პენკოვსკი სტეფანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სტეფანე პენკოვსკი''' – პოლონელი ფიზიკოსი. სტეფანე პენკოვსკ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სტეფანე პენკოვსკი“ გადაიტანა გვერდზე „პენკოვსკი სტეფანე“ გად...)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 13:26, 13 იანვარი 2025 მდგომარეობით

სტეფანე პენკოვსკი – პოლონელი ფიზიკოსი.

სტეფანე პენკოვსკი დაიბადა მლინოვოში, ლოდაგინის სავოევოდოში. 1919 წლიდან იგი უნივერსიტეტის პროფესორია, შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში მისი რექტორი და ექსპერიმენტული ფიზიკის კათედრის ორგანიზატორი.

პენკოვსკი წარმოადგენს პოლონეთის ფიზიკის საზოგადოების ერთ-ერთ ფუძემდებელს. ეკავა პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-თავმჯდომარის პოსტიც.

ჰიტლერული ოკუპაციის დროს არალეგალურ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, არალეგალურად ამეცადინებდა ხალხს უმაღლესი განათლების მისაღებად.

მისი ინიციატივით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა ჟურნალი „ფიზიკის პროგრესი", რომლის მთავარი რედაქტორიც თვითონ იყო.

პენკოვსკიმ მეცნიერულ–პედაგოგიური შემოქმედების განმავლობაში აღზარდა ექსპერიმენტატორი ფიზიკოსების მრავალრიცხოვანი კადრი, რომლებიც ცნობილი არიან პოლონეთსა და მის საზღვრებს გარეთ, როგორც „ვარშავის ფიზიკოსთა სკოლა.“

მიუხედავად ფართო საზოგადოებრივი, ორგანიზაციული და პედაგოგიური შემოქმედებისა, სტეფანე პენკოვსკი ორიგინალურ მეცნიერულ გამოკვლევებს ატარებდა , რომლებმაც მას მეცნიერულ სამყაროში აღიარება და პატივისცემა მოუტანეს . განსაკუთრებით აინტერესებდა ფოტო ლუმინესცენციის მოვლენა, რამანის მოვლენა (სინათლის გაბნევა მყარი, თხევადი და გაზობრივი სხეულების მიერ, რის შედეგადაც იცვლება მისი სიხშირე), X - სხივების გამოყენება სტრუქტურული ანალიზისათვის, აგრეთვე ატარებდა გამოკვლევებს მინერალებში რადიოაქტიური ელემენტების შემცველობის გამოსარკვევად.

სტეფანე პენკოვსკიმ მეცნიერებაში დამსახურებისათვის მიიღო საპატიო დოქტორის ხარისხი საზღვარგარეთის ბევრ უმაღლეს სასწავლებელში.

[რედაქტირება] წყარო

დიდი ფიზიკოსები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები