წესი და განგებაჲ მეფეთ კურთხევისაჲ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „წესი და განგებაი მეფეთ კურთხევისაი“ გადაიტანა გვერდზე „[[წესი და...) |
01:40, 2 ნოემბერი 2024-ის ვერსია
„წესი და განგებაჲ მეფეთ კურთხევისაჲ" – (XIII ს. 40-იანი წლები), ქართული სამართლის ძეგლი. დაწვრილებით გადმოგვცემს მეფის კურთხევის ცერემონიალს, შეიცავს საყურადღებო ცნობებს სამეფო ხელისუფლების, მოხელეთა აპარატისა და სახელმწიფო დარბაზობის შესასწავლად. ს. კაკაბაძე ვარაუდობდა - შესაძლოა ეს ძეგლი ლაშა–გიორგის მეფედ კურთხევისთვის საგანგებოდაც შეადგინესო. ნ. ბერძენიშვილის აზრით, ძეგლი რუსუდანის გამეფების მომდევნო ხანას უნდა ეკუთვნოდეს.
ტექსტი და ლიტერატურა:
ი. ჯავახიშვილი, ქართული სამართლის ისტორია, I, 1928.