რუბრუკი ვილემ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „რუბრუკი ვილემ“ გადაიტანა გვერდზე „გიიომ დე რუბრუკი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ვილემ რუბრუკვისი“ გადაიტანა გვერდზე „რუბრუკი ვილემ“ გადამისა...)
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 23:19, 27 თებერვალი 2025 მდგომარეობით

ვილემ რუბრუკი – გიიომ დე რუბრუკი, ვილემ რუბრუკვისი (ფრანგ. Guillaume de Rubrouck, დ. 1215 — გ. 1295) — ფრანგი მისიონერი, ელჩი და მოგზაური.

საფრანგეთის მეფის, ლუდოვიკო IX-ის დავალებით, რუბრუკვისი შორეულ მოგზაურობაში − გაემგზავრა 1252- 1253 წ. ზამთარში; ჯერ კონსტანტინოპოლში, სადაც კარგა ხანს იცხოვრა, იქიდან ყირიმში; 1253 წ. მაისში დაიწყო თავისი მოგზაურობა მონღოლ-თათართა ქვეყანაში. მან პერეკოპის გავლით მიაღწია ვოლგის შესართავს და ინახულა ბათო ყაენი; 1253 წლის ბოლოსათვის რუბრუკვისი უკვე იყო მაშინდელი მონღოლეთის დედაქალაქ ყარაყორუმში. გზაში ცნობისმოყვარე ბერ-მოგზაურმა მცოდნე ხალხის, განსაკუთრებით ვაჭრების, გამოკითხვით, შეაგროვა საინტერესო ცნობები, რომლებიც აღწერა თავის ნაშრომში: შავ ზღვას, პონტოს „როგორც მე ვაჭრებისაგან გავიგე, წერს რუბრუკვისი… აქვს სიგრძე 1400 მილი და თითქოს იყოფა ორ ნაწილად. სწორედ მის შუა ადგილას არის მიწის ორი შვერილი: ერთი ჩრდილოეთით, ხოლო მეორე სამხრეთით. მას, რომელიც იმყოფება სამხრეთით, ეწოდება სინოპოლი, და ეს არის თურქეთის სულთნის ნავსადგური და ციხე-სიმაგრე; ის, რომელიც იმყოფება ჩრდილოეთით, უჭირავს რომელიღაც ოლქს, რომელსაც ლათინები უწოდებენ გაზარიას, ბერძნები კი კასარიას; ე. ი. ცეზარიას, და იქ არის რაღაც კონცხები რომლებიც გამოშვერილია ზღვისაკენ, სახელდობრ სამხრეთიდან სინოპოლის მიმართულებით; სინოპოლსა და კასარიას შორის სამასი მილია, ისე, რომ ამ შვერილებისაგან კონსტანტინოპოლის მიმართულებით ანგარიშობენ შვიდას მილს სიგრძით და სიგანით და შვიდასს აღმოსავლეთის მიმართულებით, ე. ი. ივერიისაკენ; რომელიც არის გეორგიის (ე. ი. საქართველოს – გ. ნ. გ.) ოლქი“. გზაზე ვოლგისაკენ რუბრუკვისი გაეცნო სტეპების მომთაბარე ხალხს და მოგვცა მათი ზნე-ჩვეულების აღწერა. შემდეგ ის მოგვითხრობს კასპიის ზღვის შესახებ.

ბათო ყაენთან შეხვედრის შემდეგ რუბრუკვისი მიემგზავრება ჯუნგარიაში – ყარაყორუმში დიდ ყაენ მანგუს (მენკე) რეზიდენციაში. ყარაყორუმში ყოფნის დროს რუბრუკვისმა შეაგროვა თავისი დროისათვის საინტერესო ცნობები უიგურების (ვიგურების, იუგურების), ტანგუტების, ტიბეტელების, ჩინელების საცხოვრებელი ადგილის შესახებ, მათ გარეგნობაზე, ზნე-ჩვეულებაზე და ადათებზე. თათრებისა და მონღოლების ზნე-ჩვეულების აღწერის დროს რუბრუკვისი დაწვრილებით საუბრობს მათს ჩარდახებზე და ჩარდახების მორთულობაზე. ამასთანავე ევროპის მოგზაურთა შორის რუბრუკვისმა პირველმა მოგვაწოდა ცნობები კორეელებისა და მანჯურიელების შესახებ.

უკან დაბრუნებისას რუბრუკვისმა გაიარა კავკასია და სომხეთი (კილიკია), ხმელთაშუა ზღვის ნაპირები; აქედან 1255 წელს ის ჩავიდა სირიის ქალაქ ანტიოქიაში, საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო IX-სთან შესახვედრად, თუმცა მეფე უკვე საფრანგეთში გამგზავრებულიყო. რუბრუკვისი დარჩა აკკას მონასტერში და იქ დაწერა წიგნი თავისი მოგზაურობის შესახებ.


[რედაქტირება] წყარო

გამოჩენილი გეოგრაფები და მოგზაურები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები