საზღვაო რუკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''საზღვაო რუკა''' – ზღვაოსნობის უზრუნველსაყოფად განკუთვნილი რუკა. არის სანავიგაციო, შიდა წყალსანაოსნო გზების ნავიგაციის, სამხედრო-[[საზღვაო ფლოტი|საზღვაო ფლოტისათვის]] განკუთვნილი სპეციალური, დამხმარე და საცნობარო რუკები. | + | '''საზღვაო რუკა''' – ზღვაოსნობის უზრუნველსაყოფად განკუთვნილი [[რუკა]]. არის სანავიგაციო, შიდა წყალსანაოსნო გზების ნავიგაციის, სამხედრო-[[საზღვაო ფლოტი|საზღვაო ფლოტისათვის]] განკუთვნილი სპეციალური, დამხმარე და საცნობარო რუკები. |
====სანავიგაციო საზღვაო რუკა==== | ====სანავიგაციო საზღვაო რუკა==== | ||
| ხაზი 48: | ხაზი 48: | ||
[[კატეგორია:რუკები]] | [[კატეგორია:რუკები]] | ||
| + | [[კატეგორია:კარტოგრაფიული ტერმინები]] | ||
[[კატეგორია:სამხედრო რუკები]] | [[კატეგორია:სამხედრო რუკები]] | ||
| − | |||
მიმდინარე ცვლილება 12:16, 25 ნოემბერი 2024 მდგომარეობით
საზღვაო რუკა – ზღვაოსნობის უზრუნველსაყოფად განკუთვნილი რუკა. არის სანავიგაციო, შიდა წყალსანაოსნო გზების ნავიგაციის, სამხედრო-საზღვაო ფლოტისათვის განკუთვნილი სპეციალური, დამხმარე და საცნობარო რუკები.
სარჩევი |
[რედაქტირება] სანავიგაციო საზღვაო რუკა
სანავიგაციო საზღვაო რუკა (საზღვაო რუკების ძირითადი ტიპი) განკუთვნილია ხომალდის მართვის სანავიგაციო ამოცანების გადასაწყვეტად.
სანავიგაციო საზღვაო რუკაზე აისახება:
- სანაპირო ხაზი შრობის ზოლით, ნაპირების სიღრმე, ფსკერის რელიეფი და სანავიგაციო საშიშროებები;
- სანავიგაციო მოწყობილობა – ფარვატერები;
- სანაოსნოდ აკრძალული რაიონები;
- ღუზაზე დგომის ადგილები;
- მონაცემები მაგნიტური გადახრის, დინების, ყინულოვანი რეჟიმის, ფსკერის გრუნტის შესახებ.
სანავიგაციო საზღვაო რუკებს განეკუთვნება:
- 1. ზოგადსანავიგაციო რუკები:
- ა. გენერალური (მასშტაბი 1:1000000 – 1:5000000. ზოგადად წინასწარ შეისწავლის ნაოსნობის რაიონს, ხომალდის გზას და ნაპირიდან მნიშვნელოვანი დაშორებით მის გაყვანას);
- ბ. საგზაო (მასშტაბი 1:1000000 – 1:5000000, სამხედრო-საზღვაო ფლოტის საქმიანობისა და ზოგადი ზღვაოსნობის უზრუნველსაყოფად მსოფლიო ოკეანის ღია და სანაპირო რაიონებში);
- გ. კერძო (მასშტაბი 1:25000–1:75000, განსაკუთრებით რთული სანავიგაციო პირობების რაიონებსა და ბაზირების რაიონებში ხომალდის მართვის უზრუნველსაყოფად);
- დ. გეგმები (მასშტაბი 1:500–1:25000, ბაზირების ადგილებში ხომალდების და გემების შესასვლელად და გადასაადგილებლად);
- 2. რადიონავიგაციური და სანავიგაციო-ჰიდროაკუსტიკური;
- 3. სანავიგაციო-სარეწი რუკები.
[რედაქტირება] შიდასანაოსნო გზების სანავიგაციო რუკები
შიდასანაოსნო გზების სანავიგაციო რუკები იყოფა:
- 1. გემსანაოსნო ტბების და მდინარეების შესართავთან სანავიგაციო უბნების რუკად;
- 2. სანავიგაციო-სამდინარო რუკად;
- 3. ლოცმანის სამდინარო რუკად.
[რედაქტირება] სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის განკუთვნილი სპეციალური რუკები
სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის განკუთვნილი სპეციალური რუკებია:
- 1. მიმოხილვითი და მიმოხილვით-გეოგრაფიული;
- 2. ზღვის ფსკერის გრუნტების;
- 3. გეოფიზიკურ – საზღვაო;
- 4. ეკრანული ოპერატორების პლანშეტებისათვის;
- 5. რუკები პელენგების და დისტანციების ბადეებით და სხვა.
[რედაქტირება] საზღვაო დამხმარე და საცნობარო რუკები
საზღვაო დამხმარე და საცნობარო რუკებს განეკუთვნება:
- 1. რუკა-ბადეები;
- 2. რუკები ორთოდრომიების გასაყვანად;
- 3. რუკები სამაშველო საშუალებებისათვის;
- 4. საზღვაო ბლანკრუკები;
- 5. საათის სარტყლების რუკები.