მარტელი კლაუდიო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''კლაუდიო მარტელი''' – (იტალ. Claudio Martelli; დ. 24 სექტემბერი 1943) − იტალიელ...)
 
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:MARTELI.PNG|thumb|150პქ|კლაუდიო მარტელი]]
 
'''კლაუდიო მარტელი''' – (იტალ. Claudio Martelli; დ. 24 სექტემბერი 1943) − იტალიელი ფილოსოფოსი, პოლიტიკოსი და ჟურნალისტი.
 
'''კლაუდიო მარტელი''' – (იტალ. Claudio Martelli; დ. 24 სექტემბერი 1943) − იტალიელი ფილოსოფოსი, პოლიტიკოსი და ჟურნალისტი.
  

მიმდინარე ცვლილება 00:35, 12 ოქტომბერი 2024 მდგომარეობით

კლაუდიო მარტელი

კლაუდიო მარტელი – (იტალ. Claudio Martelli; დ. 24 სექტემბერი 1943) − იტალიელი ფილოსოფოსი, პოლიტიკოსი და ჟურნალისტი.

მარტელი იყო იტალიის ვიცე-პრემიერი (1989-91) და იუსტიციის მინისტრი (1991-93). ის არის საიმიგრაციო პოლიტიკის შესახებ იტალიის პირველი ორგანული კანონის ავტორი (1990). ე.წ. „ტანჯეტოპოლის“ წლებში (1990-ან წლებში იტალიის პროკურატურის მიერ წარმოებული სკანდალური გამოძიება პოლიტიკისა და ბიზნესის კორუფციული გარიგების შესახებ, რომელიც „სუფთა ხელების“ სახელითაც არის ცნობილი, მარტელიც გაეხვა სკანდალში, ისევე როგორც იტალიის მმართველი პოლიტიკური კლასის სხვა მნიშვნელოვანი წარმომადგენლები და რამდენიმე წლით ჩამოშორდა პოლიტიკას.

1999 წელს მარტელი პოლიტიკას დაუბრუნდა, როგორც ევროპარლამენტის დეპუტატი „იტალიის დემოკრატი სოციალისტების“ ჯგუფიდან , მაგრამ მალევე დატოვა მანდატი და იტალიის ახალი სოციალისტური პარტია დააფუძნა ბენიტო კრაქსისთან და სხვა თანამოაზრეებთან ერთად, თუმცა 2005 წელს საბოლოოდ დატოვა პოლიტიკური კარიერ. ამის შემდეგ აქტიურად თანამშრომლობდა რადიოსა და ტელევიზიასთან, ჰქონდა საკუთარი გადაცემა „ჰყვება კლაუდიო მარტელი“. იბეჭდებოდა პერიოდულ გამოცემებში.

კლაუდიო მარტელის მნიშვნელოვანი ნაშრომებია „სოციალისტების დაპირისპირება“ (1976), „სოციალისტური განახლება“ (1976), „დამსახურებისა და საჭიროებების რეფორმატორული ალიანსისთვის“ (1982), „ცუდი ტიპი. ბეტონო კრაქსი და დიდი კოალიცია“ (2020) „ჯოვანი ფალკონეს ცხოვრება და დევნა“ (2022).

მარტელი გაზეთ „ავანტის“ რედაქტორია 2020 წლიდან.


[რედაქტირება] წყარო

რა სწამს ურწმუნოს?

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები