ამიანე მარცელინუსი
(ახალი გვერდი: ამიანე მარცელინე - (ლათ. Ammianus Marcellinus, დ. დაახლ. 330 – გ. დაახლ. 400 წ.), ძველ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | ამიანე მარცელინე - (ლათ. Ammianus Marcellinus, დ. დაახლ. 330 – გ. დაახლ. 400 წ.), ძველი რომაელი ისტორიკოსი. | + | '''ამიანე მარცელინე''' - (ლათ. Ammianus Marcellinus, დ. დაახლ. 330 – გ. დაახლ. 400 წ.), ძველი რომაელი ისტორიკოსი. |
==== ბიოგრაფია ==== | ==== ბიოგრაფია ==== | ||
22:36, 14 დეკემბერი 2024-ის ვერსია
ამიანე მარცელინე - (ლათ. Ammianus Marcellinus, დ. დაახლ. 330 – გ. დაახლ. 400 წ.), ძველი რომაელი ისტორიკოსი.
ბიოგრაფია
ამიანე მარცელინეს შესახებ პირდაპირი ბიოგრაფიული ცნობები არ მოგვეპოვება და მისი ცხოვრების აღწერა შესაძლებელი ხდება მისივე თხზულებიდან. იგი დაბადებულა დაახლოებით 330 წელს ქალაქ ანტიოქიაში წარჩინებული ბერძნის ოჯახში. მაშინდელი ანტიოქია კულტურული და ეკონომიკური ცხოვრების თვალსაჩინო ცენტრს წარმოადგენდა აზიაში. ამ ქალაქიდან არიან, სხვათა შორის, IV საუკუნის ცნობილი ფილოსოფოსი და რიტორი ლიბანიოსი, აგრეთვე იოანე ოქროპირი. ამიანეს კარგი განათლება მიუღია. იგი ახალგაზრდა შესულა სამხედრო სამსახურში და როგორც წარჩინებულის შვილი, მიუღიათ საიმპერატორო გვარდიაში. რამდენიმე წელი მსახურობდა აღმოსავლეთის ჯარის მთავარსარდალ ურცინიუსის არმიაში და მასთან ერთად მოიარა რამდენიმე ქვეყანა, იღებდა მონაწილეობას სპარსელებთან ომში. 353- 363 წლებში ამიანე მარცელინე ხან ნიზიბინშია, ხან ანტიოქიაში, ხან გალიაში. 363 წელს იგი იმპერატორ იულიანეს ახლდა სპარსეთის წინააღმდეგ ლაშქრობაში და დაესწრო მის სიკვდილს. 363- 378 წლები ამიანეს მშობლიურ ანტიოქიაში უნდა ჰქონდეს გატარებული. ამავე წლებში მას უმოგზაურია ეგვიპტესა და საბერძნეთში.
ამიანეს გარდაცვალების თარიღი ცნობილი არ არის. უკანასკნელი გამოკვლევების მიხედვით დადგენილია, რომ მას თავისი ნაშრომი 392- 393 წლების ზამთარში დაუმთავრებია. მაშასადამე, ამ დროს იგი ჯერ კიდევ ცოცხალია. ამისდა მიხედვით, მის გარდაცვალებას ვარაუდობენ დაახლოებით 400 წლისთვის.