრკ-ს შორის გერმანიის საკითხში კულმინაციას მიაღწია და არც იყო გასაკვირი, რომ არანაირი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, მხარეებმა მხოლოდ ავსტრიის საკითხში მიაღწიეს შედარებით პროგრესს. მათ შეათანხმეს სახელმწიფოებრივი ხელშეკრულების ძირითადი საფუძვლები, ხოლო საბოლოო ვარიანტი უნდა მოემზადებინათ საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებს 1949 წლის პირველ სექტემბრამდე, მაგრამ ეს გადაწყვეტილება არ შესრულდა და საბოლოოდ აღნიშნული ხელშეკრულება ხელმოწერილ იქნა მხოლოდ 1955 წლის 15 მაისს. სესიაზე საბჭოთა მხარემ კიდევ ერთხელ წამოაყენა იაპონიის საკითხზე სსმს-ს სესიის მოწვევის იდეა, რომელშიც [[ჩინეთი|ჩინეთსაც]] უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ აშშ და დიდი ბრიტანეთი ამის წინააღმდეგ წავიდნენ. ამრიგად, VI სესია უკანასკნელი აღმოჩნდა და ამის შემდეგ სსმს-მ არსებობა შეწყვიტა.
 
  
  

მიმდინარე ცვლილება 00:11, 3 ოქტომბერი 2024 მდგომარეობით

საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო (სსმს) – შეიქმნა პოტსდამის კონფერენციის 1945 გადაწყვეტილების საფუძველზე. მასში შედიოდნენ სსრკ-ის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. მას უნდა „ჩაეტარებინა აუცილებელი მოსამზადებელი სამუშაოები სამშვიდობო მოწესრიგებისათვის“. სსმს-ს „გადაუდებელი და მნიშვნელოვანი ამოცანის“ სახით ევალებოდა სამშვიდობო ხელშეკრულებების შედგენა გერმანიის ყოფილი მოკავშირეებისათვის (იტალია, რუმინეთი, ბულგარეთი, უნგრეთი, ფინეთი) და წინადადებების შემუშავება ომის დამთავრების შემდეგ ევროპაში წარმოქმნილი დავების მოსაგვარებლად. გარდა ამისა, იგულისხმებოდა, რომ საბჭო გამოყენებული იქნებოდა გერმანიაში სამშვიდობო მოწესრიგების მოსამზადებლად და აგრეთვე განიხილავდა მისი წევრების შეთანხმების საფუძველზე წარმოდგენილ საკითხებს.

სელ ჩატარდა სსმს-ს 6 სესია, რომელთა უმრავლესობაც მიმდინარეობდა სსრკ-სა და დასავლეთის სახელმწიფოებს შორის არსებული მწვავე დაპირისპირების ფონზე. ორივე მხარე ცდილობდა, დაემყარებინა თავისი კონტროლი ევროპის რაც შეიძლება დიდ ნაწილზე და ამისათვის აქტიურად იყენებდა საბჭოს სხდომებს.

სარჩევი

[რედაქტირება] სსმს-ს I სესია

სსმს-ს I სესია ჩატარდა ლონდონში 11.IX-2-X 1945. მასზე მიღებულ იქნა მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც ეხებოდა სამოკავშირეო სარეპარაციო კომისიის მოსკოვიდან ბერლინში გადატანას. ყველა დანარჩენ საკითხზე წარიმართა ცხარე და უშედეგო დისკუსია. საბჭოს წევრებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას იტალიასთან სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტის განხილვისას რეპარაციების, იტალია-იუგოსლავიის საზღვრისა და ყოფილი იტალიური კოლონიების საკითხზე. საერთოდ არ იქნა განხილული იაპონიისათვის სამოკავშირეო საკონტროლო ორგანოს შექმნის საკითხი, რადგანაც ამის წინააღმდეგ წავიდა აშშ. თავის მხრივ, სსრკ-მა უარყო აშშ-ის წინადადება, რომელიც ითვალისწინებდა რაინზე, ელბაზე, ოდერზე, დუნაისა და კილის არხზე ნაოსნობისას დასავლეთის სახელმწიფოებისათვის ფართო უფლებების მინიჭებას. განსაკუთრებული კამათი გამოიწვია რუმინეთთან, ბულგარეთთან, უნგრეთსა და ფინეთთან სამშვიდობო ხელშეკრულებათა პროექტების განხილვამ. საბჭოს წევრები იმაზეც კი ვერ შეთანხმდნენ, თუ ვის უნდა მოემზადებინა ეს დოკუმენტები. გარდა ამისა, დასავლეთის სახელმწიფოები საერთოდ არ ცნობდნენ ბულგარეთისა და რუმინეთის მარიონეტულ მთავრობებს და მოითხოვდნენ ამ ქვეყნებში დემოკრატიული მთავრობების შექმნას, რის გამოც სესიის მუშაობა უშედეგოდ დასრულდა და აღნიშნული საკითხები მოგვარებულ იქნა მხოლოდ 1945 წლის დეკემბერში საგარეო საქმეთა მინისტრების მოსკოვის თათბირზე. გადაწყდა. რომ სამშვიდობო ხელშეკრულებების მომზადებაში მონაწილეობას მიიღებდნენ მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებიც ითვლებოდნენ კაპიტულაციის პირობებზე ხელისმომწერ მხარედ. იტალიასთან მიმართებაში ესენი იყვნენ აშშ, დიდი ბრიტანეთი, სსრკ და საფრანგეთი. რუმინეთთან, ბულგარეთთან და უნგრეთთან – სსრკ, აშშ და დიდი ბრიტანეთი, ხოლო ფინეთთან – სსრკ და დიდი ბრიტანეთი.

[რედაქტირება] სსმს-ს II სესია

სსმს-ს II სესია ჩატარდა პარიზში 1946 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში (25.IV-I6.V და 15.VI-12.VII.), მასზე ძირითადად, გარდა რამდენიმე ეკონომიკური საკითხისა. შეთანხმებულ იქნა სამშვიდობო ხელშეკრულებების პროექტები რუმინეთთან, ბულგარეთთან, უნგრეთსა და ფინეთთან. იტალიასთან ხელშეკრულების განხილვისას მიღებულ იქნა საფრანგეთის მიერ წარმოდგენილი კომპრომისული წინადადება, რომელიც ითვალისწინებდა იულეუსის კრაინის უმეტესი ნაწილის იუგოსლავიისათვის გადაცემას, ხოლო ქ. ტრიესტის რაიონში – ტრიესტის თავისუფალი ტერიტორიის შექმნას, რომლის მართვაც მოხდებოდა გაეროს ეგიდით. იტალიის კოლონიებთან დაკავშირებით გადაწყდა, რომ მათი სტატუსი ოთხ სახელმწიფოს უნდა გაერკვია სამშვიდობო ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 1 წლის განმავლობაში. გარდა ამისა, დადგინდა პარიზის სამშვიდობო კონფერენციის (1946) მოწვევის თარიღი (29.VII.1946) და მისი მუშაობის განრიგი. მხარეები ვერ მორიგდნენ მხოლოდ გერმანიის საკითხის მოწესრიგების თაობაზე წარმოდგენილი პროექტების განხილვისას.

[რედაქტირება] სსმს-ს III სესია

საბჭოს III სესია შედგა ნიუ-იორკში 4.XI.-12.XII.1946, აქ სწრაფად მოგვარდა ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც ეხებოდა რუმინეთს, ბულგარეთს, უნგრეთსა და ფინეთს და რომელთა გადაწყვეტაც ვერ მოხერხდა პარიზში. მონაწილეები შეთანხმდნენ, მიეწვიათ კონფერენცია დუნაისპირა სახელმწიფოებისა და სსმს-ს წევრი ოთხი ქვეყნის მონაწილეობით დუნაიზე ნაოსნობის საკითხის მოსაგვარებლად. მხარეებმა უარყვეს საბერძნეთის ტერიტორიული პრეტენზიები ბულგარეთისადმი და საზღვარი ამ ქვეყნებს შორის უცვლელი დარჩა. სსმს-ს წევრებმა აგრეთვე განსაზღვრეს ტრიესტის თავისუფალი ტერიტორიის სტატუსი და საზღვარი. გარდა ამისა, გადაწყდა, რომ გერმანიის ევროპელ მოკავშირეებთან სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერა მოხდებოდა 1947 წლის 10 თებერვალს პარიზში.

[რედაქტირება] სსმს-ს IV და V სესია

სსმს-ს IV სესია ჩატარდა მოსკოვში 1947 წლის გაზაფხულზე (10.III-24.IV.), ამ დროიდან მოყოლებული, საბჭოს მუშაობა პარალიზებული იყო. მიმდინარე სესიაზე მისმა წევრმა ქვეყნებმა ვერ მიაღწიეს ვერანაირ შეთანხმებას გერმანიის საკითხზე. მხარეები ზედიზედ უარყოფდნენ ერთმანეთის წინადადებებს. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ამერიკელებმა და ბრიტანელებმა სცადეს გერმანიის აღმოსავლეთ საზღვრის გადასინჯვა. ეს საკითხი ჯერ კიდევ პოტსდამში იქნა შეთანხმებული და, რასაკვირველია, მისმა წამოწევამ უკიდურესად აღაშფოთა საბჭოთა მხარე. საბჭოს წევრებმა არ მოიწონეს არც პროექტი სახელმწიფოებრივი ხელშეკრულებისა დამოუკიდებელი და დემოკრატიული ავსტრიის აღდგენის შესახებ და ამ საკითხების გადაწყვეტა გადადეს V სესიისათვის, რომელიც გაიმართა ლონდონში (25.XI-15-XII.1947), მაგრამ რაიმე შეთანხმების მიღწევა აქაც ვერ მოხერხდა. უფრო მეტიც, სესიამ ისე შეწყვიტა თავისი მუშაობა, რომ მომდევნო სესიის მოწვევის თარიღიც კი არ დაუნიშნავს.

[რედაქტირება] სსმს-ს VI სესია

სსმს-ს VI სესია გაიმართა პარიზში (23.V-20.VI.1949). ამ დროისათვის დაპირისპირებამ დასავლეთის სახელმწიფოებსა და სსრკ-ს შორის გერმანიის საკითხში კულმინაციას მიაღწია და არც იყო გასაკვირი, რომ არანაირი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, მხარეებმა მხოლოდ ავსტრიის საკითხში მიაღწიეს შედარებით პროგრესს. მათ შეათანხმეს სახელმწიფოებრივი ხელშეკრულების ძირითადი საფუძვლები, ხოლო საბოლოო ვარიანტი უნდა მოემზადებინათ საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებს 1949 წლის პირველ სექტემბრამდე, მაგრამ ეს გადაწყვეტილება არ შესრულდა და საბოლოოდ აღნიშნული ხელშეკრულება ხელმოწერილ იქნა მხოლოდ 1955 წლის 15 მაისს. სესიაზე საბჭოთა მხარემ კიდევ ერთხელ წამოაყენა იაპონიის საკითხზე სსმს-ს სესიის მოწვევის იდეა, რომელშიც ჩინეთსაც უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ აშშ და დიდი ბრიტანეთი ამის წინააღმდეგ წავიდნენ. ამრიგად, VI სესია უკანასკნელი აღმოჩნდა და ამის შემდეგ სსმს-მ არსებობა შეწყვიტა.


[რედაქტირება] წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები