ბოილი რობერტ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბოილი რობერტ“ გადაიტანა გვერდზე „რობერტ ბოილი“) |
|||
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
+ | [[ფაილი:Robert bioli.PNG|thumb|150px|რობერტ ბოილი]] | ||
'''რობერტ ბოილი''' – (ინგლ. Robert Boyle, 1627-1691 წ.), ანგლო-ირლანდიელი ქიმიკოსი და ფიზიკოსი. | '''რობერტ ბოილი''' – (ინგლ. Robert Boyle, 1627-1691 წ.), ანგლო-ირლანდიელი ქიმიკოსი და ფიზიკოსი. | ||
მიმდინარე ცვლილება 15:10, 20 დეკემბერი 2024 მდგომარეობით
რობერტ ბოილი – (ინგლ. Robert Boyle, 1627-1691 წ.), ანგლო-ირლანდიელი ქიმიკოსი და ფიზიკოსი.
იგი ექსპერომენტალური გამოკვლევების მხურვალე მომხრე იყო და სკეპტიკურად უყურებდა ყოველგვარ გონივრულ და აბსტრაქტულ სპეკულაციას. საკმარისად შეძლებული იყო, ამიტომაც მთლიანად შესწირა თავი მეცნიერულ გამოკვლევებს და ყოველდღიურ გამომუშავებაზე არ ფიქრობდა.
მას ყველაზე უფრო აინტერესებდა ტორიჩელისა და პასკალის შრომები წნევის შესახებ. იმავე მიმართულებით ირკვევდა, რა მოუვა ვერცხლისწყლის ზემოთ მოთავსებულ ჰაერს, თუ მას გამუდმებით შევკუმშავთ. როცა შეამჩნია, ჰაერის მოცულობა სისტემატურად მცირდებოდა, უფრო ზუსტად გაზომა და გამოთვალა ჰაერის მოცულობა და წნევა, რომელიც მის ცვლილებას იწვევდა. ბოილს აზრადაც არ მოსდიოდა, რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ ფაქტს მეცნიერებისათვის ბოილის გვარი ჩვეულებრივ მარიოტის გვარის გვერდით იწერება, როცა გაზების ძირითად კანონებზეა ლაპარაკი. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ბოილ-მარიოტის კანონითაა ცნობილი, ამბობს, რომ მუდმივი ტემპერატურის დროს გაზის მოცემული მასისათვის მოცულობა წნევის უკუპროპორციულია, რობერტ ბოილმა 1663 წ. აღმოაჩინა თხელი ფენების ფერადი რგოლები, რომლებიც ახლა ნიუტონის რგოლებად არის ცნობილი, რადგან ნიუტონმა დაამტკიცა ფერსა და ფენის სისქეს შორის კავშირი. ბოილი, გაზების წნევების გამოკვლევების გარდა, ატარებდა ქიმიურ ცდებს, რითაც მნიშვნელოვნად ხელს უწყობდა „ელემენტის“ მცნების გამყარებას. თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ჩამოაყალიბა სამეფო მეცნიერული საზოგადოება, რომლის მიზანი იყო ბუნებისმეტყველების სფეროში გამოკვლევების მფარველობა.