ბროუნოვი პეტრე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: პეტრე ბროუნოვი '''პეტრე ბროუნოვი''' – (რუს. Пётр ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბროუნოვი პეტრე“ გადაიტანა გვერდზე „პეტრე ბროუნოვი“) |
21:55, 22 იანვარი 2025-ის ვერსია
პეტრე ბროუნოვი – (რუს. Пётр Иванович Броунов (1852-1927 წ.წ.), რუსი გეოგრაფი და მეტეოროლოგი, კიევისა და სანქტ- პეტერბურგის უნივერსიტეტების პროფესორი.
დიდხან მუშაობდა სასოფლო-სამეურნეო მეტეოროლოგიაში. მის მიერ დაწერილია მრავალი მეტად ძვირფასი მეცნიერული შრომა, მათ შორის:
1) „ციკლონებისა და ანტიციკლონების წინსვლითი მოძრაობა ევროპაში და განსაკუთრებით რუსეთში“ (1882);
2) „დროითი ბარომეტრული მაქსიმუმები ევროპაში“ (1886);
3) „ფიზიკური გეოგრაფიის კურსი“ (1910);
4) „ატმოსფერული ოპტიკა“ (1923).