კუროსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''კუროსი''' - (ძვ.ბერძ. κοῦρος), ჭაბუკის არქაული პერიოდის ძველბერძ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Kurosi1.jpg|მარჯვნივ|80პქ|]]
 
'''კუროსი''' - (ძვ.ბერძ.  κοῦρος), ჭაბუკის არქაული პერიოდის ძველბერძნული ქანდაკების ტიპი.  (დაახლ. ძვ.წ. 650 . - 500 წელი).
 
'''კუროსი''' - (ძვ.ბერძ.  κοῦρος), ჭაბუკის არქაული პერიოდის ძველბერძნული ქანდაკების ტიპი.  (დაახლ. ძვ.წ. 650 . - 500 წელი).
  
ტერმინი κοῦρος  ბერძნულად ნიშნავს ჭაბუკს. მეცნიიერთა ნაწილი თვლის, რომ კუროსი [[აპოლონი|აპოლონის]] გამოსახულებაა, ნაწილს კი მიაჩნია, რომ ისინი რეალური ადამიანები არიან - გმიერები, მეომრები, [[ოლიმპიური თამაშები|ოლიმპიურ თამაშებში]] გამარჯვებული ათლეტები.   
 
[[ფაილი:Kuros1.jpg|მარცხნივ|80პქ|]]
 
კუროსთა ფიგურები მკაცრი ფრონტალური კომპოზიციით გამოიჩევიან.  ქანდაკება წარმოადგენს შიშველი მამაკაცის სტატიკურ ფიგურას, რომელსაც მარცხენა ფეხი წინ აქვს გადმოდგმული, ხოლო ორივე ხელი მჭიდროდ ებჯინება თეძოებს. ჭაბუკათა ფიგურებში თითქმის სრულყოფილადაა დაცული სიმეტრია.  
 
10:40, 21 ივნისი 2017-ის ვერსია

Kurosi1.jpg

კუროსი - (ძვ.ბერძ. κοῦρος), ჭაბუკის არქაული პერიოდის ძველბერძნული ქანდაკების ტიპი. (დაახლ. ძვ.წ. 650 . - 500 წელი).

ტერმინი κοῦρος ბერძნულად ნიშნავს ჭაბუკს. მეცნიიერთა ნაწილი თვლის, რომ კუროსი აპოლონის გამოსახულებაა, ნაწილს კი მიაჩნია, რომ ისინი რეალური ადამიანები არიან - გმიერები, მეომრები, ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებული ათლეტები.

Kuros1.jpg

კუროსთა ფიგურები მკაცრი ფრონტალური კომპოზიციით გამოიჩევიან. ქანდაკება წარმოადგენს შიშველი მამაკაცის სტატიკურ ფიგურას, რომელსაც მარცხენა ფეხი წინ აქვს გადმოდგმული, ხოლო ორივე ხელი მჭიდროდ ებჯინება თეძოებს. ჭაბუკათა ფიგურებში თითქმის სრულყოფილადაა დაცული სიმეტრია.

კუროსთა ერთადერთი სამკაული თმაა, რომელიც ორნამენტული ხვეულების სახით გარს უვლის ფიგურის თავს და მხრებზე ეშვება. კუროსთა სახეებზე განსაკუთრებით ყურადღებას იქცევს ერთი არსებითი შტრიხი - ღიმილი. „არქაული ღიმილი“ - ასე უწოდეს მას მეცნიერებმა, რადგან მისი ანალოგი მსოფლიოს ხელოვნების ისტორიაში არ მოიძებნება. ტუჩების ოდნავ ზემოთ აზიდული კიდეები მართლაც ღიმილის შთაბეჭდილებას ქმნის, მაგრამ ის მხოლოდ ბაგეებს შეხებია. სახის წყობა და გამომეტყველება მშვიდია და თითქოს ტუჩების ღიმილთან არაფერი აქვს საერთო. ასეთი „შეუსაბამობა“ ერთგვარი იდუმალებით აღავსებს, ამოუცნობის და მიუწვდომელის დაღს ასვამს მათ სახეებს. ეს თითქოს ადამიანური გრძნობების ჩანასახია, რომელსაც კუროსთა მკაცრ სახეებში სიცოცხლე, სიკეთის ელფერი და ხალისიანი განწყობა შემოაქვს.

წყარო

კლდიაშვილი, ანა ხელოვნება : მე-9 კლ. : მოსწავლის წიგნი / ანა კლდიაშვილი, ნინო ღაღანიძე, თამარ ჯაყელი; [რედ. ნანა კუპრაშვილი]. - [თბ.] : კლიო, 2009. - 120გვ. : ილ. ; 28სმ.. - წანართი: საქ. სახელმწ. ჰიმნი "თავისუფლება".

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები