აბუსერიძე აბუსერ (II)
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
[[კატეგორია:ერისთავები]] | [[კატეგორია:ერისთავები]] | ||
| − | |||
[[კატეგორია:არტანუჯის ერისთავები]] | [[კატეგორია:არტანუჯის ერისთავები]] | ||
13:26, 19 ივნისი 2017-ის ვერსია
აბუსერ (II) აბუსერიძე - არტანუჯის ერისთავი XI ს-ის ბოლო მესამედი. არტანუჯის ციხის დაკარგვის შედეგად აბუსერისძეთა სამფლობელო შემცირებულა. ლიპარიტ ბაღვაშის შეპყრობის შემდეგ კი, არტანუჯი ბაგრატ IV-მ დაიჭირა, ხოლო აბუსერიძეთა კუთვნილი ციხისჯვარი სულა კალმახელს უწყალობა. როგორც ჩანს, არტანუჯის საერისთოდან აბუსერისძეებს დარჩენიათ მხოლოდ ხიხანი. ისინი იგულისხმებიან ვერნების ეკლესიის XI ს-ით დათარიღებულ წარწერაში: „ქრისტე, ადიდენ ერისთვთ-ერისთავნი გრიგოლ და აბუსერი და გიორგი და შვილნი მათნი: გიორგი, ზაქარია“. წარწერაში მოხსენიებულ გრიგოლ ერისთავს აიგივებენ გრიგოლ (I)-თან, რომლის მომდევნოდარტანუჯის ერისთავი უნდა ყოფილიყო აბუსერ (II).არტანუჯის ერისთავთა კიდევ რამდენიმე თაობის სახელია შემორჩენილი 1233 წ-ის აბუსერისძე-ტბელთა საგვარეულო მატიანეში. მათ შორის რამდენიმე (ივანე (II), აბუსერ (III), ვარდანი) ერისთავთ-ერისთავის წოდებით მოიხსენიებიან.
ლიტერატურა
მუსხელიშვილი 1941: 20; ოთხმეზური 1981: 115; ბახტაძე 2003: 268.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017