ვიდალ დე ლა ბლაში პოლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ვიდალ დე ლა ბლაში პოლ“ გადაიტანა გვერდზე „პოლ ვიდალ დე ლა ბლაში“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „პოლ ვიდალ დე ლა ბლაში“ გადაიტანა გვერდზე „ვიდალ დე ლა ბლაში პოლ...)

18:38, 30 იანვარი 2025-ის ვერსია

პოლ ვიდალ დე ლა ბლაში – (ფრანგ. Paul Vidal de La Blache; დ. 22 იანვარი, 1845 — გ. 5 აპრილი 1918), ცნობილი ფრანგი გეოგრაფი, საფრანგეთის გეოგრაფების რაიონული სკოლის ფუძემდებელი.

როგორც მის შრომებში, ისე მის მოწაფეთა და მიმდევართა შრომებში ამა თუ იმ ქვეყნის ან რაიონის გეოგრაფიულ დახასიათებისას ფიზიკურ-გეოგრაფიულ გარემოს ელემენტები მჭიდროდაა შერწყმული ადამიანთა საზოგადოების საქმიანობის ყოველგვარ გამოვლინებასთან. ვიდალ დე ლა ბლაშის აზრით გეოგრაფიული გარემო წარმოადგენს მთავარ ძალას, რომელიც განსაზღვრავს საზოგადოების განვითარებას და მის ფიზიონომიას.

ვიდალ დე ლა-ბლაშს ოცდაათამდე შრომა ეკუთვნის მათ შორის მნიშვნელოვანია:
1) „საფრანგეთის გეოგრაფიის სურათები“;
2) „ადამიანის გეოგრაფიის პრინციპები“ (1922 წ.).


წყარო

გამოჩენილი გეოგრაფები და მოგზაურები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები