ავორიაზი
(ახალი გვერდი: კურორტი ავორიაზი '''ავორიაზი''' – (ინგლ. Avoriaz, რ...) |
|||
ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
დარღვევები | დარღვევები | ||
− | ტურისტული ობიექტები: ავორიაზში (აკვაპარკი „ქუარიაზ“, სკვოშის კორტები, ბოულინგი, ფიტნეს-ცენტრი და სხვ.). | + | ===== ტურისტული ობიექტები: ===== |
+ | ავორიაზში (აკვაპარკი „ქუარიაზ“, სკვოშის კორტები, ბოულინგი, ფიტნეს-ცენტრი და სხვ.). | ||
18:09, 1 აპრილი 2025-ის ვერსია
ავორიაზი – (ინგლ. Avoriaz, რუს. Авориаз), კლიმატური, სამთო-სათხილამურო კურორტი საფრანგეთში, რონა-ალპების რეგიონში, ზემო სავოიის დეპარტამენტში, ქ. ჟენევიდან 53 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით, ხოლო ქ. ლოზანადან 36 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით. შედგება რამდენიმე სოფლისგან: დე ლა ფალეზი, დე რუში, დე დრომონი, დე ოტ ფორტი და სხვ. მდებარეობს პორტ დიუ სოლეილის (Portesdu Soleil) სამთო-სათხილამურო რეგიონში, შაბლეს გეოგრაფიულ ოლქში, ზღვის დონიდან 1800 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანი.
ჰავა – ზომიერად კონტინენტური, შუა მთის ზემო სარტყლის. ზამთარი ზომიერად ცივია. თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -4,8°ჩ. ზაფხული ზომიერად თბილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 20°C. საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა შეადგენს 71,25%-ს, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა – 644 მმ-ს. წელიწადში 124 დღე ნალექიანია. ნალექების მაქსიმუმი მოდის ზაფხულსა (187 მმ) და შემოდგომაზე (176 მმ), ხოლო მინიმუმი – გაზაფხულზე (132 მმ). ნალექების მაქსიმუმი მოდის დეკემბერზე (58 მმ), ხოლო მინიმუმი – აპრილზე (40 მმ)
ავორიაზისა და მისი მიდამოების ტერიტორიაზე გავრცელებულია ფიჭვი და ნაძვი. ავორიაზის მიდამოებში აქა-იქ გვხვდება გაველიანებული მდელოები, რომელიც ლანდშაფტს ტყე-ველის იერს აძლევს.
ავორიაზის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია შუა მთის ზედა სარტყლის ჰავა და აეროიონებით გაჯერებული მთის ჰაერი.
ავორიაზის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია პასიური კლიმატოთერაპია
ჩვენებები ავორიაზში წასასვლელად: დასვენება; ზამთარში – თხილამურებით და სნოუბორდით სრიალი, ციგაობა, ციგურაობა, სკაი-სკორინგი (სეირნობა თხილამურებზე ცხენებთან) და სხვ.; რაქიტი; ფილტვების ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებები და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები
ტურისტული ობიექტები:
ავორიაზში (აკვაპარკი „ქუარიაზ“, სკვოშის კორტები, ბოულინგი, ფიტნეს-ცენტრი და სხვ.).