არიოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)

(ერთი მომხმარებლის 4 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''არიოზი ანუ არიოსი''' - (ბერძ. Ἄρειος; 256-336) IV საუკუნის ერესიარქი. ქრისტოლოგიური და ტრინიტოლოგიური ერესის [[არიანელობა|არიანობის]] ფუძემდებელი.

'''არიოსი''' (Ἄρειος, Arius),(250/256-336) – III–IV საუკუნეების ქრისტიანი მოღვაწე, თეოლოგი ალექსანდრიიდან, არიანიზმის ფუძემდებელი.

არიოზი 256 წელს ალექსანდრიაში დაიბადა. განისწავლა ანტიოქიის სასულიერო სკოლაში მღვდელმოწამე ლუკიანეს, სეპტუაგინტას ცნობილი რედაქტორის, ხელმძღვანელობით. ფიქრობენ, რომ მოძღვარმა ჩაუნერგა მას თესლი, რაც შემდეგ განხეთქილების ვაშლად აღმოცენდა. არიოსი მიიჩნევდა, რომ [[ქრისტე]] მხოლოდ მამა ღმერთის მსგავსი იყო და არა მისი ღვთაებრივი ბუნების თანასწორი. ამ მოსაზრების წინააღმდეგ გამოვიდა ნიკეის საეკლესიო კრება (325 წ.), რომელმაც ქრისტეს ღვთაებრიობა და მამა ღმერთთან მისი თანაარსობა გამოაცხადა.

არიოსი დაიბადა დღევანდელი ლიბიის ტერიტორიაზე, დაბადების თარიღთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა(250/256). განათლება მიიღო ჯერ ანტიოქიაში, შემდეგ ალექსანდრიაში, სადაც  გახდა მღვდელი. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი თეოლოგი თავის დროში და აქტიურად მოღვაწეობდა ქრისტიანული ეკლესიის შიდა დისკუსიებში, რომელიც ეხებოდა [[სამება|სამების]] დოგმატსა და ქრისტიანული რწმენის საფუძვლებს. არიოსის მოძღვრების მთავარი თემა იყო მამა ღმერთის და [[იესო ქრისტე]]ს (ძის) ურთიერთობის ბუნება. მისი მოძღვრების თანახმად:

● ქრისტე არ არის თანასწორი მამასთან, რადგან ის ქმნილებაა.

● ქრისტეს, მიუხედავად მისი ღვთაებრიობისა, ჰქონდა დასაბამი და იგი არ იყო მარადიული.

არიოსი ეყრდნობოდა იმას, რომ ქრისტე „შობილ იქნა“ და არ არის „დაუბადებელი“, ანუ ის არაა იმავე ბუნების, როგორც მამა ღმერთი, შესაბამისად თეზა „ἦν ποτε ὅτε οὐκ ἦν“ (იყო დრო, როდესაც არ იყო) და მისი თეოლოგიური იმპლიკაციები გახდა ქრისტოლოგიური დებატების მთავარი საკითხი ნიკეის საეკლესიო კრებაზე და მის შემდგომაც. ის იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც არიოსი დაგმეს ნიკეის საეკლესიო კრებაზე 325 წელს.

ერმია სოზომენეს (Ἑρμείας Σωζομενός, Sozomenus) მიხედვით, არიოსი იყო სწავლული დიალექტიკოსი, მჭევრმეტყველი მოქადაგე, მაღალი, გამხდარი ხუცესი, უბრალო ასკეტური სამოსით, დარბაისლური და მკაცრი საქციელით. იგი თავისი მრავალრიცხოვანი მრევლიდან ბევრმა, განსაკუთრებით ქალებმა, კერპად გაიხადა. ფილოსტორგიოსის (Φιλοστόργιος, Philostorgius) ცნობების მიხედვით არიოსი მსახურობდა ეკლესიაში, რომელიც ატარებდა სახელს - βανkαλιζ (ვიწროყელიანი წყლის დასალევი დოქი). ის იყო ლუკიანე ანტიოქიელის (Λουκιανός Αντιοχείας, Lucian of Antioch) ეგზეგეტიკურ-თეოლოგიური სკოლის მიმდევარი. არიოსი ალექსანდრიაში აღმოჩნდა ქრისტიანთა დევნის დროს, იმპერატორ გალერიუსის (Γαλέριος, Galerius) მმართველობის (305-311) პერიოდში. ერმია სოზომენე (Ἑρμείας Σωζομενός, Sozomenus) მას ქრისტიანობისთვის თავდადებულ ადამიანს უწოდებს. გარკვეული პერიოდი ის იყო მელეტი ლიკოპოლელის (Μελέτιος, Meletios) მიმდევარი და მძიმედ კიცხავდა რეპრესიებისა და  დევნის შიშით ქრისტეს უარმყოფელებს, რითაც ის დაუპირისპირდა ალექსანდრიის პატრიარქ პეტრე I-ს (Πέτρος Α΄ Αλεξανδρείας, Peter I of Alexandria).

არიოსის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე იყო ალექსანდრიის შემდგომი პატრიარქი ალექსანდრე (Ἀλέξανδρος, Aléxandros). არიოსის მთავარი მოკავშირეები ამ დაპირისპირებაში იყვნენ ევსევი კესარიელი (Εὐσέβιος τῆς Καισαρείας, Eusebius of Caesarea) და ევსევი ნიკომედიელი (Ευσέβιος ο Νικομηδείας, Eusebius of Nicomedia).

325 წელს იმპერატორ კონსტანტინე I -ის (Constantine the Great) მოწვევით ჩატარდა მსოფლიოს I საეკლესიო კრება, სადაც არიოზი და მისი მომხრეები განკვეთილ იქნა ეკლესიის წიაღიდან, ხოლო [[არიანელობა]] გამოცხადდა მწვალებლობად. საეკლესიო კრების ამ გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა იქონია იმპერატორის პირდაპირმა ჩარევამ არიოსის წინააღმდეგ. არიანიზმის დამცველებს დაუპირისპირდა ევსევი კესარიელიც.

ალექსანდრე ალექსანდრიელის გარდაცვალების (326) შემდეგ არიანიზმთან დაპირისპირება შერბილდა. 335 წელს კი იერუსალიმის კრებაზე არიოსი სხვა მრავალ თანამოაზრესთან ერთად შეიწყალეს და  ბრალდებები მოუხსნეს. 336 წელს კონსტანტინოპოლისკენ მიმავალ გზაზე 80-ს გადაცილებული არიოსი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ერთი ვერსიის თანახმად - მოწამლეს. არიოსის გარდაცვალების შემდეგ არიანული მოძღვრების გავრცელება არ შეწყვეტილა და დიდი ხნის განმავლობაში აქტუალური იყო.

==ლიტერატურა==

● ს. ყაუხჩიშვილი, ბიზანტიური ლიტერატურის ისტორია, თბ 1963.

● ბ. არახამია, არიანელობა IV საუკუნის ქრისტიანულ ეკლესიაში, თბ 2006.

● The Oxford Dictionary of Byzantium, ed by G.W. Kazhdan, New York – Oxford, 1991

● Arianism // Catholic Encyclopedia

● Encyclopædia Britannica, Inc

== წყარო ==

== წყარო ==
* პაპუაშვილი, ნუგზარ  მსოფლიო რელიგიები საქართველოში

● მოამზადა ლაშა გოგეშვილმა
* ფილოსოფიის ისტორია / შეადგინა ივან მარტინიმ M.I.;

[[კატეგორია:რელიგია]]

[[კატეგორია:ქრისტიანი ერესიარქები]]

[[კატეგორია:ქრისტიანი ერესიარქები]]

მიმდინარე ცვლილება 12:46, 22 ნოემბერი 2024 მდგომარეობით

არიოსი – (Ἄρειος, Arius),(250/256-336) – III–IV საუკუნეების ქრისტიანი მოღვაწე, თეოლოგი ალექსანდრიიდან, არიანიზმის ფუძემდებელი.

არიოსი დაიბადა დღევანდელი ლიბიის ტერიტორიაზე, დაბადების თარიღთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა(250/256). განათლება მიიღო ჯერ ანტიოქიაში, შემდეგ ალექსანდრიაში, სადაც გახდა მღვდელი. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი თეოლოგი თავის დროში და აქტიურად მოღვაწეობდა ქრისტიანული ეკლესიის შიდა დისკუსიებში, რომელიც ეხებოდა სამების დოგმატსა და ქრისტიანული რწმენის საფუძვლებს. არიოსის მოძღვრების მთავარი თემა იყო მამა ღმერთის და იესო ქრისტეს (ძის) ურთიერთობის ბუნება. მისი მოძღვრების თანახმად:

● ქრისტე არ არის თანასწორი მამასთან, რადგან ის ქმნილებაა.
● ქრისტეს, მიუხედავად მისი ღვთაებრიობისა, ჰქონდა დასაბამი და იგი არ იყო მარადიული.

არიოსი ეყრდნობოდა იმას, რომ ქრისტე „შობილ იქნა“ და არ არის „დაუბადებელი“, ანუ ის არაა იმავე ბუნების, როგორც მამა ღმერთი, შესაბამისად თეზა „ἦν ποτε ὅτε οὐκ ἦν“ (იყო დრო, როდესაც არ იყო) და მისი თეოლოგიური იმპლიკაციები გახდა ქრისტოლოგიური დებატების მთავარი საკითხი ნიკეის საეკლესიო კრებაზე და მის შემდგომაც. ის იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც არიოსი დაგმეს ნიკეის საეკლესიო კრებაზე 325 წელს.

ერმია სოზომენეს (Ἑρμείας Σωζομενός, Sozomenus) მიხედვით, არიოსი იყო სწავლული დიალექტიკოსი, მჭევრმეტყველი მოქადაგე, მაღალი, გამხდარი ხუცესი, უბრალო ასკეტური სამოსით, დარბაისლური და მკაცრი საქციელით. იგი თავისი მრავალრიცხოვანი მრევლიდან ბევრმა, განსაკუთრებით ქალებმა, კერპად გაიხადა. ფილოსტორგიოსის (Φιλοστόργιος, Philostorgius) ცნობების მიხედვით არიოსი მსახურობდა ეკლესიაში, რომელიც ატარებდა სახელს - βανkαλιζ (ვიწროყელიანი წყლის დასალევი დოქი). ის იყო ლუკიანე ანტიოქიელის (Λουκιανός Αντιοχείας, Lucian of Antioch) ეგზეგეტიკურ-თეოლოგიური სკოლის მიმდევარი. არიოსი ალექსანდრიაში აღმოჩნდა ქრისტიანთა დევნის დროს, იმპერატორ გალერიუსის (Γαλέριος, Galerius) მმართველობის (305-311) პერიოდში. ერმია სოზომენე (Ἑρμείας Σωζομενός, Sozomenus) მას ქრისტიანობისთვის თავდადებულ ადამიანს უწოდებს. გარკვეული პერიოდი ის იყო მელეტი ლიკოპოლელის (Μελέτιος, Meletios) მიმდევარი და მძიმედ კიცხავდა რეპრესიებისა და დევნის შიშით ქრისტეს უარმყოფელებს, რითაც ის დაუპირისპირდა ალექსანდრიის პატრიარქ პეტრე I-ს (Πέτρος Α΄ Αλεξανδρείας, Peter I of Alexandria).

არიოსის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე იყო ალექსანდრიის შემდგომი პატრიარქი ალექსანდრე (Ἀλέξανδρος, Aléxandros). არიოსის მთავარი მოკავშირეები ამ დაპირისპირებაში იყვნენ ევსევი კესარიელი (Εὐσέβιος τῆς Καισαρείας, Eusebius of Caesarea) და ევსევი ნიკომედიელი (Ευσέβιος ο Νικομηδείας, Eusebius of Nicomedia).

325 წელს იმპერატორ კონსტანტინე I -ის (Constantine the Great) მოწვევით ჩატარდა მსოფლიოს I საეკლესიო კრება, სადაც არიოზი და მისი მომხრეები განკვეთილ იქნა ეკლესიის წიაღიდან, ხოლო არიანელობა გამოცხადდა მწვალებლობად. საეკლესიო კრების ამ გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა იქონია იმპერატორის პირდაპირმა ჩარევამ არიოსის წინააღმდეგ. არიანიზმის დამცველებს დაუპირისპირდა ევსევი კესარიელიც.

ალექსანდრე ალექსანდრიელის გარდაცვალების (326) შემდეგ არიანიზმთან დაპირისპირება შერბილდა. 335 წელს კი იერუსალიმის კრებაზე არიოსი სხვა მრავალ თანამოაზრესთან ერთად შეიწყალეს და ბრალდებები მოუხსნეს. 336 წელს კონსტანტინოპოლისკენ მიმავალ გზაზე 80-ს გადაცილებული არიოსი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ერთი ვერსიის თანახმად - მოწამლეს. არიოსის გარდაცვალების შემდეგ არიანული მოძღვრების გავრცელება არ შეწყვეტილა და დიდი ხნის განმავლობაში აქტუალური იყო.

[რედაქტირება] ლიტერატურა

● ს. ყაუხჩიშვილი, ბიზანტიური ლიტერატურის ისტორია, თბ 1963.
● ბ. არახამია, არიანელობა IV საუკუნის ქრისტიანულ ეკლესიაში, თბ 2006.
● The Oxford Dictionary of Byzantium, ed by G.W. Kazhdan, New York – Oxford, 1991
● Arianism // Catholic Encyclopedia
● Encyclopædia Britannica, Inc

[რედაქტირება] წყარო

● მოამზადა ლაშა გოგეშვილმა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები