აბულასანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
ხაზი 14: ხაზი 14:
 
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი 2017
 
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი 2017
  
[[კატეგორია:თბილისის ამირები]]
+
[[კატეგორია:ამირები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ამირები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ამირები]]
 
[[კატეგორია:ერისთავები]]
 
[[კატეგორია:ერისთავები]]
 
[[კატეგორია:ქართლის ერისთავები]]
 
[[კატეგორია:ქართლის ერისთავები]]
 
[[კატეგორია:მეჭურჭლეთუხუცესები]]
 
[[კატეგორია:მეჭურჭლეთუხუცესები]]

16:17, 19 ივნისი 2017-ის ვერსია

აბულასანი - ქართლის ერისთავი 1185-1188 წწ.; თბილისის ამირა რუსთავისა და შვიდთა მთეულთა პატრონი და მეჭურჭლეთუხუცესი 1187-1188 წწ. დასავლეთ საქართველოს დიდებული; დაწინაურებული საქართველოს სამეფო კარზე თამარის პირველი ქორწინების წლებში.

ლურჯი მონასტრის ცნობილ წარწერაში აბულასანი რამდენიმე მაღალი თანამდებობით, მათ შორის ქართლის ერისთავად მოიხსენიება. მკვლევართა ნაწილს აეჭვებს მისი ქართლის ერისთავობა, რაც ამ დროს რატი სურამელს უნდა ჰქონოდა, მაგრამ წარწერის მონაცემებში ეჭვის შეტანა ძნელია.

აბულასანის აღზევება უნდა მომხდარიყო თამარის პირველი ქორწინების წლებში, გიორგი რუსის მფარველობით, რომლის საქართველოში ჩამოყვანის საქმეში აბულასანმა დიდი წვლილი შეიტანა. გიორგი რუსის მფარველობით უნდა მიეღო მას სამეფო კარის მეჭურჭლეთუხუცესობა (1187/1188) და ამ თანამდებობასთან უშუალოდ დაკავშირებული თბილისის ამირათ-ამირობა. ვარაუდობენ, რომ ქართლის ერისთავობა რატი სურამელს უნდა დაეკარგა აბულასანის გამო. ამ უკანასკნელის კარიერის დასასრული გიორგი რუსის საბოლოო განდევნას (1188) უკავშირდება. გიორგი რუსის დამარცხების შემდეგ წყაროებიდან მისი სახელი იშლება.


წყაროები და ლიტერატურა

ისტორიანი და აზმანი 1959: 36, 79; Такаишвили 1905: 154: ბერიძე 1948: 96-97; ინგოროყვა 1963: 652; მუსხელიშვილი 1966: 213-214; მესხია 1979: 30-36; ჩხატარაიშვილი (1974 წ. წაკითხული მოხსენება); ანთელავა 1983: 224.


წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები